ძველი სტილი
20 აპრილი
პარასკევი
ახალი სტილი
3 მაისი
ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევი.
მსგეფსი მსგეფსი
დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა "წყარო ცხოვრებისა" (გარდამავალია, იდღესასწაულება ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს); ღირსისა თეოდორე ტრიქინასი; მღვდელმთავართა: გრიგოლისა (593) და ანასტასი სინელისა (599), ანტიოქიელ პატრიარქთა; ღირსისა ანასტასისა, სინას მთის იღუმენისა (VII); მოციქულისა 70-თაგანისა ზაქესი, მეზვერეყოფილისა (I).
დღის ლოცვა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი "წყარო ცხოვრებისა"

კონდაკი: წყაროსაგან წარმოუცალიერებისა მადლისა შენისა მომეც მე, ღმრთივმიმადლებულო, რომლელმან აღმოაცენე წყარო მადლისა, მარადის მომდინარე უფროის სიტყვისა, და გვიშევ სიტყუაი ღმრთისა უაღრეს გონებისა, და შემაცვრიე მე მადლითა შენითა, რაითა გიღაღადებდე შენ: გიხაროდენ, წყაროო ცხოვრებისაო.

ღირსი თეოდორე ტრიქინას კონდაკი:
გამოსჩნდი ყოვლადსაკვირველად ცხორებითა, თეოდორე ბრძენო მამაო, და ძაძისა იგი კუართი უფროის ქუეყანისა მეფეთა საუნჯეთა შერაცხე შენ; ამისთვისცა მოიხვენ უხრწნელნი იგი ზეცისა სამოსელნი და მარადის ევედრები ღმერთსა, ღირსო, ჩუენ ყოველთათვის.
დღის საკითხავები
ლიტ. - საქ. 7 დას. III, 1-8. ინ. 7 დას. II, 12-22. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
საქ. III, 1-8.
1. პეტრე და იოანე ერთად ადიოდნენ ტაძარში, რათა ელოცათ მეცხრე საათს.
2. იყო ერთი კაცი, დაბადებიდანვე დავრდომილი; ყოველდღე მოჰყავდათ და სვამდნენ ტაძრის ბჭესთან, რომელსაც ერქვა „მშვენიერი“, რათა მოწყალება ეთხოვა ტაძარში შემსვლელთათვის.
3. როდესაც პეტრე და იოანე დაინახა, ტაძარში შესვლას რომ აპირებდნენ, მოწყალება სთხოვა მათ.
4. პეტრე იოანესთან ერთად დააკვირდა და უთხრა მას: აბა, შემოგვხედე.
5. მანაც იმედით ახედა, ეგებ რამე მიწყალობონო.
6. მაგრამ პეტრემ უთხრა: ოქრო-ვერცხლი მე არა მაქვს, ხოლო რაცა მაქვს, მოგცემ: იესო ნაზარეველის სახელით აღდეგ და გაიარე.
7. მარჯვენაში ჩასჭიდა ხელი და წამოაყენა; დავრდომილს უცებ გაუმაგრდა ფეხები და სახსრები.
8. წამოხტა, დადგა და გაიარ-გამოიარა; მათთან ერთად შევიდა ტაძარში, მიდიოდა, მიხტოდა და აქებდა ღმერთს.

ინ. II, 12-22.
12. ამის შემდეგ ჩავიდა იესო კაპერნაუმს დედამისთან, თავის ძმებსა და მოწაფეებთან ერთად, და რამდენიმე დღე დარჩა იქ.
13. ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი, და ავიდა იესო იერუსალიმს.
14. ნახა ტაძარში ხარებით, ცხვრებითა და მტრედებით მოვაჭრენი და მსხდომარე მეკერმენი.
15. დაწნა საბლისგან შოლტი და გამორეკა ტაძრიდან ყველა, აგრეთვე ხარები და ცხვრები; მიმოფანტა მეკერმეთა ფული და ააყირავა მათი დახლები.
16. მტრედებით მოვაჭრეებს კი უთხრა: გაიყვანეთ ეგენი აქედან და ნუ აქცევთ მამაჩემის სახლს. სავაჭრო სახლად.
17. მაშინ გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ დაწერილია: შენი სახლის შური მჭამს მე.
18. მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: რა სასწაულით გვიჩვენებ, რომ შეგიძლია ამისი ქმნა?
19. ხოლო იესომ პასუხად თქვა: დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას.
20. იუდეველებმა უთხრეს: ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას?
21. მაგრამ ის გულისხმობდა თავისი სხეულის ტაძარს.
22. ხოლო როდესაც მკვდრეთით აღდგა, გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ ამას ამბობდა, და ირწმუნეს წერილიც და იესოს სიტყვაც.

ფილპ. II, 5-11.
5. იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს,
6. რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა.
7. მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა.
8. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე.
9. ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა,
10. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც,
11. და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.

ლკ. X, 38-42; XI, 27-28.
38. მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი.
39. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას.
40. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს.
41. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ;
42. მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.

27. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი.
28. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დიდმარხვაში, ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკეს, მართლმადიდებლურ ეკლესიებში შროშანით შემკობილ პატიოსან ჯვარს გამოაბრძანებენ. მიეახლებიან ღვთის რწმენითა და სიყვარულით აღსავსე ქრისტიანები, ეამბორებიან და მიიღებენ სულიერ ძალას, რომელიც მათ მარხვით მოუძლურებულ სხეულებსაც სიცოცხლეს შემატებს.
1კ1

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper slot siteleri