ძველი სტილი
10 ნოემბერი
შაბათი
ახალი სტილი
23 ნოემბერი
ხსნილი ხსნილი
წმიდისა დიდებულისა დიდმოწამისა და ძლევაშემოსილისა გიორგისა, რაჟამს დაჰკრეს ურმის თვალსა (303); დიდმოწამისა კოსტანტი კახისა, ქართველთა მთავრისა (852); მოციქულთა: ერასტისა, ოლიმპისა, როდიონისა (იროდიონისა), სოსიპატრესი, კუარტისა (კვარტისა) და ტერტისა, 70-თაგანთა (I); მოწამისა ორესტი მკურნალისა (304); მღვდელმოწამისა მილისა, სპარსელი ეპის-კოპოსისა, და ორთა მოწაფეთა მისთა (341); ღირსისა არსენი კაპადოკიელისა (1924).
დღის ლოცვა
დიდებულისა, დიდისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა გიორგის

ტროპარი:
ნათელ-ჰყავ შვიდწილ სამყარო ახოვნად, ღვაწლნი რა თავს ისხენ, დიდო მოწამეთა მთავარო, მხნეო გიორგი, ამისთვის გევედრებით: გვიხსნენ ჭირთაგან და მეოხ გვეყავ წინაშე ღვთისა.

ტროპარი:
ტყუეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

სხვა ტროპარი:
იღუაწე შენ ფრიად ქრისტესთვის და სწარწმუნოებისათვის მისისა და ვნებანი იგი ფიცხელნი დაითმინენ, და ამხილე მძლავრთა უღმრთოებასა, ხოლო მსხვერპლად ღმრთისა კეთილშეწყნარებულად შეიწირე, ამისთვისცა გვირგვინი ძლევისა მიიღე და აწ მეოხებითა შენითა, წმიდაო მოწამეო გიორგი, მოგუანიჭებ ყოველთა ცოდვათა მოტევებასა.

კონდაკი:
მოიმუშკე ღმრთისა მიერ და გამოსჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა, გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა შენსა, რამეთუ ცრემლით ჰსთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკვდილისაგან სულთა ჩვენთა.
დღის საკითხავები
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მე მინდა, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიგალობოთ ”ღირს არს ჭეშმარიტად”