ძველი სტილი
24 მაისი
ხუთშაბათი
ახალი სტილი
6 ივნისი
ამაღლება უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი
ხსნილი ხსნილი
მოწამეთა ქართველთა, ქრისტეს სარწმუნოებისათვის ფერეიდანში (ირანი) სპარსთაგან მოწყვეტილთა (XVII-XVIII) (გარდამავალია, მოიხსენიება ამაღლებას); ღირსისა სვიმეონ მესვეტისა, სასწაულმოქმედისა, რომელი იყო დამკვიდრებული მთასა საკვირველსა (დაახლ. 590-596); მოწამეთა: მელეტი სტრატილატისა, სტეფანესი, იოანესი, სერაპიონ ეგვიპტელისა, კალინიკე მოგვყოფილისა, თეოდორესი და ფავსტოსი, და მათთანა მრავალთა მხედართა (II-III).
დღის ლოცვა
ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

ტროპარი: ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.

კონდაკი: ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქუენგან, რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობა.

კონდაკი: სრულ-ჰყავ რა ცხორებაი ჩუენი და ზეცისათა შეაერთე ქუეყანისანი, ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო, რომელი არა სადა განეშორები, მხსნელო, არამედ ჰგიე განუშორებელად და ეტყოდი საყუარელთა მათ შენთა: მე მხოლო ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა.
ღირსი სვიმეონ მესვეტის კონდაკი:
ზენასა მოსურნემან დაუტევენ ქუენანი და მსგავსად ცისა სუეტი შეიმზადე, რომლისა მიერ განათლდი სასწაულთა შარავანდედითა, ღირსო, და ყოველთა ღმერთსა ქრისტესა ევედრები დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
დღის საკითხავები
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
წმინდა ირინე პირველ საუკუნეში ცხოვრობდა. მან მრავალი ტანჯვა დაითმინა ქრისტეს სჯულის დასაცავად, ბევრი სასწაული მოახდინა და ათასობით ადამიანი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.