ძველი სტილი
16 თებერვალი
ოთხშაბათი
ახალი სტილი
1 მარტი
დიდმარხვის პირველი შვიდეული. ხმა 3.
მძიმე მარხვა მძიმე მარხვა
მოწამეთა: პამფილე, უალენტი, პავლე, პორფირი, სელევკო, თეოდულე, ივლიანე და ხუთთა მეგვიპტელთა: ელიასი, იერემიასი, ესაიასი, სამოელისა და დანიელისი (307-309); მოწამეთა სპარსელთა მარტიროპოლს ვნებულთა (IV) და ღირსისა მარუთასი, მესოპოტამიელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 422); ფლავიანე აღმსარებელისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (449-ის შემდეგ); მოწამისა ტანკოსი, ვერდენის ეპისკოპოსისა, შოტლანდიელისა (815).
დღის ლოცვა
მოწამეთა: პამფილე ხუცისა, ვალენტი დიაკონისა, პავლესი, პორფირისა, სელევკისა, თეოდულესი, ივლიანესი, სამოელისა, ელიასი, დანიელისა, იერემიასი და ისაიასი კონდაკი:
წინამდებარეთა საშინელთა სატანჯველთა რა ხედევდით, ახოვანო მოწამენო, უშიშითა გონებითა სიხარულით იხარებდით და არა იურვოდით ხორცთათვის, რომლისცათვისცა დაიმკდირეთ საუკუნო დიდებაი და მარადის ევედრებით ჩუენთვის ღმერთსა, რომელნი ვაქებთ ღუაწლთა თქუენთა.
დღის საკითხავები
VI ჟამ. - ეს. II, 3-11. მწუხ. - შესქ. I, 24 - II, 3. იგავ. II, 1-22.

ეს. 2, 3-11
3. დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან.
4. სამართალს განიკითხავს იგი ერებს შორის და ამხილებს უთვალავ ხალხებს; მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან - ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს.
5. ჰოი, იაკობის სახლო! მოდით და უფლის ნათელში ვიაროთ!
6. მაგრამ შენ მოიკვეთე შენი ერი, იაკობის სახლი, რადგან აღმოსავლეთით ავსებულან ისინი და ჯადოქრობით ფილისტიმელთა მსგავსად; უცხო თესლთა შვილებთან გადასკვნილან.
7. ავსებულა მათი ქვეყანა ოქრო-ვერცხლით და ბოლო არ უჩანს მათ საგანძურებს; ავსებულა მათი ქვეყანა ცხენებით და ბოლო არ უჩანს მათ ეტლებს.
8. ავსებულა მათი ქვეყანა კერპებით და ეთაყვანებიან საკუთარ ნახელავს, რაც მათმა თითებმა გამოძერწა.
9. დამცირდა ადამიანი, დამდაბლდა კაცი, შენ კი არ პატიობ მათ.
10. კლდეში შეასწარ, მიწაში ჩაემალე უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას!
11. დამდაბლდებოდა ადამიანის ამაყი მზერა და კაცთა მედიდურება დამცირდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს!


დაბ. 1,24 - 2,3
24. თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.
25. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.
27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.
29 . თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო.
30. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე.
31. დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე.

1. გასრულდა ცა და მიწა მთელი მათი მორთულობითურთ.
2. გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან, რაც გააკეთა.
3. აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ღმერთმა ყოველი საქმისგან, რასაც ქმნიდა ღმერთი და აკეთებდა.


იგავ. 2,1-22
1. შვილო, რომ მიიღებდე ჩემს სიტყვებს და ჩემს მცნებებს დაიცავდე,
2. ყური რომ გქონდეს სიბრძნისაკენ მიპყრობილი და გული გონიერებისკენ გეწეოდეს,
3. რომ მოუწოდებდე ჭკუას და გონებას გააღვიძებდე.
4. რომ ვერცხლივით მისი შოვნის წადილი გქონდეს და განძივით დაუწყებდე ძებნას.
5. მაშინ შეიგნებ უფლის შიშს და მოიპოვებ ღვთისმშემეცნებას.
6. რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება,
7. მასთან არის მართალთა შეწევნა, ის არის ფარი უმწიკვლოთათვის,
8. იცავს სამართლის გზებს და მადლიანთა სავალს იფარავს.
9. მაშინ მიხვდები, რა არის სთმართლე, სამართალი და სამართლიანობა - ყოველი კეთილი საქმე.
10. თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში და ცოდნა ეტკბო შენს სულს,
11. გონიერება დაგიფარავს და შეგნება დაგიცავს,
12. რომ გიხსნას ბოროტების გზიდან, თვალთმაქცი კაცისაგან,
13. სწორი გზის დამტოვებელთაგან, ბნელი გზით მოარულთაგან,
14. ბოროტი საქმით მოხარულთაგან, რომლებიც ბოროტი თვალთმაქცობით ხარობენ,
15. რომელთა სავალი მრუდია და საქციელი უკუღმართია,
16. რომ გიხსნას უცხო ქალისაგან, უცხოთესლისგან, მისი ლაქარდიანი ენისაგან,
17. რომელმაც სიყრმის მეგობარი მიატოვა და ღვთის აღთქმა დაივიწყა,
18. რადგან მისი სახლის წიაღ სიკვდილია, მისი ნაბიჯები აჩრდილებისკენ არის მიმართული.
19. იქ შემსვლელთაგან უკან ვერავინ ბრუნდება, სიცოცხლის გზებს კვლავ ვეღარ დაადგება.
20. რომ დადიოდე კეთილი გზით და მართალთა ბილიკებს არ გადაუხვიო,
21. რადგან ალალმართლები უნდა გამკვიდრდნენ ქვეყნად და უმწიკვლონი უნდა გადარჩნენ.
22. ურჯულოები ქვეყნიდან მოიკვეთებიან და მზაკვარნი აღმოიფხვრებიან მისგან.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
მხოლოდ განწმენდილ ადამიანს შეუძლია, ნათელი მისცეს სხვას
ამ ძალზე საგულისხმო წერილის ავტორი ახალგაზრდა რუმინელი ბერი ალექსი ცირდეაა, რომელიც რამდენჯერმე საქართველოსაც ესტუმრა.