ღირსისა პროკოპი დეკაპოლელისა, აღმსარებელისა (VIII); ღირსისა თალალე სირიელისა (დაახლ. 460); ღირსისა სტეფანესი, რომელმან აღაშენა სასნეულო არმატიისაY(614-ის შემდეგ); მოწამისა ნისიოსისა; მოწამისა გელასისა (297); ღირსთა ასკლეპიოსისა და იაკობისა; ლეანდრესი, სევილიის ეპისკოპოსისა (600/601); ახალმოწამისა ილია ტრაპეზუნდელისა (1749); რაფაელისა, ბრუკლინის (სირია) ეპისკოპოსისა (1915).
დღის ლოცვა
ღირსი პროკოპი აღმსარებელის, დეკაპოლელის კონდაკი:
ნათელ ცისკროვნად მთიებად მოგიგო დღეს ეკლესიამან, განაქარვენ რა ყოველნი ბოროტმადიდებელთა ზრახვანი, ვინაცა გევედრებით ხსენებისა შენისა აღმასრულებელნი: დაგვიფარენ, ზეცისა მესაიდუმლეო დიდებულო პროკოპი.