ძველი სტილი
10 დეკემბერი
ორშაბათი
ახალი სტილი
23 დეკემბერი
სულთმოფენობიდან 28-ე შვიდეული. ხმა 2.
ხსნილი თევზით ხსნილი თევზით
მოწამისა მეფისა ვახტანგ III-ისა, წმიდა მეფის დემეტრე თავდადებულის ძისა (1302-1308); მოწამეთა: მინასი, ერმოგენისა და ევგრაფისა (დაახლ. 313); მოწამისა გემელი პაფლაგონიელისა (დაახლ. 361); ღირსისა თომასი (X); ნეტართა: იოანესი (1503) და მშობელთა მისთა: სტეფანესი (1446) და ანგელინასი, სერბეთის მთავართა; იოასაფისა, ბელგოროდელი ეპისკოპოსისა (1754).
დღის ლოცვა
მოწამეთა მინასი, ერმოგენისა და ევგრაფის

ტროპარი:
მარხვითა ვნებანი სახედ ცეცხლისა აღსრულნი მოაკუდინენით, მოწამენო ქრისტესნო, და მოიღეთ მადლი სენთა და უძლურებათა განდევნისა, ხოლო ცხორებასა შინა და შემდგომად აღსრულებისაცა სასწაულთმოქმედად გამოსჩნდით, ეჰა, საკვირველი ყოვლადდიდებული, რამეთუ ძუალნი შიშველნი აღმოაცენებენ კურნებასა, დიდებაი მხოლოსა დამბადებელსა ღმერთსა.

კონდაკი:
მინას საკვირველსა, ერმოგენის საღმრთოსა და ევგრაფის ყოვლადდიდებულსა ზოგად საღმრთოთა გალობითა ყოველნი პატივს ვსცემდეთ და პატივისმცემელთა უფლისათა და ვნებათა მისთვის თავსმდებელთა და გუნდსა თანა უხორცოთასა ცათა შინა მიწთომილთა და სასწაულთმოქმედთა.

სხვა კონდაკი:
სიტყვითა მით შენითა ხმატკბილადმეტყუელთა, ერმოგენი, აღმოიყვანენ კაცნი სიღრმით უმეცრებისათ და დაადგინენ კლდესა ზედა ცხორებისა, და შენცა, ევგრაფი, ამხილე რა მეფესა მოხარულსა წარგეკვეთა თავი, აწ უკუე ევედრენით წადიერად ღმერთსა მინას თანა ცხორებად ჩუენ ყოველთა, რომელნი სურვილით პატივს გცემთ თქუენ.
დღის საკითხავები
ლიტ. - 2 ტიმ. 294 დას. II, 20-26. მკ. 33 დას. VIII, 11-21. მოწ. - ეფ. 233 დას. VI, 10-17. ლკ. 106 დას. XXI, 12-19.
2ტიმ. II, 20-26.
20. დიდ სახლში ჭურჭელი არა მარტო ოქრო-ვერცხლისაა, არამედ ხისა და თიხისაც, ზოგი საპატიოდ, ზოგი კი უპატიოდ სახმარი.
21. ვინც ყოველივე ამისაგან განიწმენდს თავს, საპატიო ჭურჭელი იქნება, განწმენდილი, უფლისთვის სასურველი, ყოველი კეთილი საქმისთვის გამზადებული.
22. ილტვოდე სიჭაბუკის გულისთქმათაგან; მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან ერთად, ვინც წმიდა გულით მოუხმობს უფალს.
23. ბრიყვულსა და უგუნურ დავას ერიდე: იცოდე, რომ ეს იწვევს სიტყვიერ ბრძოლებს.
24. უფლის მონას კი არ შეშვენის. სიტყვით ბრძოლა, არამედ ალერსიანი უნდა იყოს ყველას მიმართ, დამმოძღვრავი, შემწყნარებელი;
25. თვინიერებით არწმუნებდეს წინააღმდგომთ, ეგება მისცეს მათ უფალმა სინანული ჭეშმარიტების შესამეცნებლად.
26. რათა თავი დააღწიონ ეშმაკის მახეს, რომელმაც თავისი ნებით შეიპყრო ისინი.
მკ. VIII, 11-21.
11. გამოვიდნენ ფარისევლები, დავა დაუწყეს და საცდუნებლად სასწაული მოსთხოვეს ზეცით.
12. მაშინ მძიმედ ამოიოხრა და თქვა: რად ეძებს ეს მოდგმა სასწაულს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ მიეცემა სასწაული ამ მოდგმას.
13. და მიატოვა ისინი, კვლავ ნავში ჩაჯდა და გაღმა გავიდა.
14. მოწაფეებს კი დაავიწყდათ პურის წაღება, და ერთი პურის მეტი არ ჰქონდათ ნავში.
15. უბრძანა მათ იესომ და უთხრა: ფხიზლად იყავით, ერიდეთ ფარისეველთა საფუარს და ჰეროდეს საფუარს.
16. ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: ალბათ, იმიტომ, პური რომ არ გვაქვსო.
17. მიუხვდა იესო და უთხრა მათ: რასა ბჭობთ, პური რომ არა გვაქვსო? ვერც რასა სცნობთ და არც რა გესმით? ნუთუ გაქვავდა თქვენი გული?
18. თვალი გაქვთ და ვერას ხედავთ, ყური გაქვთ და არა გესმით რა და არც რა გახსოვთ?
19. როგორ დავუტეხე ხუთი პური ხუთი ათას კაცს, და ნარჩენებით რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? თქვეს: თორმეტი.
20. ანდა შვიდი - ოთხი ათასს, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? მათ თქვეს: შვიდი.
21. და უთხრა მათ: ახლაც არ გესმით?
ეფ. VI, 10-17.
10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით.
11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს,
12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ.
13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ.
14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ,
15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად.
16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას,
17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.

ლკ. XXI, 12-19.
12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო.
13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად.
14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი.
15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე.
16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ.
17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო.
18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება.
19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი
1945 წლის 11 აპრილია. პარიზიდან თბილისისკენ მოფრინავს თვითმფრინავი, რომელსაც საქართველოში სამშობლოს მონატრებული 82 წლის მოხუცი მოჰყავს.