ლოცვა და ხალხური მედიცინა - ძლიერი საშუალება სნეულების წინააღმდეგ
ლოცვა და ხალხური მედიცინა - ძლიერი საშუალება სნეულების წინააღმდეგ
სნეულების წინააღმდეგ ბრძოლა საზოგადოების ჩამოყალიბებასთან ერთად დაიწყო. უხსოვარი დროიდან ადამიანები ცდილობდნენ, დაემარცხებინათ ავადმყოფობა , იყენებდნენ მცენარეებსა და მინერალებს, ორგანულ საშუალებებს. ეს ცოდნა დალექილია კაცობრიობის მეხსიერებაში და დღესაც არაერთი პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება. ხალხური მედიცინა არ კარგავს თავის ფუნქციას XXI საუკუნეშიც კი, მაშინ როცა სამედიცინო ტექნოლოგიები არნახულად სრულყოფილი გახდა. თუმცა არსებობს ბევრი პროფესიონალი ექიმის ჩანაწერი: მაშინ, როცა ნებისმიერი აპარატურა და პრეპარატი უძლურია, გაურკვეველი ზეციური ძალით მომხდარა ავადმყოფის განკურნება... პროფესიონალებიც აღიარებენ, რომ სულიერ ძალას არნახული შედეგის მიღება შეუძლია... ამიტომ, ლოცვა შეუცვლელი რჩება ნებისმიერი დაავადების დროს... ამას თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ბერები ყველაზე უკეთ იცნობდნენ მცენარეთა ენას და ხალხის დასახმარებლად ამ საშუალებასაც მიმართავდნენ მხურვალე ლოცვასთან ერთად, ნათელი გახდება: ხალხური მედიცინა დიდი საგანძურია...

შემთხვევითი არ არის, რომ სამედიცინო კარაბადინის შემგროვებელი და რედაქტორი პროფესიით ექიმი, ჟურნალ "მკურნალისა" და "კარიბჭის" რედაქტორი თამარ მამაცაშვილი გახლავთ. ღვთის წყალობით, სულიერი ძალა და იმისი ცოდნა არ მოგკლებოდეთ, როდის რა საშუალებას უნდა მიმართოთ, რომ სენი დაამარცხოთ.

სწორედ ამიტომ, გამომცემლობა პალიტრა L-მა 2009 წელს გამოსცა "კარაბადინის" პირველი ნაწილი, სადაც 2002-2008 წლებში გაზეთ "კვირის პალიტრაში", რუბრიკა "კარაბადინში" გამოქვეყნებული ყველა რეცეპტია შესული. მას მერე გამომცემლობასა და რედაქციაში ტელეფონის ზარი არ შეწყვეტილა, გვწერდნენ წერილებს, ითხოვდნენ "კარაბადინის" მეორე ნაწილის დაბეჭდვასაც, რადგან მკითხველს უკვე საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი ამ წიგნში შესული საშუალებების სიკეთე და სამკურნალო თვისებები. წელს, მათი თხოვნის შესაბამისად, გამოიცა "კარაბადინის" II ნაწილი, სადაც 2009-2012 წლებში გამოქვეყნებული რეცეპტებია თავმოყრილი.

კარაბადინი ძველად სამკურნალო დანიშნულების წიგნს ეწოდებოდა. როგორც "კარაბადინის" ავტორმა და შემდგენელმა თამარ მამაცაშვილმა გვითხრა, ეს თანამედროვე წიგნებიც არ შორდება თავისი სახელწოდების პირვანდელ გაგებას, რადგან მართლაც სამკურნალო საშუალებად ექცა ბევრ ჩვენს თანამემამულეს:

- "კარაბადინის" პირველი ნაწილის შექმნის იდეა ისევ მკითხველმა გვიკარნახა, მას მერე, რაც გაზეთ "კვირის პალიტრის" 2002 წლის ერთ-ერთ ნომერში დაფუძნდა ახალი რუბრიკა, რომელსაც "ხალხში გაბნეული რეცეპტები" ეწოდა (მოგვიანებით მას "კარაბადინი" დაერქვა). ეს იყო საინტერესო წამოწყება, რომელმაც ბევრს მოუტანა კარგი შედეგი. ქართული ტრადიციული მედიცინა საუკუნეებს მიღმა იღებს სათავეს და მის მასულდგმულებელ წყაროს ხალხში გაბნეული სიბრძნე - ხალხის მიერ ასწლეულობით და იქნებ ათასწლეულობითაც გამოცდილი სამკურნალო რეცეპტები წარმოადგენს.

"ხალხში გაბნეული სამკურნალო რეცეპტები" სწორედ ამ სიბრძნის, ამ დიდი საგანძურის თავმოყრას და ხალხისავე სასიკეთოდ გამოყენებას ისახავდა მიზნად, მაგრამ, ალბათ, ყველასთვის ნათელია, რომ ამ იდეის განხორციელება მხოლოდ მკითხველის უშუალო, აქტიური მონაწილეობით იყო შესაძლებელი. ჩვენი სურვილი სწორედ თქვენ მიერ მოწოდებული, მრავალნაცადი მცენარეული თუ სხვა ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების გამოქვეყნება და ათასობით მკითხველამდე მიტანა გახლდათ.

- ალბათ მას მერე ბევრი საინტერესო და უცხო რეცეპტი მიიღეთ მკითხველისაგან... თუმცა რამდენად სანდო იყო რომელიმე რეცეპტი, ეს გასარკვევი იქნებოდა...

- მართლაც ბევრი წერილი შემოვიდა. მიღებული ინფორმაცია შეჯერდა, დამუშავდა და ქართულ კლასიკურ სამედიცინო ძეგლებთან და დღემდე არსებულ მსგავს ინფორმაციასთან კავშირშიც გაიარა შემოწმება.

დღეს მთელ მსოფლიოში შეინიშნება მცენარეული პრეპარატებისაკენ მობრუნების ტენდენცია და ვის, თუ არა საქართველოს - მედეას ("მედიცინა" მის სახელთანაა დაკავშირებული) სამშობლოს, აქვს დიდი ისტორიული გამოცდილება და არანაკლებ დიდი პერსპექტივა ამ მიმართულებით? მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხელმოკლეობის ჟამს ბევრ ადამიანს შეიძლება ხსნად ექცეს ხალხური მედიცინის რეცეპტი, რომელიც მისთვის სრულიად იაფი, ან უფასოც შეიძლება აღმოჩნდეს.

- რა შედეგი დაინახეთ მას მერე, რაც "კარაბადინის" I ტომი გამოვიდა?

- გვეხმაურება უამრავი მადლიერი მკითხველი, გვიამბობენ, როგორ იმკურნალეს და როგორ ეშველათ "კარაბადინის" რეცეპტებით სხვადასხვა პათოლოგიების დროს.

სწორედ ისინი გვთხოვდნენ, დაგვეჩქარებინა წიგნის მეორე ნაწილის გამოცემა, მაგრამ ამას ხომ სათანადო მასალის დაგროვება და, შესაბამისად, გარკვეული დრო სჭირდებოდა. ვასრულებთ ყველას თხოვნას და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თავმოყრილ რეცეპტებს მეორე წიგნად გთავაზობთ. ვიმედოვნებთ, რომ პირველი ნაწილის მსგავსად, ისიც ბევრ სარგებლობას მოუტონს მკითხველს.

P.S. ცხადია, ხალხში გამოცდილი რეცეპტები, რომლებიც ხალხურ სიბრძნეს ინახავენ და გადმოგვცემენ, ყოველთვის მნიშვნელოვანია, როგორც რიგითი ადამიანებისთვის, ისე ახალი ეროვნული ფარმაციის თვალსაზრისითაც. "კარაბადინის" როგორც I, ისე II ტომის მნიშვნელობა ამ თვალსაზრისით, განუსაზღვრელია. ეს ტომეული ყველა ოჯახში უნდა იდოს. ჩვენმა წინაპრებმა გადმოცემებით თაობებს დაუტოვეს სამკურნალო ნაყენებისა და მალამოების რეცეპტები, უამრავი აქამდე არ ყოფილა ჩაწერილი. ახლა ჩაწერისა და დაფიქსირების დროა! როგორც ქალბატონი თამარ მამაცაშვილი ამბობს: "ხალხმა გააკეთა, ხალხმა გამოსცადა, ხალხმა გადასცა თაობიდან თაობას და ჩვენამდე მოიტანა. ჩვენ კი შვილებს უნდა გადავცეთ - დახვეწილი, მეცნიერულად გამართული ქართული ეროვნული მედიცინა".

ესაუბრა
ლელა ჯიყაშვილი


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.08.2016
დეკანოზი სერაფიმე დანელია:
2003 წლის გაზაფხულს, ქალაქ ტიმოშევსკში მამათა მონასტერს ვეწვიეთ. როგორც მიყვებოდნენ იქ მოღვაწეობდა საქვეყნოდ ცნობილი არქიმანდრიტი გიორგი (სავვა),
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat