ძველი სტილი
30 აგვისტო
სამშაბათი
ახალი სტილი
12 სექტემბერი
სულთმოფენობიდან მე-15 შვიდეული. ხმა 5.
ხსნილი ხსნილი
მღვდელმთავართა: ალექსანდრესი (340), იოანესი და პავლე ახლისა, კონსტანტინოპოლელ პატრიარქთა; ღირსისა ქრისტეფორე რომაელისა (VI); ღირსისა ფანტინე სასწაულმოქმედისა თესალონიკელისა (IX-X); აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა კეთილმორწმუნისა მთავრისა ალექსანდრე ნეველისა (1724), სერბელ მღვდელმთავართა: საბა I-ისა (1237), არსენი I-ისა (1266), საბა II-სი (1269), ევსტათი I-ისა (დაახლ. 1285), იაკობისა (1292), ნიკოდიმისა (1325) და დანიელისა (1338), მთავარეპისკოპოსთა; იოანიკე II (1354), ეფრემ II (1395-ის შემდეგ), სპირიდონ (1388), მაკარი (1574) და გაბრიელ I (1659) პატრიარქთა, და გრიგილ ეპისკოპოსისა. წმიდა ილია მართლის მკვლელობის დღე (30.VIII.1907).
დღის ლოცვა
იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის შემდგომი დღე
კონდაკი:
იროდი უსჯულო-ქმნილმან მისცა დედაკაცსა თავი შენი პატიოსანი, წინამორბედო, რომლისა თაყუანისმცემელნი ვიხარებთ, ხოლო იროდია სტირს და ჰგოდებს და იროდი და მროკველიცა იგი.
დღის საკითხავები

ლიტ. - გალ. 202 დას. II, 11-16. ლკ. 10 დას. III, 19-22 (ორშ.). გალ. 204 დას. II, 21 - III, 7. ლკ. 11 დას. III, 23 - IV, 1 (სამშ.). მართლ. - კოლ. 258 დას. III, 12-16. ლკ. 26 დას. VI, 31-36.

გალ. II, 11-16.
11. მაგრამ, როცა ანტიოქიაში მოვიდა პეტრე, წინ აღვუდექი მას, რადგანაც გასაკიცხი იყო;
12. ვინაიდან იაკობის მიერ ზოგიერთი წარმოგზავნილის მოსვლამდე წარმართებთან ერთად ჭამდა, ხოლო მათი მოსვლის შემდეგ განდგა და განცალკევდა წინადაცვეთილთა შიშით.
13. მასთან ერთად თვალთმაქცობდნენ დანარჩენი იუდეველნიც, ასე რომ, თვით ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა თვალთმაქცობამ.
14. მაგრამ, როდესაც დავრწმუნღი, რომ წრფელი გზით როდი მიდიან სახარებისეული ჭეშმარიტებისკენ, ყველას წინაშე ვუთხარი კეფას: თუკი შენ, იუდეველი, წარმართულად ცხოვრობ და არა იუდეურად, რატომღა აიძულებ წარმართებს, რომ იუდეველობდნენ?
15. ჩვენ ბუნებით იუდეველნი ვართ და არა ცოდვილი წარმართნი.
16. მაგრამ რაკიღა გავიგეთ, რომ კაცი რჯულის საქმეთაგან როდი გამართლდება, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა ქრისტე იესოს რწმენით გავმართლდეთ და არა რჯულის საქმით, რადგანაც რჯულის საქმით ვერ გამართლდება ვერცერთი ხორციელი.

ლკ. III, 19-22.
19. ხოლო ჰეროდემ, მეოთხედმთავარმა, რომელსაც ამხილებდა იოანე ჰეროდიადას, მისი ძმის, ფილიპეს ცოლისა და ყველა იმ ბოროტების გამო, რაც ჩაედინა,
20. ყველაფერს ისიც მიუმატა, რომ საპყრობილეში ჩააგდო იოანე.
21. როცა ნათელს იღებდა მთელი ხალხი და იესო, ნათელღებული, ლოცულობდა.
22. გაიხსნენ ცანი, და სული წმიდა ხორციელი სახით გადმოვიდა მასზე, როგორც მტრედი, და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: შენა ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე.

გალ. II, 21 - III, 7.
21. არ უგულებელვყოფ ღვთის მადლს, რადგან თუ გამართლება რჯულისგანაა, მაშინ ამაოდ მომკვდარა ქრისტე.

1. ეჰა, უგუნურო გალატელნო! ვინ მოგნუსხათ ისე, რომ აღარ ემორჩილებით ჭეშმარიტებას? თქვენ, ვის თვალწინაც გამოისახა იესო ქრისტე, როგორც თქვენშივე ჯვარცმული?
2. მხოლოდ ეს მინდა ვიცოდე თქვენგან: რჯულის საქმეთაგან მიიღეთ სული თუ რწმენის შესმენით?
3. ნუთუ იმდენად უგუნურნი ხართ, რომ სულით დაიწყეთ და ხორცით კი ამთავრებთ?
4. ნუთუ ამაოდ დაითმინეთ ამდენი რამე? ოჰ, ნეტა მხოლოდ ამაოდ!
5. ვინც სულს გაძლევთ და სასწაულებს ახდენს თქვენს შორის, რჯულის საქმეებით ახდენს ამას თუ რწმენის შესმენით?
6. როგორც აბრაამმა ირწმუნა ღმერთი, და სიმართლედ შეერაცხა მას.
7. მაშ, იცოდეთ, რომ ვინც რწმენისაგან არიან, აბრაამის ძენი არიან.

ლკ. III, 23 - IV, 1.
23. ხოლო იესო ამ დროისათვის იყო ოცდაათი წლისა, და იყო, როგორც ეგონათ, ძე იოსებისა, ელისა,
24. მატთატისა, ლევისა, მელქისა, იანაისა, იოსებისა,
25. მატათიასი, ამოსისა, ნაუმისა, ესლისა, ნაგესი,
26. მაათისა, მატათიასი, სემეისა, იოსებისა, იუდასი,
27. იოანასი, რესასი, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა,
28. მელქისა, ადისა, კოსამისა, ელმოდამისა, ერისა,
29. იოსესი, ელიეზერისა, იორეიმისა, მატთატასი, ლევისა,
30. სიმეონისა, იუდასი, იოსებისა, იონანისა, ელიაკეიმისა,
31. მელეასი, მაინანისა, მატათასი, ნათანისა, დავითისა,
32. იესესი, იობედისა, ბოოსასა, სალმონისა, ნაასონისა,
33. ამინადაბისა, არამისა, ესრომისა, ფარესისა, იუდასი,
34. იაკობისა, ისააკისა, აბრაამისა, თარასი, ნაქორისა,
35. სარუქისა, რაგავისა, ფალეკისა, ებერისა, სალასი,
36. კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესი, ლამექისა,
37. მათუსალასი, ენოქისა, იარედისა, მადელეილისა, კაინანისა,
38. ენოსისა, სეთისა, ადამისა, ღმრთისა.

1. სულით წმიდით აღვსილი იესო გამობრუნდა იორდანედან, და სულის მიერ გაყვანილ იქნა უდაბნოში.

კოლ. III, 12-16.
12. მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, სიტკბოება შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება.
13. შემწყნარენი და მიმტევებელნი იყავით ერთურთის მიმართ: თუკი ვინმეს რაიმე სადავო აქვს ვინმესთან, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ ერთმანეთს.
14. ყოველივე ამას კი თან ახლდეს სიყვარული, რომელიც არის საკვრელი სრულქმნილებისა.
15. დაე, სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რის მიმართაც ერთ სხეულად ხართ ხმობილნი; და მადლიერნი იყავით.
16. დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში.

ლკ. VI, 31-36.
31. როგორც გინდათ, რომ გექცეოდნენ კაცნი, თავადაც ისე მოექეცით მათ.
32. თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რას მიითვლით მადლად? რადგან თავიანთი მოყვასნი ცოდვილთაც უყვართ.
33. და თუ კეთილს უყოფთ თქვენს კეთილისმყოფელთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც ასევე იქცევიან.
34. თუ ასესხებთ იმათ, ვისგანაც დაბრუნების იმედი გაქვთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც აძლევენ სესხს ცოდვილთ, რათა დაიბრუნონ ერთი იმდენიც.
35. ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, კეთილი უყავით და სესხი მიეცით მათ, ისე, რომ არაფერს მოელოდეთ სანაცვლოდ; და დიდი იქნება თქვენი საზღაური, და იქნებით უზენაესის ძენი; რადგან ის კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ.
36. მაშ, იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც გულმოწყალეა მამა თქვენი.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
სვეტიცხოველში გრძელდება უწყვეტი ლოცვა სამშობლოს გამთლიანებისა და ჩვენი ოჯახებისთვის.