დიდმარხვის დასაწყისი. ღირსმოწამისა ევდოკიასი (II); მოწამისა ანტონინასი (286-305); მოწამეთა მარკელესი და ანტონისა; ღირსისა დომნინა სირიელისა (დაახლ. 450-460); ღირსისა აგაპი ვათოპედელისა, ათონელისა; დავითისა, უელსის მთავარეპისკოპოსისა და მფარველისა (544); ღირსისა ლუკა სიცილიელისა (X); მოწამისა პარასკევა ტრაპეზუნდელისა (1659).
დღის ლოცვა
ღირსმოწამე ევდოკიას კონდაკი:
ღუაწლთა შინა შენთა კეთილად იღუაწე და შემდგომად სიკუდილისა განგვწმედ ჩუენ სასწაულთა აღმოცენებითა, ყოვლადქებულო, სარწმუნოებით მოლტოლვილთა საღმრთოსა მიმართ ტაძრისა შენისა, ვინა მედღესასწაულენი შენნი გევედრებით შენ, ღირსო მოწამეო ევდოკია, რაითა ვიხსნნეთ სულიერთა და მადლი სასწაულთა აღმოვივსოთ.