კეთილმსახურისა მეფისა მოწამისა დემეტრე თავდადებულისა (1289); გრიგოლ დიალოღოსისა, რომის პაპისა (604); ღირსისა თეოფანე აღმსარებელისა, სიღრიანელისა (818); მართლისა ფინეზისა (დაახლ. 1500 წ. ქრისტეს შობამდე); ღირსისა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველისა (1021); საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე (1917წ.) (აღესრულება სამადლობელი პარაკლისი და პანაშვიდი ავტოკეფალიის აღმდგენელთა სულთა საოხად).
დღის ლოცვა
ღირსი აღმსარებელის თეოფანე სიღრიანელის კონდაკი:
მაღლით მოიღე საღმრთო განცხადებაი და მოსწრაფედ წარხედ შორის საწუთოსა ამის შფოთისა, და მარტო მყოფობითა სასწაულთმოქმედება და წი-ნაისწარმეტყუელებაი ღირსად მოიგე, სიმდიდრისა და მეუღლისაგან დაკლებულმან.