ძველი სტილი
5 მარტი
შაბათი
ახალი სტილი
18 მარტი
დიდმარხვის მესამე შვიდეული. მიცვალებულთა ხსენება. ხმა 5.
მარხვა მარხვა
მიცვალებულთა ხსენება. მოწამისა კონონ ისავრიელისა (I); მოწამისა ონისესი (I); მოწამისა კონონ მებაღისა, გალილეის ნაზარეთელისა (249-251); მოწამისა ევლოგი პალესტინელისა; მოწამისა ევლამპისა; ღირსისა მარკოზისა (V); პოვნა წმიდათა ნაწილთა კეთილმსახურთა მთავართა: თეოდორე სმოლენსკელისა და ძეთა მისთა დავითისა და კონსტანტინესი, იაროსლაველ სასწაულმოქმედთა (1463); ღირსისა მარკოზ ათენელისა (IV); მოწამეთა: არქელაოსისა, კირილესი,  ფოტისა და მათთანა 150-თა; წმიდისა დიადოხოსი, ეპისკოპოსისა ფოტიკელისა ილირიკეს შინა, რომელმან დაწერა ასი თავი სწავლა სამონაზვნო (დაახლ. 480); მღვდელმოწამისა თეოფილესი, კესარიის ეპისკოპოსისა (180-192); მოწამისა ევლამპი პალესტინელისა; მოწამისა ევლოგი პალესტინელისა; ღირსისა კონონი კვიპრელისა (IV); მოწამისა იოანე ბულგარელისა, ათონელისა (1784); ახალმოწამისა გიორგისა, რაფსანელისა (1818); ნიკოლოზისა, ოქრიდისა და ზიჩის ეპისკოპოსისა (1956).
დღის ლოცვა
მოწამე კონონ ისავრიელის კონდაკი:
ვითარცა რა ანგელოზი, სცხორებდი ქუეყანასა ზედა სიწმიდითა და მათ თანავე მზრახველ იქმენ, და მშობელთა ქრისტეს მეცნიერებად მოუწოდე, და ერთი ღმერთი სამებით აღიარე, და ივნე ვიდრე სისხლთამდე, მოწამეო კონონ, მას ევედრე ჩუენ ყოველთათვის.
დღის საკითხავები
მიცვალებულთა ხსენება. წმ. იოანე ოქროპირის წირვა.

ლიტ. - ებრ. 325 დას. X, 32-38. მკ. 8 დას. II, 14-17. მიც. - 1 თეს. 270 დას. IV, 13-17. ინ. 16 დას. V, 24-30.


ებრ. 10,32-38
32. გაიხსენეთ უწინდელი დღენი, როცა განათლდით და დაითმინეთ ვნებათა დიადი ღვაწლი;
33. როცა თქვენივე ურვითა და უბედურებით ან სხვების სასეიროდ იყავით ქცეულნი, ანდა სხვებს თანაუგრძნობდით, თქვენსავე დღეში ჩაცვენილთ.
34. ვინაიდან ჩემს ტყვეობასაც თანაუგრძნეთ და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით შეხვდით, რადგანაც იცოდით, რომ უკეთესი და წარუვალი საუნჯე გაქვთ ცაში.
35. მაშ, ნუ გიღალატებთ მხნეობა, რომელსაც დიადი საზღაური ელის.
36. მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული.
37. ვინაიდან ცოტაც, სულ ცოტაც, და არ დააყოვნებს, მოვა მომავალი.
38. მართალი რწმენით იცოცხლებს, ხოლო თუ უკუიქცევა, არ შეიწყალებს მას ჩემი სული.


მკ. 2,14-17
14. გზად მიმავაღმა დაინახა ლევი ალფესი, რომელიც საბაჟოში იჯდა, და უთხრა მას, გამომყევიო: ისიც ადგა და გაჰყვა.
15. ხოლო როცა ინახად იჯდა მის სახლში, ბევრი მებაჟე და ცოდვილი იჯდა იესოსა და მის მოწაფეებთან ერთად, ვინაიდან მრავალნი იყვნენ და მისდევდნენ მას.
16. როცა მწიგნობრებმა და ფარისევლებმა დაინახეს, რომ მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად ჭამდა, მის მოწაფეებს უთხრეს: რატომ ჭამს მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად?
17. ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ: მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად.


1 თეს. 4,13-17
13. მაგრამ არ გვინდა, ძმანო, რომ არაფერი იცოდეთ განსვენებუღთა თაობაზე, რათა მათსავით არ წუხდეთ, ვისაც არა აქვს სასოება.
14. რადგანაც თუ გწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულთაც მოიყვანს მასთან ერთად.
15. ხოლო ამას გეუბნებით უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, უფლის მოსვლამდე ცოცხლად შთენილნი, ვერ დავასწრებთ განსვენებულთ.
16. ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი.
17. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით.


ინ. 5,24-30
24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში.
25. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება.
26. ვინაიდან როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე მისცა ძესაც, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში.
27. და მისცა მას ხელმწიფება სამართლის ქმნისა, რადგანაც ის არის კაცის ძე.
28. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგანაც მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას.
29. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი - აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა.
30. მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; როგორც მესმის, ისევე განვსჯი, და ჩემი განსჯა არის მართალი, ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.
<a href='http://openx.ambebi.ge/www/delivery/ck.php?n=a0576578&cb=INSERT_RANDOM_NUMBER_HERE' target='_blank'><img src='http://openx.ambebi.ge/www/delivery/avw.php?zoneid=41&cb=INSERT_RANDOM_NUMBER_HERE&n=a0576578' border='0' alt='' /></a>
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
-კლდესა ზედა აღვაშენებ ჩემს ეკლესიას და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას,-ბრძანებს უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე წმინდა სახარებაში...
საიტის პარტნიორები