ძველი სტილი
11 აპრილი
ოთხშაბათი
ახალი სტილი
24 აპრილი
დიდი ოთხშაბათი
მძიმე მარხვა მძიმე მარხვა
მღვდელმოწამისა ანტიპასი, ასიის პერგამის ეპისკოპოსისა (დაახლ. 68); მოწამეთა: პროკესისა და მარტინიანესი (დაახლ. 67); ღირსისა ფარმუთისი (IV); ღირსისა იოანესი, ღირსისა გრიგოლ დეკაპოლელის მოწაფისა (IX).
დღის ლოცვა
დიდი ოთხშაბათი

ტროპარი:
აჰა ესე სიძე მოვალს შუაღამესა და ნეტარ არს მონაი იგი, რომელი იპოვოს მღვიძარე, ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით; იხილე სულო ჩემო და ნუ გრულის ძილისათვის, რაითა არა გამოვარდე სასუფევლისაგან, არამედ აღისთუე შუაღამესა და ხმობდი: წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ.

კონდაკი: ვსცოდე უმეტეს მეძავისა მის, სახიერ, არა მაქუს ცრემლთა ნაკადული შეწირვად შენდა, არამედ დუმილით შეგივრდები და სურვილით ამბორს უყოფ ფერხთა შენთა, და გევედრები: მოტევებაი ცოდვათა მომანიჭე, ვითარცა მეუფემან, და ბიწთა საქმეთა ჩუენთაგან განმათავისუფლე, ვითარცა მაცხოვარმან.
მღვდელმოწამისა ანტიპასი, ასიის პერგამის ეპისკოპოსისა
ტროპარი:
კერპთა საცთური განაქარვე შენ, ანტიპა, და დასთრგუნე ძალი იგი ეშმაკისა, და ღმრთისა მბრძოლთა წინაშე კადნიერად აღიარე ქრისტე; ამისთვისცა ანგელოზთა წესთა თანა მაღალთა შინა განისვენებ და მეუფესა ყოველთასა დიდებისმეტყუელებასა შესწირავ, და ჩუენთვის ოხასა და მადლობასა წინა უყოფ, და მადლსა კურნებათასა მოგუანიჭებ; ამისთვის პატივს გცემთ შენ, მღვდელმოწამეო ანტიპა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.

კონდაკი: მოციქულთა თანა მოსაყდრე და მღვდელმთავართა შუენიერებაი იქმენ შენ, ნეტარო ყოვლადდიდებულო მოწამეო, და გამოუბრწყინდი ყოველთა, ვითარცა მზე, და განანათლებ, ყოვლადსაღმრთოო ანტიპა, და დახსნი უღმრთოებისა ღამესა უკუნსა; ამისთვის პატივს გცემთ შენ, ვითარცა საღმრთოსა მღვდელმოწამესა და კურნებათა მომნიჭებელსა.
დღის საკითხავები
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
(წმინდა ავგუსტინეს მიხედვით)