ღირსისა ალვიპი მესვეტისა (VII); ღირსისა იაკობ განდეგილისა (457); დიდმოწამე გიორგის ტაძრის განახლებისა კიევში (1051-1054); ღირსისა აკაკი სინელისა, "კიბესა: შინა მოხსენიებულისა (VI).
დღის ლოცვა
ღირსისა ალვიპი მესვეტის
ტროპარი: სუეტ მოთმინებისა ქმნილი, ებაძვე პირველმამათა, ღირსო, იობს - ვნებათა შინა, და იოსებს - განსაცდელსა და უხორცოთა მოქალაქობასა, მყოფი ხორცთა შინა: მამაო წმიდაო ალვიპი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: ვითარცა სათნოებათა მიზეზსა და მმართველთა შუენიერებასა, ეკლესია გევედრების დღეს და გიგალობს ალვიპი: მეოხებითა შენითა ჭირთაგან და განსაცდელთა იხსნენ მაქებელნი შენნი, რაითა ვგალობდეთ: ალილუია.