ძველი სტილი
22 ნოემბერი
ხუთშაბათი
ახალი სტილი
5 დეკემბერი
სულთმოფენობიდან 25-ე შვიდეული. ხმა 7.
ხსნილი თევზით ხსნილი თევზით
შემდგომი დღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებისა. მოციქულთა ფილიმონისა და არქიპოსი, 70-თაგანთა და მოციქულთა სწორისა მოწამისა აპფიასი (I); მოწამეთა: კიკილიასი (ცეცილიასი), ვალერიანესი, ტიბურტისა და მაქსიმესი (დაახლ. 230); მოწამისა პროკოფი წიგნისმკითხველისა (303); მოწამისა მენიგნისა (250); ღირსისა აგაბო ისმაიტელისა (V); მართლისა მიქაელ მხედრისა, ბულგარელისა (866); კეთილმსახურისა მთავრისა მიხეილ ტვერელისა (1318).
დღის ლოცვა
მოციქულთა: ფილიმონისა და არქიპოსი - სამოცდაათთაგანთა და მოციქულთა სწორისა, მოწამე აპფიას კონდაკი:
ვითარცა ვარსკულავთა ყოვლადბრწყინვალეთა განმანათლებელთა სოფლისათა მოციქულთა ქრისტესთა შევასხმიდეთ ფილიმონს დიდებულსა და საღმრთოსა არქიპოს, ონისიმეს და მარკოზს, და აპოლოს, და მათთანავე აპფიას ყოვლადბრძენსა, და ესრეთ უღაღადებდეთ: ევედრენით ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
დღის საკითხავები
ლიტ. - 2 თეს. 276 დას. II, 13 - III, 5. ლკ. 92 დას. XVIII, 31-34. მოც. - ფილმ. 302 დას. I, 1-25. ლკ. 50 დას. X, 1-15.
2თეს. II, 13 - III, 5.
13. ხოლო ჩვენ გამუდმებით მადლს უნდა ვწირავდეთ ღმერთს თქვენი გულისთვის, უფლის მიერ საყვარელო ძმანო, რადგანაც ღმერთმა სულის განწმენდითა და ჭეშმარიტების რწმენით დასაბამითვე ამოგირჩიათ სახსნელად.
14. სწორედ ამისთვის გიხმოთ ჩვენი სახარებით, რათა მიაღწიოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდებას.
15. მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და ხელთ გეპყრათ სწავლა, სიტყვით თუ წერილით რომ გადმოგეცით.
16. ხოლო თვით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და საუკუნო ნუგეშთან ერთად კეთილი იმედიც მოგვმადლა, -
17. ანუგეშოს თქვენი გულები და განგამტკიცოთ ყოველ სიტყვასა და კეთილ საქმეში.

1. მაშ, ილოცეთ, ძმანო, ჩვენთვის, რათა სიტყვა ღვთისა განავრცოს და იდიდოს, როგორც თქვენს შორის,
2. რათა განვერიდოთ უწესო და უკეთურ ხალხს, ვინაიდან ყველას როდი აქვს რწმენა.
3. მაგრამ სარწმუნოა უფალი, რომელიც განგამტკიცებთ და დაგიცავთ ბოროტისაგან.
4. ხოლო ჩვენ გენდობით უფალში, რომ ასრულებთ და კვლავაც აღასრულებთ, რასაც გამცნობთ.
5. უფალმა წარმართოს თქვენი გულები ღვთის სიყვარულისა და ქრისტეს მოთმინებისკენ.

ლკ. XVIII, 31-34.
31. წაიყვანა თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ: აჰა, ავდივართ იერუსალიმს და აღსრულდება ყველაფერი, რაც დაწერილა წინასწარმეტყველთა მიერ კაცის ძისათვის;
32. ვინაიდან მისცემენ წარმართთ და შეურაცხყოფენ, აგინებენ, აფურთხებენ,
33. სცემენ და მოკლავენ მას, მესამე დღეს კი აღდგება იგი.
34. მაგრამ ისინი ვერაფერს მიხვდნენ: დაფარული იყო მათთვის ეს სიტყვა და ვერ გაიგეს ნათქვამი.
ფლ. I, 1-25.
1. პავლე, იესო ქრისტეს ტყვე, და ძმა ტიმოთე - ფილემონს, ჩვენს საყვარელ თანაშემწეს,
2. აპფიას, საყვარელ დას, არქიპოსს, ჩვენს თანამოღვაწეს, და შენს შინაურ ეკლესიას:
3. მადლი თქვენდა და მშვიდთბა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
4. ვმადლობ ღმერთს ჩემსას და გამუდმებით გიხსენებ ჩემს ლოცვებში,
5. რადგანაც მესმის შენი სიყვარული და რწმენა, რომელიც გაქვს უფალ იესოსა და ყველა წმიდის მიმართ.
6. რათა ზიარება შენი რწმენისა შეეწიოს ყოველივე კეთილის შემეცნებას, რაც არის ჩვენში ქრისტესათვის.
7. ვინაიდან დიდი სიხარული და ნუგეში მოგვანიჭა შენმა სიყვარულმა, ძმაო, რადგანაც შენ გაამხნევე წმიდათა გული.
8. ამიტომ, თუმცა დიდი სითამამე მაქვს ქრისტეში, გიბრძანო შენ, რაც გმართებს,
9. მაგრამ სიყვარულით უფრო გთხოვ, სხვა კი არა, მე - მხცოვანი პავლე, ხოლო აწ ქრისტე იესოს ტყვეც.
10. ჩემი შვილის ონისიმესათვის გთხოვ, რომელიც შემეძინა ტყვეობაში;
11. ოდესღაც ურგები რომ იყო შენთვის, ხოლო აწ შენთვისაც სარგოა და ჩემთვისაც;
12. გიგზავნი მას, ანუ ჩემს გულს.
13. მინდოდა გვერდით მყოლოდა იგი, რათა შენს ნაცვლად ჩემთვის გაეწია სამსახური ამ ვირთებაში, რასაც ვიტან სახარების გამო.
14. მაგრამ შენთან შეუთანხმებლად არაფრის ქმნა არ ვისურვე, რათა შენი სიკეთე იძულებითი კი არ ყოფილიყო, არამედ ნებსითი.
15. ვინ იცის, იქნებ დროებით იმიტომ დაგშორდა, რომ სამუდამოდ მიგეღო იგი.
16. მაგრამ უკვე არა როგორც მონა, არამედ მონაზე უმეტესი, საყვარელი ძმა, მეტადრე ჩემთვის და, მით უმეტეს, შენთვის, ხორციელადაც და უფლის მიერაც.
17. ასე რომ, თუ თანაზიარად მიგაჩნივარ, ისე მიიღე, თითქოს მე ვიყო.
18. ხოლო თუ რამე გაწყენინა, ან მართებს შენი, მე მომკითხე.
19. მე, პავლემ, დავწერე ჩემი ხელით: მე გადავიხდი, რათა არ გითხრა, რომ ამაზე მეტიც გმართებს ჩემი: თვით შენი თავი.
20. ჰო, ძმაო, შემეწიე უფალში, ახარე ჩემი გული უფალში.
21. შენს მორჩილებაში დარწმუნებულმა მოგწერე ეს, რადგანაც ვიცი, რომ უფრო მეტსაც შემისრულებ, ვიდრე მე გთხოვ.
22. ამასთანავე გამიმზადე ბინაც, რადგანაც იმედი მაქვს, რომ თქვენი ლოცვით მოგემადლებით.
23. მოგიკითხავენ ეპიფრასი, ჩემი თანა-ტყვე ქრისტე იესოში;
24. მარკოზი, არისტარქე, დემასი და ლუკა, ჩემი თანაშემწენი.
25. მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი თქვენს სულს. ამინ.

ლკ. X, 1-15.
1. ამის შემდეგ აირჩია უფალმა სხვა სამოცდაათი მოწაფეც და წინასწარ წარგზავნა ისინი წყვილ-წყვილად იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც თვითონ აპირებდა მისვლას.
2. უთხრა მათ: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. მაშ, ევედრეთ სამკალის პატრონს, რათა მუშაკნი მოავლინოს თავის სამკალში.
3. წადით: აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის.
4. ნუ წაიტანებთ ნურც ფუთას, ნურც აბგას, ნურც ფეხსაცმელს, და ნურავის მიესალმებით გზაში.
5. რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს.
6. თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა; თუ არა და - თქვენვე დაგიბრუნდებათ.
7. იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაცა აქვთ, რადგანაც ღირსია მაშვრალი თავისი საზღაურისა. ნუ გადახვალთ სახლიდან სახლში.
8. თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ.
9. განკურნეთ იქაური სნეულნი და უთხარით მათ: მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი.
10. ხოლო თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით:
11. თვით მტვერს, რომელიც თქვენს ქალაქში მოგვეკრა, ჩამოვიბერტყავთ და თქვენ გიტოვებთ; მაგრამ იცოდეთ, რომ მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი.
12. გეუბნებით, განკითხვის დღე სოდომისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე ამ ქალაქისათვის.
13. ვაი, შენდა, ქორაზინ! ვაი შენდა, ბეთსაიდა! რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი სასწაული, რა ხანია ძაძასა და ნაცარში მსხდომნი შეინანებდნენ.
14. ამიტომ განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის.
15. და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებული, ჯოჯოხეთამდე დაემხობი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის ურჯულო იმპერატორ მაქსიმიანეს ზეობისას ალექსანდრიაში ცხოვრობდა ერთი ქალწული, სახელად ეკატერინე. წარმოშობით ბერძენი გახლდათ, სამეფო გვარის ჩამომავალი.