ძველი სტილი
13 აგვისტო
შაბათი
ახალი სტილი
26 აგვისტო
სულთმოფენობიდან მე-12 შვიდეული. ხმა 2.
მარხვა მარხვა
წარგზავნა უფლის ფერისცვალების დღესასწაულისა. ღირსისა მაქსიმე აღმსარებელისა, (662); მოწამეთა: იპოლიტესი, ირინეოსისა, აბუნდისა და კონკორდიასი, რომში წამებულთა (258); ტიხონისა, ზადონელი სასწაულმოქმედისა (1783); ღირსთა: დოროთესი, ამბა სერიდის სავანის მკვიდრისა (620) და მორჩილისა მისისა დოსითესი (VII).
დღის ლოცვა
აღმოყვნება ნაწილთა ღირსი მაქსიმე აღმსარებლისა
ტროპარი:
მართლმადიდებლობისა წინამძღუარო და კეთილმსახურებისა და კრძალულებისა მოძღუარო, მონაზონთა ღმრთივსულიერო პოხიერებაო, ყოვლისა სოფლისა მნათობო და მღდელმთავართა კანონო ღმრთივსულიერო, ყოვლადბრძენო მაქსიმე, სწავლითა შენითა ჩუენ ყოველნი განგვანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: სამებისა წმიდისა მქადაგებელსა, დიდსა მაქსიმეს ვაქებდეთ ყოველნი, რამეთუ სარწმუნოებაი ღმრთისა ხმამაღლად ქადაგა, ერთი ღმერთი ორითა ბუნებითა, ორითა ნებითა და ორითა საქმითა, და ღირსად და სარწმუნოებით პატივს ვსცემდეთ მას, და უღაღადებდეთ: გიხაროდენ, მქადაგებელო სარწმუნოებისაო.

სხვა კონდაკი: ნათელი სამ-ბრწყინვალისა სამებისა დაემკვიდრა სულსა შინა შენსა და ჭურად რჩეულად გამოსჩნდი, ყოვლადნეტარო, და გამოუცხადე ყოველთა კიდეთა ღმრთაებაი მისი, ძნიად მისაწდომელი გულისხმის-ყოფად, და სამება წმიდა ცხადად გვიქადაგე, მაქსიმე, ზესთ არსად დაუსაბამოდ.
დღის საკითხავები

ლიტ. - 1 კორ. 125 დას. (შუათგან), I, 26-29. მთ. 82 დას. XX, 29-34.

1კორ I, 26-29.
26. დაუკვირდით, ძმანო, ვინა ხართ ხმობილნი: ცოტაა თქვენს შორის ხორციელად ბრძენი, ცოტაა ძლიერი, ცოტაა წარჩინებული.
27. მაგრამ ღმერთმა გამოარჩია შლეგნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ბრძენნი, და უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი.
28. უგვარონი ამა ქვეყნისა, უბადრუკნი და არარსნი გამოარჩია ღმერთმა, რათა არად აქციოს არსნი,
29. და, ამრიგად, არცერთი ხორციელი არ იქადოდეს ღვთის წინაშე.

მთ. XX, 29-34.
29. როდესაც გამოვიდნენ იერიხონიდან, მისდევდა მას დიდძალი ხალხი.
30. და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას, და როდესაც გაიგონეს, იესო მოდისო, აყვირდნენ და თქვეს: შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძეო!
31. ხოლო ხალხი ტუქსავდა მათ და აჩუმებდა. ისინი კი უფრო ხმამაღლა ყვიროდნენ: შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძეო!
32. იესო შეჩერდა, მიიხმო ისინი და უთხრა: რას მოითხოვთ ჩემგან?
33. მათ მიუგეს: თვალის ახელას, უფალო.
34. შეებრალა ისინი იესოს და შეეხო მათ თვალებს; იმ წამსვე აეხილათ თვალი და გაჰყვნენ მას.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილიც თავის ეპისტოლეში აღნიშნავს, რომ ვინც აღდგება საეკლესიო ხელისუფლებაზე და მოშლის მრევლში მშვიდობას და წესრიგს, იგი კონკრეტულ ეპისკოპოსებს კი არ შეურაცხყოფს, არამედ მათ ზეციურ თავს - იესო ქრისტეს.
საიტის პარტნიორები