ძველი სტილი
17 აპრილი
სამშაბათი
ახალი სტილი
30 აპრილი
ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი.
მსგეფსი მსგეფსი
დღესასწაული ივერიის ღმრთისმშობლის ხატისა (გარდამავალია, აღინიშნება ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს); ექვსი ათასთა ღირსმოწამე მამათა, დავითგარეჯის უდაბნოში მოწყვეტილთა (1616) (გარდამავალია, მოიხსენიება ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს); ეფრემ დიდისა, მაწყვერელისა (IX); მღვდელმოწამისა სვიმეონისა, სპარსელი ეპისკოპოსისა, და მისთანა მოწამეთა: ავდელი და ანანია ხუცესთა, ქუსდაზატ (უსფაზან) საჭურისისა, ფუსიკისა, აზატისა, ასკიტრეასი და სხვათა მრავალთა (IV); ღირსისა აკაკისი, მელიტინელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 435); ღირსისა ზოსიმესი, სოლოვეცკელი იღუმენისა (1478); მოწამისა ადრიანესი (251); აღაპიტესი, რომის პაპისა (536).
დღის ლოცვა

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის

ტროპარი: წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.

ტროპარი: საკვირველსა შენსა მფარველობასა, პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, შევუვრდებით და მხურვალედ ვღაღადებთა ყოვლადვე: ვითარცა ძველად აჩვენე მადლი შენი ჩვენ ზედა, ეგრეთვე აწცა, დედოფალო, ნუ დაგვიტევებ სრულიად, რამეთუ აღთქუმულ გაქვს შენ დაფარვაი და დაცვაი მათი, რომელი შეუორგებელითა სულითა მოვლენან შენდა.

კონდაკი: ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგალობს შენ მარადის, პორტაიტისაო, სახელდიდი მწყობრი შენი სამღვდელოთა და სიღრმეთაგან სულისათა ხმობს შენდამი დაუცხრომელად: დამიცევ მე დედოფალო.

დღის საკითხავები
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათი ქალწულისა და ტალანტების შესახებ და გრძელდება მათეს სახარების ორშაბათს დაწყებული საკითხავი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ.