ღირსისა ლეონისა, კატანელი ეპისკოპოსისა, სასწაულმოქმედისა 785); მღვდელმოწამისა სადოკისა, სპარსელი ეპისკოპოსისა, და მისთანა 128-თა მოწამეთა (330); ღირსისა აღათონ რომის პაპისა (682); ღირსისა ბესარიონ ეგვიპტელისა, სასწაულმოქმედისა (IV-V); ღირსისა პლოტინესი; ღირსისა კინდეოსისა, პისიდიის ეპისკოპოსისა; ღირსისა დედისა მილდრედისა ბრიტანეთიდან (700).
დღის ლოცვა
ღირსი ლეონის, კატანელი ეპისკოპოსის, კონდაკი:
ვითარცა რა მნათობი დიდი აქუ შენ ეკლესიასა, ყოვლადნეტარო ლეონი, და უფროის მზისა განაბრწყინვებ მას, რომელიცა უკუე დაიცევ, ღირსო, უძლეველად და შეურყეველად, და შეუგინებელადცა მწვალებელთაგან, ვითარცა მარადის მოხსენებულმან.