სოფრონ იერუსალიმელი პატრიარქისა (638-644); მღვდელმოწამისა პიონისი, ზმირნელი ხუცისა და მისთანათა (250); აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა მოწამისა ეპიმაქესი; სოფრონ ვრაჩანელი ეპისკოპოსისა (ბულგ.)(1813); ღირსისა იოანე მოსხისა (622).
დღის ლოცვა
სოფრონიოსის, იერუსალიმის პატრიარქის კონდაკი:
საღმრთოთა შურითა აღძრულმან ჭეშმარიტებათა ბრძანებანი პირითა განავრცენ და საფუძველსა ეკლესიათასა სჯულ-უდევ და მას შინა მყოფთა მონაზონთა ქცევანი განუწესენ, ბრძენთა პატრიარქთა შორის სოფრონ იერუსალიმელო, ყოვლადბრძენი სიტყუანი ზრახვათა შინა აღირჩიენ, რომლისა წინაძღუანვითა გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მღდელმთავარო, მართლმადიდებელთა სიქადულო.