ყოველთა ღირსთა მამათა და დედათა, ღვაწლით გაბრწყინვებულთა (გარდამავალია, მოიხსენიება ყველიერის შაბათს); ღირსისა ბასილი აღმსარებელისა (VIII); მღვდელმოწამისა პროტერისა, ალექსანდრიელი პატრიარქისა (457); მღვდელმოწამისა ნესტორ ეპისკოპოსისა, პამფილიის პერგეს ვნებულისა (250); ღირსთა დედათა მარინასი და კირასი (V); მოციქულთა: ევულოსისა და ნუმფასი; მოწამისა აბერკისი (ავრიკისი); ახალმოწამისა ნა (ანა) თესალონიკელისა (1751); ღირსისა გერმანესი (რუმინ.)(405-415).
დღის ლოცვა
ღირსი ბასილი აღმსარებელის კონდაკი:
ზეგარდამო მოიღე საღმრთო გამოცხადებაი და ივლტოდი, ბრძენო, შფოთთაგან სოფლისათა, და ღირსად მარტოებით იყოფებოდი, და სასწაულთმოქმედებაი მოიღე, და მადლი უძლურთა კურნებისა, ბასილი ყოვლადსანატრელო.