ძველი სტილი
26 იანვარი
ოთხშაბათი
ახალი სტილი
8 თებერვალი
მსგეფსის შვიდეული. ოთხშაბათი. ხმა 8.
მსგეფსი მსგეფსი
კეთილმსახურისა მეფისა დავით აღმაშენებელისა (1125); ღირსთა: ქსენოფონტისა, მეუღლისა მისისა მარიამისა და ძეთა მათთა არკადისა და იოანესი (VI); მოწამეთა: ანანია ხუცისა, პეტრე მეჭურჭლისა და მათთანა შვიდთა მხედართა, რომელნი იტანჯნეს ფინიკეს (284-305); ღირსისა სვიმეონ ძველისა, სინელისა (დაახლ. 380-390); აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა ღირსისა თეოდორესი, სტუდიელი იღუმენისა (842-846); წმიდათა ორთა მოწამეთა; ღირსისა ამონისა; ღირსისა გაბრიელ იერუსალიმელისა (V); ღირსისა კლიმენტისა, საგმატიოსის მთაზე მოღვაწისა (1111); წმიდისა პავლა ქვრივისა (404).
დღის ლოცვა
კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებელი
ტროპარი:
საკვირველებაი, რომელი ჰქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის კეთილმსახურისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყვისმოქმედთასა, რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის შენისა ვიდრე დახსნადმდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოვლადსაკვირველთა, ხოლო შემდგომად დახსნისა სარკინოზთასა დიდებულ-ჰყავ ნიშთა მიერ საკვირველთა, რომლის ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

კონდაკი:
ზესთამბრძოლსა უძლეველსა დავითს და შემწესა ურცხვენელსა კეთილმსახურებისასა, ვითარცა მის მიერ განათლებულნი, სამწყსოსა მისისანი ერნი და ქალაქნი, შესხმისა გვირგვინსა შეუთხზვიდეთ განმათავისუფლებელსა მას ჩუენსა ყოველთაგან ვნებათა და ვიტყოდეთ მისდამი სიხარულით: გიხაროდენ, კმაო მფარველო ჩუენო.
დღის საკითხავები
2 პეტ., 68 დას., III, 1-18. მკ., 61 დას., XIII, 24-31.

2პეტ. III, 1-18.
1. ამას უკვე მეორე წერილსა გწერთ, საყვარელნო, და ორივეში შეხსენებით ვაღვიძებ თქვენს წმიდა აზრს,
2. რათა გახსოვდეთ წმიდა წინასწარმეტყველთა მიერ იმთავითვე თქმული სიტყვები და უფლისა და მაცხოვრის მცნებანი გადმოცემულნი თქვენი მოციქულების მიერ.
3. უპირველეს ყოვლისა, იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ მგმობელნი, თავიანთი გულისთქმისამებრ მოარულნი,
4. და იტყვიან: სად არის აღთქმა მისი მოსვლისა? ვინაიდან მას შემდეგ, რაც მამებმა მიიძინეს, ყველაფერი უცვლელად რჩება შექმნის დასაბამიდან.
5. რადგანაც საკუთარი ნებასურვილით ივიწყებენ, რომ ცა და მიწა თავდაპირველად წყლისაგან და წყალთა შუა შეიქმნა ღვთის სიტყვით.
6. ამიტომაც მაშინდელი სამყარო წყლით წაირღვნა და დაიღუპა.
7. ახლანდელ ცასა და მიწას კი ცეცხლისათვის ინახავს იგივე სიტყვა, რათა განკითხვის დღეს მოსრას უღვთონი.
8. ისიც იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე.
9. არ აყოვნებს უფალი აღთქმის აღსრულებას, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არამედ სულგრძელია თქვენს მიმართ, რადგანაც ვისიმე დაღუპვა კი არა სურს, არამედ ის, რომ ყველა მოიქცეს სინანულად.
10. ხოლო უფლის დღე მოვა როგორც მპარავი, და მაშინ ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი.
11. მაგრამ თუ ყოველივე ეს დაიშლება, როგორი უნდა იყოს თქვენი ყოფა წმიდა ქცევითა და ღვთისმოსაობით,
12. რაკიღა ნატრობთ და მოელით, როდის მოვა დღე უფლისა, როცა ცეცხლმოდებული ცანი დაიშლებიან და დადნებიან ალმოდებული სტიქიონები?
13. ხოლო ჩვენ, აღთქმისამებრ, მოველით ახალ ცათა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრდება სიმართლე.
14. ამიტომ, საყვარელნო, რაკიღა ამას ელით, ეცადეთ მშვიდობით წარსდგეთ მის წინაშე, შეურყვნელნი და შეუბილწველნი.
15. ჩვენი უფლის სულგრძელობა დასახეთ ხსნად, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ - პავლემაც მოგწერათ მისთვის ბოძებული სიბრძნით.
16. ამასვე გწერთ ყველა წერილში, სადაც ზოგი რამ ისე ძნელი გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი სხვა წერილების მსგავსად ამახინჯებენ მათ, რათა წარიწყმიდონ თავიანთი თავი.
17. ხოლო თქვენ, საყვარელნო, რაკიღა წინასწარ იცით ეს, ფრთხილად იყავით, რათა არ ჩაგითრიოთ უკეთურთა ცთომილებამ და არ გიღალატოთ თქვენმა სიმტკიცემ.
18. არამედ იზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლითა და შემეცნებით. დიდება მას აწ და მარადის. ამინ.

მკ. XIII, 24-31.
24. და მაშინ, იმ ჭირის შემდეგ, დაბნელდება მზე და მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს.
25. ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი.
26. მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბლებზე მომავალს დიდებით და მრავალი ძალით.
27. მაშინ მოავლინებს თავის ანგელოზებს და შეკრებს თავის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, მიწის კიდიდან ცის კიდემდე.
28. ლეღვის ხისაგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი ტოტები რბილდება და ფოთლები გამოაქვს, იცით, რომ ახლოა ზაფხული.
29. ასევე თქვენც, როცა იხილავთ, რთმ ყოველივე ეს ხდება, იცოდეთ, რომ უკვე ახლოა, კარზეა მომდგარი.
30. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ აღსრულდება.
31. ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ზეციდან მიწაზე სამი ნათლის სვეტი გარდამოვიდა, შუქმა გაანათა იქაურობა

წმიდა მოწამენი დავით და კონსტანტინე მხეიძეები არგვეთის მთავრები იყვნენ. 
საიტის პარტნიორები