ძველი სტილი
5 ოქტომბერი
ოთხშაბათი
ახალი სტილი
18 ოქტომბერი
სულთმოფენობიდან მე-20 შვიდეული. ხმა 2.
მარხვა მარხვა
ღირსისა გრიგოლ ხანძთელისა, კლარჯეთის სავანეთა აღმაშენებელისა და არქიმანდრიტისა (861); ტაო-კლარჯეთის უდაბნოთა (უდაბნოს მოღვაწეთა) ღირსთა მამათა და დედათა: კათალიკოსთა: ნერსესი, იშხნის პირველად აღმაშენებელისა და ნეტარისა ილარიონისა, წყაროსთავის მამისა და აღმაშენებელისა; მღვდელმთავართა: სტეფანე მტბევარისა, ზაქარია ანჩელისა, მაკარი ანჩელისა, ეზრა ანჩელისა, საბა იშხნელისა; ღირსისა მამისა იოანესი, ბაღდათს სარკინოზთაგან მოკლულისა; ღირსთა მამათა: თეოდორე ნეძველისა, ქრისტეფორე კვირიკეწმიდელისა, ამონასი, პეტრესი, სამოელისა, ანდრიასი, ამბა გიორგისი, მაკარისი (ოპიზელნი); შიო სასწაულმოქმედისა, გიორგისი, მიქაელისი, პავლესი, ბასილისი (ზარზმელნი); ხვედიოსისა, ეპიფანესი, მატოსი, ზენონისი, არსენისი, იოვანესი, ბასილისი, დიმიტრიოსისა, არსენისი, მაკარისი, თეოდორესი, გაბრიელისი, გიორგი მერჩულესი (ხანძთელნი); მიქელ პარეხელისა და მოწაფეთა მისთა: ბასილისა და მარკელაოსისა, დავითისა, იაკობისა (მიძნაძორელნი); გრიგოლისა, სოფრონისა (შატბერდელნი); ზაქარია ბარეთელთელისა, ილარიონ პარეხელისა, ილარიონ უბის მამასახლისისა; ღირსთა დედათა: თებრონიასი და თემესტიასი, ანატოლე (ანტონიოს) დაყუდებულისა და ანასტასიასი (VIII-IX); მოწამისა ხარიტინასი (304); მღვდელმოწამისა დიონისესი, ალექსანდრიელი ეპისკოპოსისა (264-265); მოწამისა მამელხვა სპარსელისა (დაახლ. 344); მღვდელმთავართა: პეტრე, ალექსი, იონა, მაკარი, ფილიპე, იობ, ერმოგენ, ტიხონ, პეტრე, ფილარეტ, ინოკენტი და მაკარი მოსკოველთა, სასწაულმოქმედთა.
დღის ლოცვა
ღირსი გრიგოლ ხანძთელის, კლარჯეთის სავანეთა აღმშენებელის და არქიმანდრიტის
ტროპარი:
ნიშთა და სასწაულთა მოქმედად გამოგაჩინა შენ ღმერთმან, სანატრელო, და მოგცა ხელმწიფებაი განსხმად სულთა ბოროტთა და ყოველთავე სნეულებათა კურნებად, რომლისათვისცა საღმრთოთა დიდებითა შენითა ვიქადით და გევედრებით: კლარჯეთისა სავანეთა კეთილად განმგებელო მოღუაწეო და უდაბნოთა ქალაქმყოფელო, მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მოსავთა შენთა და გვიხსნენ ყოვლისაგან განსაცდელისა ქრისტეანენი.
სხვა ტროპარი: აღმობრწყინდი, ვითარ მთიები ზეცისა სამყაროსა და შეჭურვილმან მადლითა წმიდისათა განაბრწყინვენ სამწყსოი შენი ღმრთისმეცნიერებითა, ღმერთშემოსილო მამაო, და მიიწიე რა სანახებსა კლარჯეთისასა, აღმართენ უდაბნოსა შინა მონასტერნი დიდშუენიერნი სადიდებელად ღმრთისა და იღუაწე სასოებითა და დაითმინენ მრავალნი განსაცდელნი; მოძღუარო და განმანათლებელო ივერთა ერისაო, ნეტარო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ წინაშე ქრისტესა მეუფისა და გვითხოვე წყალობაი.
კონდაკი: უღელი იგი ქრისტესი მიიღე, გრიგოლი, და მხართა შენთა ზედა იტვირთე ჯუარი მისი, ვნებათა მისთა საღმრთოთა საწერტელად ყოვლად წმიდად ხორცთა შინა შენთა მტვირთველმან, რომლისათვის საღმრთოსა დიდებისა მისისა ზიარად გამოსჩნდი, მომგებელი ჯილდოდ ღირსებისა მოსაგებელსა.
დღის საკითხავები

ცისკ. - მთ. 43 დას. XI, 27-30. ლიტ. - ფილპ. 243 დას. II, 24-30. ლკ. 28 დას. VI, 46 - VII, 1. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. ლკ. 24 დას. VI, 17-23.

მთ. XI, 27-30.
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას.
28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.
29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.

ფილპ. II, 24-30.
24. მჯერა უფლისა, რომ თვითონაც მალე გეწვევით.
25. მაგრამ საჭიროდ მივიჩნიე გამომეგზავნა ეპაფროდიტოსი, ჩემი ძმა, ჩემი თანამოსაქმე და თანამებრძოლი, იგივე თქვენი მოციქული და ჩემი გაჭირვების მსახური.
26. რადგანაც გულით უნდოდა ყველა თქვენგანის ნახვა და ძალზე შეწუნდა, როცა გაიგო, რომ თქვენამდეც მოუღწევია მისი ავადმყოფობის ამბავს.
27. და მართლაც, ისე ავად იყო, რომ კინაღამ ხელიდან გამოგვეცალა, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა ის, და არა მარტო ის, არამედ მეც, რათა მწუხარება მწუხარებაზე არ დამრთვოდა.
28. ამიტომ საჩქაროდ გამოვგზავნე, რომ გაგეხარათ მისი ხილვით და მეც მომკლებოდა სადარდელი.
29. მთელი სიხარულით შეიწყნარეთ იგი უფალში და პატივი ეცით მისთანებს.
30. ვინაიდან ქრისტეს სამსახურისათვის გადადო და სასიკვდილოდ გასწირა თავი, რათა ჩემდამი თქვენი სამსახურის დანაკლისი შეევსო.

ლკ. VI, 46 - VII, 1.
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
47. ყველა, ვინც მოდის ჩემთან, ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, გიჩვენებთ, ვისა ჰგავს:
48. ჰგავს იგი სახლის მაშენებელ კაცს, რომელმაც ამოთხარა, ამოაღრმავა და კლდეზე დადო საძირკველი. წყალდიდობისას ეკვეთა მდინარე ამ სახლს, მაგრამ ვერ შეარყია, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული.
49. ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს მათ, იმ კაცსა ჰგავს, მიწაზე უსაძირკვლოდ რომ დადგა სახლი, და როგორც კი ეკვეთა მდინარე, მყისვე დაინგრა და დიდი იყო ნგრევა იმ სახლის.

1. როდესაც დაასრულა თავისი სიტყვა ხალხის წინაშე, კაპერნაუმში შევიდა.

გალ. V, 22 - VI, 2.
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ.
25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.

1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში.
2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.

ლკ. VI, 17-23.
17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან;
18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ.
19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას.
20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი;
21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ;
22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო.
23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ზეციდან მიწაზე სამი ნათლის სვეტი გარდამოვიდა, შუქმა გაანათა იქაურობა

წმიდა მოწამენი დავით და კონსტანტინე მხეიძეები არგვეთის მთავრები იყვნენ. 
საიტის პარტნიორები