ბრწყინვალე შვიდეულის შაბათი. თბილისის სიონში თავად გივი ამილახვრის სულის საოხად ჟამი შეიწირვის (გარდამავალია, მოიხსენიება კვირაცხოვლობის წინა დღეს, შაბათს); წირვის შემდეგ არტოსის განტეხა და დარიგება. მოწამისა საბა სტრატილატისა და მისთანა სამოცდაათთა მხედართა (272); მოწამეთა: პასიკრატისა და ვალენტინისა (228); მოწამეთა: ევსევისა, ნეონისა, ლეონტისა, ლონგინოზისა და სხვათა (303); ღირსისა თომა სალოსისა (546-560); ღირსისა ელისაბედ სასწაულმოქმედისა (VI-VIII).
დღის ლოცვა
მოწამე საბა სტრატილატის და მისთანა 70-თა მხედართა
ტროპარი: ქუეყანისა მხედრობისა სარტყელი დაუტევე და პატივ-ეც წამებასა, და წინაშე მძლავრთა მაცთურთა მყოფისათა ქრისტე ღმერთი აღიარე; ამისთვისცა მრავალსა სატანჯველსა მიეცი, საბა დიდებულო, ვინაცა ყოვლად შუენიერითა ძლევისა გვირგვინითა შეიმკე ყოველთა მეუფისა მიერ და ზეცისა მხედრობათა თანა მდგომარე ბრწყინვალედ განშუენებული წინაშე მისსა ევედრე მას, რაითა აცხოვნნეს სულნი ჩუენი.
კონდაკი: გამოსჩნდი შენ უძლეველად სტრატილატად და სძლიენ მანქანებასა ბარბაროზთასა, და მტკიცედ იღუაწე, დიდებულო, და სიმრავლე მტერთა უხილავთა შემუსრე; ამისთვისცა გვირგვინი ძლევისა შეითხზენ; ევედრე ჩუენთვის ქრისტესა ღმერთსა, საბა ყოვლადსანატრელო, სარწმუნოებით პატივისმცემელთა შენთათვის.