ძველი სტილი
7 იანვარი
კვირა
ახალი სტილი
20 იანვარი
სულთმოფენობიდან 34-ე, კვირიაკე. ხმა 1.
ხსნილი ხსნილი
კრება წმიდისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი და მისთა წმიდათა ნაწილთა ანტიოქიიდან კონსტანტინოპოლს გადმობრძანება (956); მოწამისა ათანასე ატალიელისა (1770); სედისა, შოტლანდიის ეპისკოპოსისა (664).
დღის ლოცვა
კრება ნათლისმცემელისა იოანესი
ტროპარი:
ხსენებაი მართლისა ქებით აღესრულების, ხოლო შენდა კმა არს წამებაი, უფლისა წინამორბედო, რამეთუ ჭეშმარიტად გამოსჩნდი უდიდებულეს წინასწარმეტყველთა და რამეთუ ქადაგებულსა მას შენ მიერ წყალთა შინა ღირს-იქმენ ნათლისცემად, და იწამე ჭეშმარიტებისათვის და სიხარულით ახარე მყოფთა ჯოჯოხეთისათა ღმერთი ხორცითა გამოჩინებული და ამხუმელი ცოდვათა სოფლისათა, რომელი მოგვანიჭებს ჩუენ დიდსა წყალობასა.

კონდაკი: ხორციელისა მოსლვისა შენისაგან შეძრწუნებული იორდანე შიშით უკუნ იქცეოდა, ხოლო წინასწარმეტყველებისა მსახურებისა აღმასრულებელი იოანე ძრწოლით იპყრობებოდა, ანგელოზთა დასნი განცვიფრდებოდეს, გხედვიდეს რა ნაკადულთა შინა ხორცითა ნათლისცემულად და ყოველნივე ბნელის შინანი განბრწყინდებოდეს და გიგალობდეს შენ, გამოჩინებულსა და განმანათლებელსა ყოველთასა.
დღის საკითხავები
ცის. - სახ. 1-ელი, მთ., 116 დას., XXVIII, 16-20.  ლიტ. - ნათლ. შემდგ. კვ. - ეფ., 224 დას. (შუათგან), IV, 7-13. მთ., 8 დას., IV, 12-17.  წინამორბედისა - საქ. 42 დას. XIX, 1-8. ინ. 3 დას. I, 29-34.



მთ.28,16-20
16. ხოლო თერთმეტი მოწაფე გალილეას წავიდა, იმ მთაზე, იესომ რომ დაუთქვა მათ.
17. იხილეს იგი და თაყვანი სცეს; ხოლო ზოგიერთი შეეჭვდა.
18. მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც.
19. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით;
20. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.


ეფ. 4,7-13
7. ხოლო თვითეულ ჩვენგანს ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ მიეცა მადლი.
8. ამიტომაც თქმულა: "ავიდა მაღლა, წამოასხა ტყვენი და საბოძვარი უბოძა ხალხს".
9. მაგრამ რას ნიშნავს "ავიდა", თუ არა იმას, რომ უფრო უმალ ქვესკნელში უნდა ჩასულიყო?
10. ჩასული კი იგივეა, რაც ყველა ცაზე მაღლა ასული, რათა აღავსოს ყოველი.
11. მანვე დაადგინა ზოგი მოციქულად, ზოგი წინასწარმეტყველად, ზოგი მახარებლად, ზოგნიც მწყემსებად და მოძღვრებად.
12. რათა სრულეყოთ წმიდანი მსახურების საქმისათვის - ქრისტეს სხეულის ასაშენებლად,
13. ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთობას და ღმერთის ძის შემეცნებას სრულყოფილ კაცად, ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას,


მთ.4,12-17
12. ხოლო როდესაც გაიგო იესომ, იოანე შეუპყრიათო, გალილეას გაემართა.
13. მიატოვა ნაზარეთი, მივიდა და დაემკვიდრა ზღვისპირა კაპერნაუმს, ზაბულონის და ნეფთალემის მხარეს,
14. რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
15. ქვეყანა ზაბულონისა და ქვეყანა ნეფთალემისა, გზა ზღვისა იორდანეს გაღმა, გალილეა წარმართთა;
16. ბნელში მსხდომარე ხალხმა იხილა ნათელი დიდი, და ქვეყნად და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთ გამოუბრწყინდა ნათელი.
17. შემდგომ ამისა, დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი.

საქმ. 19,1-8
1. მოხდა ისე, რომ კორინთოში აპოლოსის ყოფნისას პავლემ მოიარა ზემო მხარენი და ეფესოში ჩავიდა, სადაც ზოგიერთ მოწაფეს შეხვდა.
2. და უთხრა მათ: თუ მიიღეთ სული წმიდა, როცა ირწმუნეთ? მოწაფეებმა კი მიუგეს: არც გაგვიგია, არსებობს თუ არა სული წმიდა.
3. უთხრა მათ პავლემ: მაშ, რით მოინათლეთ? უპასუხეს: იოანეს ნათლისცემითო.
4. მაშინ პავლემ თქვა: იოანე სინანულის ნათლისცემით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი, ესე იგი, იესო ქრისტე.
5. ეს რომ გაიგეს, მოინათლნენ უფალ იესოს სახელით.
6. პავლემ ხელი დაადო მათ და გადმოვიდა მათზე სული წმიდა: სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ.
7. იყო სულ თორმეტიოდე კაცი.
8. მერე სინაგოგაში შევიდა, სამი თვე თამამად ლაპარაკობდა და დარწმუნებით საუბრობდა ღვთის სასუფეველზე.


ინ. 1,29-34
29. მეორე დღეს დაინახა მისკენ მომავალი იესო და თქვა: აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს.
30. ეს არის, ვისთვისაც ვთქვი: ჩემს უკან მოდის კაცი, რომელიც ჩემი წინამორბედია, ვინაიდან ჩემზე უწინარეს იყო.
31. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ რათა მოვლენოდა ისრაელს, სწორედ ამისთვის მოვედი წყლით ნათლის ცემად.
32. მაშინ იმოწმა იოანემ და თქვა: ვიხილე სული, მტრედივით გადმომავაღი და დავანებული მასზე.
33. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ჩემმა მომავლინებელმა წყლით ნათლის ცემად, მითხრა: ვისზედაც იხილავ სულს გადმომავალს და დავანებულს მასზე, სწორედ იგია სულით წმიდით ნათლისმცემელი.
34. მე ვიხილე და ვიმოწმე, რომ ეს არის ძე ღმრთისა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
14 აგვისტოდან იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ამქვეყნიური ცხოვრება ღვთის მადლით იყო გაბრწყინებული. მოციქულთა მსგავსად, იგი სიტყვითა და ლოცვით განამტკიცებდა ქრისტიანულ ეკლესიას.