ძველი სტილი
28 დეკემბერი
პარასკევი
ახალი სტილი
10 იანვარი
სულთმოფენობიდან 30-ე შვიდეული. ხმა 4.
მსგეფსი მსგეფსი
მოწამეთა ორთა ბევრთა (20000), ნიკომიდიას დამწვართა: გლიკერი ხუცისა, ზენონისა,  თეოფილე დიაკონისა, დოროთესი, მარდონისა, მიგდონი დიაკონისა, ინდისესი, გორგონისა, პეტრესი, ექვთიმესი, მოწამე ქალწულთა: აგათიასი, დომნასი, თეოფილასი და სხვათა (302); მოციქულისა ნიკანორისა, 70-თაგანისა (34).
დღის ლოცვა
მოწამეთა ორთა ბევრთა (20000), ნიკომიდიას დამწვართა

ტროპარი:
ღვაწლით შემოსილნო უფლისანო, ნეტარ არს მიწა იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქვენითა და წმიდა სამარხო იგი, რომელთა შეიწყნარეს გვამნი თქვენნი, რამეთუ სტადიონსა მას შინა მტერი მოაუძლურეთ და ქრისტე ღმერთი კადნიერად ჰქადაგეთ, მას, ვითარცა სახიერსა, ევედრენით შეწყალებად სულთა ჩვენთა.

კონდაკი:
განმტკიცებულითა სულითა ორთა ბევრთა მოწამეთა ცეცხლი ვნებათა თავს იდვენ და ღაღადებდეს: შობილო ქალწულისაგან, შეიწირენ ყოვლადდასაწველნი ესე ჩვენნი, ვითარცა რა ძღვენნი სპარსთა მეფეთანი, ოქრო, მური და გუნდრუკი, ღმერთო საუკუნეთაო.

დღის საკითხავები
ლიტ. - ებრ. 327 დას. XI, 8, 11 -16. მკ. 53 დას. XII, 1-12. მოწ. - რომ. 96 დას. (შუათგან), VIII, 3-9. ლკ. 51 დას. (შუათგან), X, 19-21.
ებრ. XI, 8, 11 -16.
8. რწმენით დაემორჩილა აბრაამი ხმობას, წასულიყო იმ ქვეყანაში, რომელიც სამკვიდროდ უნდა მიეღო, და წავიდა კიდეც, თუმცაღა არ იცოდა, სად მიდითდა.

11. რწმენითვე იყო, რომ უნაყოფო სარამაც მიიღო ჩასახვის ძალა და ხანგადასულმა შვა, რადგანაც სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი.
12. ამიტომ ერთისგან, და ისიც ლამის მკვდრისაგან, იშვნენ მრავალნი, როგორც მრავალი ვარსკვლავი ცაზე და ურიცხვი ქვიშა ზღვის პირას.
13. რწმენაში აღესრულნენ ყველა ისინი და ვერ მიიღეს აღთქმული, არამედ შორიდან ხედავდნენ, შორითვე მოიკითხავდნენ მას და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყნად.
14. რადგანაც ასე მეტყველნი ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ.
15. ის სამშობლო რომ ხსომებოდათ, საიდანაც გამოვიდნენ, მოასწრებდნენ იქ მიბრუნებას.
16. მაგრამ ისინი უკეთესი, ესე იგი, ზეციური სამშობლოსაკენ ილტვოდნენ. ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია მათ ღმერთად იწოდებოდეს, რადგანაც თვითონ განუმზადა ქალაქი მათ.
მკ. XII, 1-12.
1. და დაუწყო მათ იგავებით ლაპარაკი: ერთმა კაცმა ჩაყარა ვაზი, შემოღობა, ამოკვეთა საწნახელი, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა.
2. როცა დრომ მოაწია, მევენახეებთან გაგზავნა მონა, რათა მოსავალი ჩაებარებინა მათგან.
3. ხოლო მათ შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს.
4. კვლავ გაგზავნა მეორე მონა; მას ქვებით გაუტეხეს თავი და შეგინებული გააგდეს.
5. ახლა სხვა მონა გაგზავნა; ის კიდევ მოკლეს; და სხვასაც მრავალს ან სცემდნენ, ან კლავდნენ.
6. ერთი საყვარელი ძეც ჰყავდა; ბოლოს ის გაგზავნა მათთან, რადგან ეგონა, ჩემი ძის მაინც მოერიდებათო.
7. მაგრამ მევენახეებმა ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრთ ჩვენ დაგვრჩებაო.
8. შეიპყრეს იგი, მოკლეს და ვენახს გარეთ დააგდეს.
9. მერედა, რას იზამს ვენახის პატრონი? მოვა და დახოცავს მევენახეებს, ხოლო ვენახს სხვებს მისცემს.
10. ნუთუ არ ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა?
11. უფლის მიერ იქმნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს.
12. უნდოდათ მისი შეპყრობა, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა იგავს; მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, მიატოვეს და გაეცალნენ.
რომ. VIII, 3-9.
3. რაკი ხორცისგან დაუძლურებულმა რჯულმა მეტი ვერ შესძლო, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებით და ცოდვისვე გამო, რათა მსჯავრი დაედო ხორციელი ცოდვისთვის.
4. და, ამრიგად, რჯულის სიმართლე აღსრულებულიყო ჩვენში, რომელნიც ხორციელად კი არ ვცხოვრობთ, არამედ - სულიერად.
5. რადგანაც ხორციელნი ხორცისას იზრახავენ, სულიერნი კი - სულისას.
6. ვინაიდან ხორცის ზრახვა სიკვდილია, სულის ზრახვა კი - სიცოცხლე და მშვიდობა.
7. იმიტომ, რომ ხორცის ზრახვა ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება და ვერც დაემორჩილება ღვთის რჯულს.
8. ამიტომ ხორციელად მცხოვრებნი ვერ აამებენ ღმერთს.
9. ხოლო თქვენ ხორციელად მყოფნი კი არა ხართ, არამედ - სულიერად, თუკი სული ღვთისა დამკვიდრებულია თქვენში. მაგრამ ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, იგი არც არის მისი.

ლკ. X, 19-21.
19. აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ.
20. მაგრამ ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში.
21. მაშინ გაიხარა იესომ სულით და თქვა: გაღიარებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გამგებთ დაუმალე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. დიახ, მამაო, ვინაიდან ასე კეთილინებე შენ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
აღდგომიდან მე-40 დღეს მართლმადიდებელი სამყარო ზეიმობს ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს - ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.  
"ამ დიდ დღესასწაულზე ყოველმა ადამიანმა სულიერ ამაღლებაზე, ფერისცვალებასა და განწმენდაზე უნდა იფიქროს.