მიცვალებულთა ხსენება (აღინიშნება თომას კვირის შემდეგ სამშაბათს). მოციქულისა და მღვდელმოწამისა სვიმეონისა, იერუსალიმელი ეპისკოპოსისა, ნათესავისა უფლისა (107); მართლისა ევლოგი უცხოთშემწყნარებელისა (IV); წმიდისა სვიმონ ნიგერისა.
დღის ლოცვა
მოციქულისა და მღვდელმოწამისა სვიმეონისა, უფლის ნათესავის
ტროპარი: ნათესავად ქრისტეს, მღვდელმთავარო სვიმეონ, და მხნედ მღდელმოწამედ გქადაგებთ შენ საცთურისა უჩინოდ მყოფელად, და სარწმუნოებისა დამმარხველად, რომლისათვისცა დღეს ყოვლადწმიდისა ხსენებისა შენისა მედღესასწაულენი ცოდვათაგან ხსნასა მოველით ლოცვითა შენითა.
კონდაკი: ვითარცა რა ვარსკულავი ყოვლად დიდი, აქვს დღეს ეკლესიასა კეთილმეტყუელი სვიმეონ და ნათლისა მიმართ მიგვიძღვის, რომელნი ვღაღადებთ: გიხაროდენ, მოწამეთა პატიოსანო გვირგვინო.