დიდმოწამისა თეოდორე ტირონისა; თევდორობა (გარდამავალია, მოიხსენიება დიდმარხვის პირველ შაბათს); მღვდელმოწამისა დოსითეოზისა, ქუთათელი მიტროპოლიტისა (წერეთელი, 1820); 42-თა ამორეველ მოწამეთა: კონსტანტინესი, აეტისა, თეოფილესი, თეოდორესი, კალისტესი, ბასოსი, პატრიკისა, თეოდორე კრატერისა, მელისენესი და სხვათა მათთანა (დაახლ. 842); პოვნა პატიოსნისა ჯვარისა და პატიოსანთა სამსჭვალთა (ძელისა ცხორებისა) წმიდისა ელენე დედოფლის მიერ იერუსალიმში (326); ღირსმოწამეთა: კონონისა და ძისა მისისა კონონისა (270-275); ღირსისა ევსუქი (ისიქი) სასწაულმოქმედისა, გალატიელისა (781); მოწამისა ევფროსინესი; ღირსმოწამისა მაქსიმესი.
დღის ლოცვა
წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის
ტროპარი:
დიდ არიან სარწმუნოებისა საკვირველებანი, რამეთუ ალსა მას შინა ცეცხლისასა, ვითარცა წყალსა განსვენებისასა, წმიდა მოწამე თეოდორე იხარებდა, რამეთუ ცეცხლსა შინა შეიცხო, ვითარცა პური ტკბილი და შეწირულ იქმნა წინაშე სამებისა. მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩვენნი.
კონდაკი:
სარწმუნოება ქრისტესი, ვითარცა ჯაჭვი შეიმოსე, ჰოი, მრავალმოღვაწეო თეოდორე, შინაგან გულსა შენსა, და წინააღმდგომნი ძალნი დააკუეთენ, და დასცენ ბომონნი, და ვითარცა უძლეველი მხედარი, გვირგვინითა შეიმკუე საუკუნითგან მაღლით გარდამო.
42-თა ამორეველთა მოწამეთა
კონდაკი: ქუეყანასა ზედა ქრისტესთვის იღუაწეთ და მიიღეთ ზეგარდამო დიდებისა იგი გვირგვინი, და უფლისა მიერ მადლი, განმაძლიერებელი თქუენი, და ყოველნივე ზახებანი მტერთანი განაბნიეთ, და ქრისტე ღმრთისათვის ტკივილთა დათმენა და სისხლთა დათხევა მიითვალეთ, ხოლო მაქებელთა თქუენთა მარადის იხსნით განსაცდელთაგან.
სხვა კონდაკი: ახალ გამოჩინებულნი ვარსკულავნი სარწმუნოებისანი, გულსმოდგინედ ქრისტესთვის ვნებულნი, საქებელითა გვირგვინითა ღირსებით ყოველთა გვირგვინოსანვყვნეთ მვედრებელნი ჩუენთვის ქრისტეს მიმართ, ვითარცა სუეტნი და ზღუდენი ქრისტიანობილისა მთავრობისანი.