ძველი სტილი
1 მარტი
სამშაბათი
ახალი სტილი
14 მარტი
დიდმარხვის მესამე შვიდეული. ხმა 5.
მარხვა მარხვა
ღირსმოწამისა ევდოკიასი (II); მოწამისა ანტონინასი (286-305); მოწამეთა მარკელესი და ანტონისა; ღირსისა დომნინა სირიელისა (დაახლ. 450-460); ღირსისა აგაპი ვათოპედელისა, ათონელისა; დავითისა, უელსის მთავარეპისკოპოსისა და მფარველისა (544); ღირსისა ლუკა სიცილიელისა (X); მოწამისა პარასკევა ტრაპეზუნდელისა (1659).
დღის ლოცვა
ღირსმოწამე ევდოკიას კონდაკი:
ღუაწლთა შინა შენთა კეთილად იღუაწე და შემდგომად სიკუდილისა განგვწმედ ჩუენ სასწაულთა აღმოცენებითა, ყოვლადქებულო, სარწმუნოებით მოლტოლვილთა საღმრთოსა მიმართ ტაძრისა შენისა, ვინა მედღესასწაულენი შენნი გევედრებით შენ, ღირსო მოწამეო ევდოკია, რაითა ვიხსნნეთ სულიერთა და მადლი სასწაულთა აღმოვივსოთ.
დღის საკითხავები
VI ჟამ. - ეს. IX, 9 - X, 4. მწუხ. - შესქ. VII, 1-5. იგავ. VIII, 32 - IX, 11.


ეს. 9,9-10,4
9. აგურები ჩამოცვენილია, თლილი ქვებით დავიწყებთ შენებასო; ლეღვსულელი გახეხილია, კედარით შევცვლითო.
10. აუმხედრებს მას უფალი რეცინის მტრებს და ააგულიანებს მის დუშმანებს.
11. არამი აღმოსავლეთით და ფილისტიმელი დასავლეთით - და პირაშკმით ჭამენ ისრაელს. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღებულია მისი ხელი.
12. ხალხი არ მიქცეულა თავისი მგვემელისკენ და ცაბაოთ უფალს არ ეძიებს.
13. მოსწყვიტა ისრაელს უფალმა თავი და კუდი, რტოები და ღერო ერთ დღეს.
14. მოხუცი და პატივდებული თავია, სიცრუის ქადაგმოძღვარი კი - კუდი.
15. ამ ხალხს მისი წინამძღოლნი გზა-კვალს ურევენ და მათგან გაძღოლილნი იკარგებიან.
16. ამიტომაც თავის ჭაბუკებზე არ ხარობს უფალი და ქვრივ-ობლებს არ იბრალებს, რადგან ყველანი უკეთურნი და ბოროტეულნი არიან, და ყოველი პირი სიბილწეს ლაპარაკობს. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.
17. რადგან აღიგზნო ბოროტება, როგორც ცეცხლი, ძეძვისა და ნარ-ეკლის შემჭმელი, აბრიალდება უსიერ ტევრში და აღიმართება კვამლის სვეტები.
18. ცაბაოთ უფლის რისხვისაგან დაბნელდება მიწა და ხალხი ცეცხლის კერძი შეიქნება, ერთი მეორეს არ დაინდობს.
19. მარჯვნივ გამოგლეჯს, მშიერი დარჩება; მარცხნივ შეჭამს, ვერ გაძღება. ყველანი თავის მკლავის ხორცს დაუწყებენ ჭამას.
20. მენაშე ეფრემს, ეფრემი მენაშეს, ორივენი ერთად იუდას ესხმის. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.

1. ვაი უსამართლო განაჩენის გამომტანთ და უკანონო მსჯავრისმდებელთ,
2. სამართლისგან რომ განარიდებენ ღარიბ-ღატაკთ, ამტყუნებენ ჩემი ერის ჩაგრულს, ქვრივებს ნადავლად იტაცებენ და ობლებს ძარცვავენ!
3. რას იზამთ განკითხვისა და დაქცევის დღეს, შორიდან რომ მოდის? ვისთან გაიქცევით შეწევნისთვის და თქვენს დიდებას სად დატოვებთ?
4. ვინ სად ჩაიჩოქებს ტყვეთა შორის, ვინ სად დაეცემა დახოცილთა შორის! მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.


დაბ. 7,1-5
1. უთხრა უფალმა ნოეს: შედი კიდობანში მთელი შენი სახლითურთ, რადგან მართალ კაცად გცანი ჩემს წინაშე ამ თაობაში.
2. ყოველი წმიდა პირუტყვისგან შვიდ-შვიდი წაიყვანე, მამალი და დედალი; უწმიდური პირუტყვისგან - ორ-ორი, მამალი და დედალი.
3. ცის ფრინველისგანაც შვიდ-შვიდი, მამალი და დედალი, რათა გადარჩეს თესლი მთელს ქვეყანაზე.
4. რადგან შვიდი დღის შემდეგ ორმოც დღესა და ორმოც ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე და წარვხოცავ მიწის პირისაგან ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია.
5. ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც უფალმა ღმერთმა დაარიგა.


იგავ. 8,32 - 9,11
32. ახლა კი მისმინეთ, შვილებო! ნეტარნი არიან, ვინც ჩემს გზებს იცავენ!
33. მოისმინეთ შეგონება, დაბრძენდით და ნუღარ მიატოვებთ.
34. ნეტარია კაცი, მე რომ მისმენს, ჩემს კარებთან ფხიზლობს დღენიადაგ და ჩემი კარის წყრთილებს იცავს.
35. ვინაიდან ჩემმა მპოვნელმა სიცოცხლე ჰპოვა და უფლისგან მადლს მოიხვეჭს.
36. ჩემი შემცოდე კი თავის თავს ავნებს. ყველას, ჩვენს მოძულეს, სიკვდილი უყვარს.

1. სიბრძნემ სახლი აიშენა, მისი შვიდი ბოძი გათალა.
2. დაკლა თავისი საკლავი, გააზავა თავისი ღვინო და გაშალა თავისი ტაბლა,
3. გაგზავნა თავისი მხევლები, გადასძახა ქალაქის მაღლობებიდან:
4. ბრიყვი ვინც არის, აქეთ მობრუნდეს! ჭკუათხელებს კი უთხრა:
5. მოდით, დაპურდით ჩემი პურით და შესვით ჩემი განზავებული ღვინო.
6. მიატოვეთ სიბრიყვე და იცოცხლებთ, ჭკვიანური გზით იარეთ.
7. ღვთისგმობელის დამრიგებელი დამცირებას იხვეჭს, ბოროტეულის მამხილებელი - შეურაცხყოფას;
8. ნუ ამხილებ ღვთისმგმობელს, თორემ შეგიძულებს; ამხილე ბრძენი და შეგიყვარებს;
9. მიეცი დარიგება ბრძენს და კიდევ უფრო დაბრძენდება, ასწავლე მართალს და ცოდნას შეიმატებს.
10. უფლის შიში სიბრძნის სათავეა, სიწმინდეთა ცოდნა კი გონიერება.
11. რადგან ჩემით გამრავლდება შენი დღენი და მოგემატება სიცოცხლის წლები.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
გვესაუბრება სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსი მეუფე შიო (მუჯირი).
- მეუფეო, რა პასუხისმგებლობა აკისრია ეპისკოპოსს ღმერთის და შემდეგ მრევლის წინაშე?
- მღვდელმთავარი სულიერი მწყემსია თავისი მრევლისა.
საიტის პარტნიორები