ძველი სტილი
12 აპრილი
სამშაბათი
ახალი სტილი
25 აპრილი
აღდგომიდან მეორე შვიდეული. ხმა 1.
ხსნილი ხსნილი
მიცვალებულთა ხსენება (აღინიშნება თომას კვირის შემდეგ სამშაბათს). ღირსისა ბასილი აღმსარებელისა, პარიელი ეპისკოპოსისა (754-ის შემდეგ); მღვდელმოწამისა ზენონისა, ვერონიელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 260); ღირსისა ისააკ ასურისა, იტალიის სპოლეტს (550); ღირსმოწამეთა: მინასი, დავითისა და იოანესი (636-ის შემდეგ); ღირსისა ანთუსა ქალწულისა (801); ღირსისა ათანასია იღუმენიასი (860).
დღის ლოცვა
ღირსი ბასილი აღმსარებლის, პარიის ეპისკოპოსის კონდაკი:
საღმრთოთა ნათლითა განბრწყინდი, ნეტარო, და განანათლებ ყოველთა, რომელნი სურვილით აქებენ პატიოსანთა ღუაწლთა შენთა, მამაო მღვდელმოწამეო ბასილი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომლად ჩუენ ყოველთათვის.
დღის საკითხავები

მიცვალებულთა ხსენება

ლიტ. - საქმ. 10 დას. IV, 1-10. ინ. 10 დას. III, 16-21.

საქ. IV, 1-10.
1. ვიდრე ხალხს ელაპარაკებოდნენ, თავს წამოადგნენ მათ მღვდლები, ტაძრის წინამძღვარი და სადუკეველნი,
2. განრისხებულნი იმის გამო, რომ ხალხს ასწავლიდნენ და აუწყებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომას.
3. დაადეს მათ ხელი და დაცვას გადასცეს მეორე დღემდე, რადგანაც უკვე ბინდდებოდა.
4. ხოლო მრავალმა, ვინც ისმინა სიტყვა, ირწმუნა; და იყო მათი რიცხვი ხუთი ათასამდე.
5. მეორე დღეს იერუსალიმში შეიკრიბნენ მათი მთავარნი, უხუცესნი და მწიგნობარნი,
6. ანნა მღვდელმთავარი და კაიაფა, იოანე და ალექსანდრე, აგრეთვე სხვები, ვინც იყვნენ მღვდელმთავრის გვარიდან.
7. შუაში დააყენეს ისინი და ეკითხებოდნენ: რომელი ძალით, ან ვისი სახელით ჩაიდინეთ ეს?
8. მაშინ პეტრე აღივსო სულით წმიდით და უთხრა მათ: ერისმთავარნო და უხუცესნო,
9. რაკი დღეს პასუხს გვთხოვენ სნეული კაცისადმი ქველმოქმედების გამო, რითაც განიკურნა იგი,
10. დაე, იცოდეს ყველა თქვენგანმა და მთელი ისრაელის ხალხმა, რომ ის მრთელი დგას თქვენს წინაშე იესო ქრისტე ნაზორეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით და ღმერთმა კი აღადგინა მკვდრეთით.

ინ. III, 16-21.
16. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
17. რადგანაც ღმერთმა იმისათვის როდი მოავლინა თავისი ძე ამ ქვეყნად, რათა განესაჯა ქვეყანა, არამედ რათა ეხსნა მის მიერ.
18. ვისაც სწამს იგი, არ განისჯება, ხოლო ურწმუნო ახლავ განსჯილია, ვინაიდან არ იწამა ღმრთის მხოლოდშობილი ძის სახელი.
19. სასჯელი კი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი.
20. რადგანაც ყველა ბოროტმოქმედს სძულს ნათელი და არ მიელტვის ნათელს, რათა არ გამჟღავნდნენ მისი საქმენი.
21. სიმართლის მოქმედი კი მიელტვის ნათელს, რათა გაცხადდნენ მისი საქმენი, ვინაიდან ღმერთში არიან ქმნილნი.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
ვანის ქვაბების წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენი მათე (ვაშაყმაძე):
-განუსაზღვრელად დიდია სიტყვის მნიშვნელობა ქრისტიანობაში.
საიტის პარტნიორები