ძველი სტილი
22 თებერვალი
სამშაბათი
ახალი სტილი
7 მარტი
დიდმარხვის მეორე შვიდეული. ხმა 4.
მარხვა მარხვა
წმიდათა მოწამეთა ცხრათა ყრმათა კოლაელთა (VI); პოვნა წმიდათა ნაწილთა ევგენიელ მოწამეთა: მოციქულისა, 70-თაგანისა ანდრონიკესი, იუნიასი და სხვათა (VII); მოწამეთა მავრიკისა და 70-თა მხედართა: ფოტინისი, თეოდორესი, ფილიპესი და სხვათა (დაახლ. 305); ღირსისა ვარადატი ანტიოქიელისა (VIII); ღირსთა: თალასისა და ლიმნისა, სირიელ მეუდაბნოეთა; ღირსისა ათანასე აღმსარებელისა (IX); მღვდელმოწამისა ტელესფორე რომის პაპისა (136); მოწამეთა ანთუსასი და მისთა 12-თა სახლიკაცთა; არისტონისა, კვიპროსის არსინოეს ეპისკოპოსისა, სასწაულმოქმედისა (IV-V).
დღის ლოცვა
ევგენიელ მოწამეთა ნაწილთა პოვნა
კონდაკი:
მტკიცენო სუეტნო სარწმუნოებისანო, კეთილად მძლენო მოწამენო, რომელთა ქრისტესთვის მრავალ ფერნი ტანჯვანი დაითმინენით და მრავალ წელ ეგენით ფარულად, და აწ განსცხადენით, ვითარცა რა მრავალ ფასნი საუნჯენი, და ეკლესიასა ღმრთისასა პატიოსნად მკლავთა მიერ მღდელთმთავრისათა ტვირთულნი მიერთვენით, და მვედრებელთა თქუენთა მიანიჭებთ კურნებასა, ქრისტესა ევედრენით ცხორებად სულთა ჩუენთათვის.
დღის საკითხავები
მე-6 ჟამს.: ეს. V,7-16. საღ.: დაბ. IV,8-15. იგავ. V,1-15.


ეს. 5,7-16
7. რადგან ცაბაოთ უფლის ვენახი ისრაელის სახლი და იუდას ხალხია, მისი სანატრელი ნერგი, სამართალს მოელოდა და, აჰა, სისხლის ღვრაა! სიმართლეს და, აჰა, სასოწარკვეთილი ძახილია!
8. ვაი თქვენ, სახლების სახლებზე მიმდგმელნო და ყანების ყანებზე მიმჯრელნო, რომ ადგილი აღარსად დარჩა და თქვენს გარდა აღარავინ ცხოვრობს დედამიწაზე.
9. ყურში ჩამესმა ცაბაოთ უფლისგან: მრავალი სახლი გაუდაბურდება, დიდნი და კეთილნაგებნი გაუკაცრიელდებიან.
10. ნამდვილად, ათ ქცევა ვენახში ერთი ბათიც არ მოვა და ერთი ხომერი თესლიდან ერთი ეფაც არ მოვა!
11. ვაი მათ, დილაადრიანვე დასალევს რომ ეძებენ და გვიანობამდე ღვინით ხურდებიან!
12. ებანი, ქნარი, დოლი, სტვირი და ღვინო მათი ლხინია; არ უყურებენ ღვთის საქმეს და მისი ხელის ნამოქმედარს ვერ ხედავენ.
13. ამიტომ დატყვევდება ჩემი ერი უგუნურებისთვის; მისი დიდებულები შიმშილით გაწყდებიან და მის მდაბიორებს წყურვილი გაახმობს.
14. ამიტომაც გაფართოვდა შავეთი და ხახა უსაზომოდ დააფჩინა. ჩახდება იქ მისი დიდება და უხვება, მისი შვება და ლხენა;
15. მოდრკება ადამის ძე და კაცი დამცირდება, ამპარტავანთა თვალი დაიხრება.
16. მაგრამ აღზევდება ცაბაოთ უფალი სამსჯავროზე და წმიდა ღმერთი იწმიდებს სამართალში.


დაბ. 4,8-15
8. უთხრა კაენმა თავის ძმას, აბელს: გავიდეთ ველად. და როცა ველად იყვნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა.
9. უთხრა უფალმა კაენს: სად არის შენი ძმა აბელი? მიუგო: არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ.
10. უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს.
11. ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან.
12. დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე.
13. უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი:
14. აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა.
15. უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს.


იგავ. 5,1-15
1. ჩემო შვილო, ჩემს სიბრძნეს უსმინე, ჩემს შეგონებას მიაპყარ ყური,
2. რათა შეინარჩუნო განსჯა და ცოდნა დაიმარხოს შენშა ბაგეებმა.
3. რადგან თაფლი სდის უცხო ქალის ბაგეებს და ზეთივით გასლექილია მისი სასა.
4. ბოლოს კი აბზინდასავით გამწარდება, ორლესული მახვილივით გაფხავდება;
5. მისი ფეხები სიკვდილისკენ ჩადის, შავეთში იდგმება მისი ნაბიჯები.
6. ვერ აგნებს სიცოცხლის გზას, არეული აქვს გზაკვალი, არ იცის სად მიდის.
7. ახლა, მისმინეთ, შვილებო, და ნუ გადაუხვევთ ჩემს ნათქვამს:
8. შორს იყოს მისგან შენი გზა და არ გაეკარო მისი სახლის კარს,
9. რომ სხვებს არ მისცე შენი ღირსება და შენი წლები - დაუნდობელს,
10. რომ არ გაძღნენ უცხონი შენი დოვლათით და შენი ჭირნახულით - მტრის სახლში.
11. ივიშვიშებ ბოლოჟამს, როცა დაგელევა ხორცი და ტანი.
12. იტყვი: როგორ მძულდა დარიგება და როგორ სძაგდა ჩემს გულს მხილება!
13. არ ვუსმენდი მოძღვრის ხმას და მასწავლებელს ყურს არ ვუგდებდიო.
14. რა ბოროტება არ ჩამიდენიაო ხალხში და კრებულშიო!
15. სვი წყალი შენი აუზიდან და ანკარა შენი ჭიდან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
გვესაუბრება ვაზისუბნის ცხრა ყრმათა კოლაელთა სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური დეკანოზი გურამ გურამიშვილი:

- ფერისცვალების დღესასწაული მართლაც განსაკუთრებულია
საიტის პარტნიორები