ძველი სტილი
9 დეკემბერი
პარასკევი
ახალი სტილი
22 დეკემბერი
სულთმოფენობიდან 29-ე შვიდეული. ხმა 3.
მარხვა მარხვა
მუცლადღება მართლისა ანას მიერ ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა; წინასწარმეტყველისა ანასი, სამოელ წინასწარმეტყველის დედისა (1100 წ. ქრისტეს შობამდე); სოფრონისა, კვიპრელი მთავარეპისკოპოსისა (VI); ღირსისა სტეფანე ახლადგაბრწყინებულისა (X).
დღის ლოცვა
მუცლადღება მართლისა ანას მიერ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა
ტროპარი:
დღეს უშვილოებისა საკრველნი განიხსნებიან, რამეთუ იოაკიმ და ანას ვედრებაი შეისმინა ღმერთმან და გარეშე სასოებისა შობად აღუთქუა საღმრთო ქალწული მარიამ, რომლისაგან თვით იგი გარე შეუწერელი შობად არს, რომლისა მიმართ უბრძანებს ხმობად ნათესავსა კაცთასა: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
კონდაკი: დღესასწაულობს დღეს ყოველი სოფელი ანას მუცლადღებასა, საღმრთოდ აღსრულებულსა, რამეთუ ამან გვიშვა ზესთა სიტყვისა, მშობელი იგი სიტყვისა.
დღის საკითხავები

ლიტ. - ებრ. 317 დას. VII, 18-25. ლკ. 108 დას. XXI, 37 - XXII, 8. მართლ. - გალ. 210 დას. (შუათგან) IV, 22-31. ლკ. 36 დას. VIII, 16-21.

ებრ. VII, 18-25.
18. უწინდელი აღთქმა კი მისი უმწეობისა და უსარგებლობის გამო უქმდება,
19. რადგანაც ვერარა სრულყო რჯულმა; მაგრამ შემოდის უმჯობესი სასოება, რომლის მეოხებითაც მივეახლებით ღმერთს.
20. და რამდენადაც ეს არ მომხდარა ფიცის გარეშე,
21. (ვინაიდან ისინი ფიცის გარეშე გახდნენ მღვდლები, ხოლო ეს - ფიცით მის მიერ, ვინც უთხრა: „დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე, წესისამებრ მელქისედეკისა)“, -
22. იმდენადვე უმჯობესი აღთქმის თავმდები გახდა იესო.
23. ეგეც არ იყოს, ვინ მოსთვლის, რამდენნი იყვნენ ის მღვდლები, რადგან სიკვდილი გამორიცხავდა ერთის მღვდლობას,
24. ხოლო მას, როგორც მარადის მყოფს, მღვდლობაც წარუვალი აქვს.
25. ამიტომაც ძალუძს სრულიად იხსნას ყველა, ვინც მისი მეოხებით მიეახლება ღმერთს, რადგანაც მარად ცოცხალია მათდა მეოხად.

ლკ. XXI, 37 - XXII, 8.
37. დღისით ტაძარში ასწავლიდა, ხოლო შემდეგ გამოდიოდა და ღამეს ათევდა მთაზე, რომელსაც ეწოდება ზეთისხილისა.
38. და მთელი ხალხი დილაუთენია მიეშურებოდა მისკენ, ტაძარში, რათა მოესმინა მისთვის.

1. ახლოვდებოდა უფუარობის დღესასწაული, რომელსაც ჰქვია პასექი.
2. მღვდელმთავრები და მწიგნობრები ეძებდნენ ხერხს, როგორ მოეკლათ იგი, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ.
3. შევიდა სატანა იუდაში, რომელსაც უწოდებდნენ ისკარიოტელს, და რომელიც იყო ერთი თორმეტთაგანი.
4. წავიდა და უთხრა მღვდელმთავრებსა და წინამძღვრებს, როგორ მიეცა მათთვის იესო.
5. ხოლო მათ გაიხარეს და დათანხმდნენ, ვერცხლი მიეცათ მისთვის.
6. ისიც შეჰპირდა და ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა, ხალხის დაუსწრებლად, მათთვის მიეცა იგი.
7. დადგა დღე უფუარობისა, როცა უნდა დაეკლათ საპასექე კრავი.
8. გაგზავნა იესომ პეტრე და იოანე და უთხრა მათ: წადით და საჭმელად მოგვიმზადეთ პასექი.

გალ. IV, 22-31.
22. რადგანაც დაწერილია, რომ ორი ძე ჰყავდა აბრაამს, ერთი მხევლისაგან, მეორე კი - თავისუფალი ქალისაგან.
23. მაგრამ მხევლისა ხორცისაგან შობილი იყო, ხოლო თავისუფლისა - აღთქმისაგან,
24. რაც არის ქარაგმა; ესაა ორი აღთქმა: ერთი სინას მთით, მონის მშობელი, ანუ აგარი,
25. რადგანაც აგარი იგივე სინას მთაა არაბეთში და შეესატყვისება აწინდელ იერუსალიმს, ვინაიდან თავისი შვილებითურთ მონობაშია.
26. ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია: ის არის ჩვენი დედა.
27. რადგანაც დაწერილია: „გიხაროდეს, უნაყოფოვ, რომელსაც არ გიშობია; იმძლავრე და იღაღადე, შობის სალმობით ულმობო, ვინაიდან მიტოვებულს მეტი შვილი ეყოლება, ვიდრე ქმრიანს“.
28. ხოლო თქვენ, ძმანო, როგორც ისააკი, აღთქმის შვილები ხართ.
29. და როგორც მაშინ ხორციელად შობილი სდევნიდა სულიერს, ასევე ახლაც.
30. მაგრამ რას ამბობს წერილი? „განდევნე მხევალი თავისი ძითურთ, ვინაიდან ძე მხევლისა ვერ იქნება თავისუფლის ძის თანამემკვიდრე“.
31. ასე რომ, ძმანო, მხევლის ძენი კი არა ვართ, არამედ თავისუფლისა.

ლკ. VIII, 16-21.
16. არავინ ანთებს სანთელს იმისთვის, რომ საწყაოს თუ საწოლის ქვეშ დადგას, არამედ სასანთლეზე დგამს, რათა შემომსვლელნი ხედავდნენ ნათელს,
17. ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს და გაცხადდეს.
18. მაშ, დაუკვირდით, როგორ ისმენთ: რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა, და ვისაც არა აქვს, მაგრამ ასე ჰგონია, მაქვსო, მას წაერთმევა.
19. მივიდნენ მასთან დედა და მისი ძმები, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ შესძლეს ახლოს მისვლა.
20. და უთხრეს მას: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და შენი ნახვა სურთ.
21. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: დედა ჩემი და ჩემა ძმები ისინი არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და ასრულებენ მას.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ტროპარი: ტარიგი შენი, იესუ, ეკატერინე ხმობდა ხმითა მაღლითა, შენდა მსურის, სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯვარს ვეცმი