ძველი სტილი
25 ნოემბერი
კვირა
ახალი სტილი
8 დეკემბერი
სულთმოფენობიდან 25-ე კვირიაკე. ხმა 8.
ხსნილი თევზით ხსნილი თევზით
წარგზავნა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულისა. მღვდელმოწამეთა კლიმენტი რომის პაპისა (101) და პეტრესი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა (311); ღირსისა პეტრე მდუმარისა (დაახლ. 429).
დღის ლოცვა
მღვდელმოწამეთა: კლიმენტი რომის პაპისა, და პეტრესი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსის
ტროპარი:
რომელი ღმრთისა მიერ ყოვლადდიდებულითა სასწაულთმოქმედებითა ყოველთა კიდეთა სოფლისათა განაკვირვებ და უფროს ღელვასა ზღვისასა და სიღმესა წყლისასა შეიქმ განყოფილად პატიოსანსა ხსენებასა შენსა მარადის წადიერად მოლტოლვილთა ღმრთივაღშენებულსა შენსა ეკლესიასა საკვირველთმოქმედებითა შენთა ნაწილთათა, და შემდგომად ერთა გამოსლვისა ზღვისა უკუე სრბისა-ჰყოფ შეერთებასა, სასწაულთმოქმედო კლიმენტი, ყოვლადსაკვირველო მღდელმოწამეო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცხორებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი:
საღმრთოსა ვენახისა ვაზად მღდელთმოქმედითა ყოველთა გამოუჩნდი მწთოლვარე სიბრძნისა სიტკბოებასა მეოხებითა შენითა, ყოვლადპატიოსანო, აცხოვნენ მონანი შენნი, რაითა შეგითხზნათ საცნაური გალობაი, ვითარცა ძოწეულნი და შევსწირნეთ შენდა, კლიმენტი წმიდაო.

კონდაკი:
მართლმადიდებელთა მორწმუნეთა მიერ ეკლესია განაბრწყინვე, მისთვის იღუაწე რა, ყოვლადსანატრელო მამაო, და არიოს განდგომილი იოტე; ამისთვის შენისა ყოვლადწმიდისა ხსენებისა პატივისმცემელნი მართლმადიდებლობით გადიდებთ: გიხაროდენ, პეტრე, კლდეო სარწმუნოებისაო.

კონდაკი (ორივესი):
ეკლესიისა შეურყეველნო გოდოლნო და მართლმადიდებლობისა სუეტნო საღმრთონო, ყოვლადბრძენო კლიმენტი პეტრეს თანა ქებულნო, მეოხებითა თქუენითა დაგვიფარენით ყოველნი.
დღის საკითხავები
ცისკ. - სახ. მე-3. მკ. 71 დას. XVI, 9-20. ლიტ. - ეფ. 224 დას. IV, 1-6. ლკ. 71 დას. XIII, 10-17. ღმრთისმშობ. - ებრ. 320 დას. IV, 1-7. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
მკ. XVI, 9-20.
9. ხოლო კვირის პირველ დღეს დილაადრიანად აღმდგარი იესო პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც გაეძევებინა შვიდი ეშმაკი.
10. ისიც წავიდა და აუწყა მასთან მყოფთ, რომელნიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ.
11. მათ კი, თუმცა გაიგეს, რომ ცოცხალია და მან იხილა იგი, არ ირწმუნეს.
12. ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, სოფელში რომ მიდიოდნენ.
13. ხოლო ისინი დაბრუნდნენ და აუწყეს დანარჩენთ; მაგრამ არც მათ ერწმუნენ.
14. დაბოლოს, ეჩვენა თვით ინახად მსხდომ თერთმეტს, და დაჰგმო მათი ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან არ ერწმუნენ არავის, ვინც აღმდგარი იხილა იგი.
15. და უთხრა მათ: წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას.
16. ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება.
17. ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ.
18. აიყვანენ გველებს, და თუ სასიკვდილოს დალევენ რასმე, არ ავნებს მათ; ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი.
19. ასე, მათთან საუბრის შემდეგ, ამაღლდა უფალი ზეცად, და დაჯდა ღმრთის მარჯვნივ.
20. ხოლო ისინი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან უფლის შეწევნით, რომელიც განამტკიცებდა სიტყვას მათი თანმხლები სასწაულებით, ამინ.
ეფ. IV, 1-6.
1. ამრიგად, შეგაგონებთ მე, ტყვე უფლისა, მოიქეცით იმ ხმობის ღირსად, რომლითაცა ხართ ხმობილნი.
2. მთელი ქედმოდრეკილობით და თვინიერებით, დიდსულოვნებითა და სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი.
3. ეცადეთ მშვიდობის საკვრელით შეინარჩუნოთ სულის ერთობა.
4. ერთია ხორცი და ერთია სული, ისევე, როგორც ხმობილნი ხართ თქვენი ხმობის ერთი იმედით.
5. ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება.
6. ერთია ღმერთი და ყოველთა მამა, ყველაზე უზენაესი, ყოვლის გამრიგე და ყველაში დავანებული.

ლკ. XIII, 10-17.
10. შაბათ დღეს ერთ-ერთ სინაგოგაში ასწავლიდა იგი.
11. იყო იქ თვრამეტ წელიწადს უძლურების სულით შეპყრობილი ქალი, მოკრუნჩსუღს რომ არ შეეძლო წელში გამართვა.
12. იესომ დაინახა, მიიხმო და უთხრა: ქალო, დახსნილი ხარ შენი უძლურებისგან.
13. როგორც კი ხელი დაადო, მყისვე გაიმართა და ადიდებდა ღმერთს.
14. მაშინ განრისხდა სინაგოგის წინამძღვარი, ვინაიდან იესომ შაბათს განკურნა სნეული, და უთხრა ხალხს: ექვსი დღეა, როცა შეიძლება საქმის კეთება; თქვენც მაშინ მოდით განსაკურნავად, და არა შაბათს.
15. მიუგო უფალმა და უთხრა მას: თვალთმაქცო, განა რომელი თქვენგანი არ ახსნის შაბათს ბაგაზე დაბმულ ხარსა თუ ვირს და არ მიჰყავს დასარწყულებლად?
16. ხოლო ეს ასული აბრაამისა, რომელიც თვრამეტ წელიწადს შეკრული ჰყავდა სატანას, არ უნდა დაგვეხსნა ამ საკრველისაგან შაბათს?
17. ამას რომ ამბობდა, რცხვენოდა ყველას, ვინც ეურჩებოდა; მთელი ხალხი კი ხარობდა ყოველივე იმის გამო, რასაც ესოდენ სახელოვნად იქმოდა იგი.
ებრ. IV, 1-7.
1. მაშ, გვეშინოდეს, რათა, ვიდრე რჩება აღთქმა მის სიმშვიდეში შესვლისა, რომელიმე თქვენგანი გარეთ არ დარჩეს.
2. რადგანაც სახარება ჩვენც მათსავით გვეუწყა, მაგრამ სიტყვა, რომელიც ისმინეს, ურგები დარჩა მათთვის, ვინაიდან არ შეერწყა მსმენელთა რწმენას.
3. სიმშვიდეში კი ჩვენ, მორწმუნენი შევალთ, როგორც მან ბრძანა: „ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას, რომ ვერ შემოვლენ ჩემს სიმშვიდეში“. თუმცაღა მისი საქმენი დასრულდნენ ჯერ კიდევ ქვეყნიერების დასაბამიდან.
4. ვინაიდან მეშვიდე დღეზე სადღაცა ასე თქმულა: „და დაისვენა ღმერთმა მეშვიდე დღეს მისი ყოველი საქმისგან“.
5. და კიდევ: „ვერ შემოვლენ ჩემს სიმშვიდეში“.
6. და რაკი ზოგს კვლავაც შეუძლია მასში შესვლა, ხოლო ისინი, ვისაც უწინ ეხარათ, ვერ შევიდნენ ურჩობის გამო, -
7. კვლავინდებურად აწესებს გარკვეულ დღეს, და დავითის პირით ამბობს - „დღესო“, ესოდენ ხანგრძლივი დროის შემდეგ, როგორც ზემოთ ითქვა: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს“.

ლკ. X, 38-42; XI, 27-28.
38. მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი.
39. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას.
40. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს.
41. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ;
42. მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.

27. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი.
28. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის ურჯულო იმპერატორ მაქსიმიანეს ზეობისას ალექსანდრიაში ცხოვრობდა ერთი ქალწული, სახელად ეკატერინე. წარმოშობით ბერძენი გახლდათ, სამეფო გვარის ჩამომავალი.