სიმსივნის სამკურნალო რეცეპტი არქიმანდრიტ გიორგისგან (სავვა)
სიმსივნის სამკურნალო რეცეპტი არქიმანდრიტ გიორგისგან (სავვა)
დეკანოზი სერაფიმე დანელია:
2003 წლის გაზაფხულს, ქალაქ ტიმოშევსკში მამათა მონასტერს ვეწვიეთ. როგორც მიყვებოდნენ იქ მოღვაწეობდა საქვეყნოდ ცნობილი არქიმანდრიტი გიორგი (სავვა), სიყმაწვილიდან მონაზვნურ ცხოვრებას შემდგარი და მონასტრული მედიცინის უბადლო მცოდნე. წლების მანძილზე მის გულმოდგინე შრომასა და დაგროვებულ გამოცდილებას კეთილი ნაყოფი გამოეღო და დიდი წარმატებისთვისაც მიეღწია სხვადასხვა დაავადებათა მკურნალობის საქმეში. ამას მოწმობდა ავადმყოფთა ის დაუსრულებელი რიგი, რომელიც მასთან კურხევაზე მისულებს იქ დაგვხვდა.

მამა გიორგიმ დიდი სიყვარულით მიგვიღო, მოგვიკითხა და როცა შეწუხებულმა მეუღლის ავადმყოფობაზე მოვუყევი, დამამშვიდა, ბალახების ნაკრები გადმომილაგა და თან თავისი რეცეპტების კრებულიც გამომაყოლა.
საქართველოში ჩამოსვლისთანავე ჩემმა მეუღლემ და ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულმა რამოდენიმე ახლობელმა მამა გიორგის თექვსმეტი ბალახის ნაკრების რეცეპტის მიხედვით დაიწყეს მკურნალობა...
მოხდა სასწაული, მამა გოირგის სიტყვისამებრ, აღსარებისა და ზიარების თანხლებით მკურნალობის დადგენილი კურსის გულმოდგინე შემსრულებლებმა – უფალის წყალობით მალე კურნება მიიღეს.

რეცეპტი თავიდან გამოქვეყნდა საეპარქიო ჟურნალ ,,ჭყონდიდელში," ამჟამად კი ის კარგად არის ცნობილი საზოგადოების ფართო ფენისთვის.
მამა გიორგი, რომელიც სქემაში აღკვეცილ იქნა წმ. გიორგი ივერიელი, ათონელის სახელზე, გარდაიცვალა 70 წლის ასაკში, 2011 წელს.
გთავაზობთ მამა გიორგის მიერ მოცემული თექვსმეტი ბალახის რეცეპტს, რომელსაც არ ახასიათებს უკუჩვენება და რომლის ეფექტურობაც უპირველეს ყოვლისა განპირობებულია ადამიანის მზაობით, სინანულისა და ზიარების გზით საკუთარ თავზე მოიწვიოს უფლის გულმოწყალება.

აი, ეს საოცარი ნაკრები:
1. სალბი-35 გრ
2. ჭინჭარი-25 გრ
3. ასკილი-20 გრ
4. ნეგო-20 გრ
5. დათვის კენკრა- 20 გრ
6. ორკბილა-20 გრ
7. აბზინდა(მწარე)-15 გრ
8. ფარსმანდუკი-10 გრ
9. გვირილა-10 გრ
10. ოქროსცოცხა-10 გრ
11. ბეგქონდარა-10 გრ
12. ხეჭრელის ქერქი-10 გრ
13. არაყის ხის კვირტები-10 გრ
14. წყლის სამყურა-10 გრ
15. ბერულა-10 გრ
16. შავბალახა-10 გრ

ნაკრები კარგად დავაქუცმაცოთ და ავურიოთ. შემდეგ ავიღოთ 6 სუფრის კოვზი ნაკრები (დაახლოებით 26 გრ) და ჩავყაროთ ემალირებულ ჭურჭელში, დავასხათ 2,5 ლიტრი ადუღებული წყალი, დავდგათ ძალიან ნელ ცეცხლზე (95 გრადუსზე, ისე რომ არ ადუღდეს!!!) ზუსტად 3 სთ-ის განმავლობაში. ამის შემდეგ გადმოვდგათ, გადავწუროთ, გავაციოთ და შევდგათ მაცივარში. დავლიოთ თბილი, 1 სუფრის კოვზი (მძიმე შემთხვევების დროს შეიძლება 3 ს.კ.) დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1 სთ-ით ადრე. მკურნალობის კურსი 30 დღეა. შემდეგ საჭიროა დასვენება 10-12 დღე და კურსი გავიმეოროთ გამომჯობინებამდე. ნაყენი შევინახოთ მაცივარში სანამ არ გათავდება. მაცივარში ინახება დიდხანს. არ დაგავიწყდეთ, ბალახების მომზადების დროს ნაყენს დავამატოთ ნაკურთხი წყალი, სულ რამოდენიმე წვეთი."

* * *
KARIBCHEარქიმანდრიტი გიორგი: ,, - პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ისეთი სასიკვდილოდ საშიში დაავადების დროს, როგორიცაა ავთვისებიანი სიმსივნე, აუცილებელია მოვამზადოთ გენერალური აღსარება და ღირსეულად ვეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს.
ასევე აუცილებელია ზუსტი დიაგნოზი და ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა.

ეს ნაკრები გამოცდილია მრავალი ადამიანის მიერ და ბევრს დაეხმარა. მიუღიათ იგი, როგორც ოფიციალური მედიცინისგან უიმედოდ შერაცხულ ავადმყოფებს, ისე მათ, ვისაც ესესაა გაუგია თავისი ავადმყოფობის დაწყებითი სტადიის შესახებ.
შეთავაზებული ნაკრები კურნავს ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიან სიმსივნეს, აღადგენს უჯრედებს მთელს ორგანიზმში და არ გააჩნია უკუჩვენება"
ბალახების შეძენა შეგიძლიათ ფიტომაღაზიებში.

უფალმა მოიხსენოს არქიმანდრიტი გიორგის ღვაწლმოსილი სული და დალოცოს უძლურებასა და განსაცდელში მყოფი თავისი სამწყსო!
ბეჭდვაელფოსტა
03.11. 2016
giorgi
ირაა-ს, პირიქით გეთაყბა, ბალახები კურნავენ თორე მარტო რწმენა და ლოცვა როდის შველის ხალხს
08.10. 2016
დადუნა
დიდი მადლობა რეცეპტისათვის.უფალმა ნათელში ამყოფოს მამა გიორგის სული.
06.09. 2016
11
ლესელიძეზე ძველ მწვანე აფთიაქ "ფლორა"ში ექნებათ ეს ბალახები,თუ ყველა არა,უმრავლესობა. და იქნებ დაწეროთ ჰქონდა თუ არა მამა გიორგის უშვილობის რამე მცენარეული ბალახით მკურნალობის რეცეპტი.
05.09. 2016
lasha
მაინტერესებს კეთილთვისებიან სიმსივნეზე(ბაზალიომა) თუ შეიძლება ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ... თუ შეიძლება ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ
03.09. 2016
ირაა
ბალახმა კი არა რწმენამ განკირნა ეს ხალხი ჭეშმარიტ რწმენას და ლოცვას ყველაფერი შეუძლია მარტო ეს ბალახები ვერავის განკურნავს...
სხვა სიახლეები
28.03.2013
სნეულების წინააღმდეგ ბრძოლა საზოგადოების ჩამოყალიბებასთან ერთად დაიწყო. უხსოვარი დროიდან ადამიანები ცდილობდნენ, დაემარცხებინათ ავადმყოფობა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler