წინასწარმეტყველისა იერემიასი (VI ს. ქრისტეს შობამდე); კეთილმსახურისა თამარისა, დიდისა მეფისა ყოვლისა საქართველოისა (1213); ზოსიმე II-ისა, კუმურდოელი ეპისკოპოსისა და ჰიმნოგრაფისა (XVI); ღირსმოწამისა ვატა სპარსელისა (IV). ღირსმოწამეთა ათონელთა: ექვთიმესი (1814), ეგნატესი (1814) და აკაკისა (1816); მოწამისა რომანოზ ახლისა.
ტაძრის დღესასწაული სოფელ კუმურდოში - კუმურდოობა.
დღის ლოცვა
ქართველთა კეთილმორწმუნის მეფე თამარის ტროპარი:
წმიდათა შორის საკვირველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან მაღალთა კლდეთა ზედა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მხედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამხუენ სპანი აგარიანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.