"ჟამნი" პირველად რომ ავიღე ხელში, მეგონა, რაღაც ამოუცნობ იეროგლიფებთან მქონდა საქმე
"ჟამნი" პირველად რომ ავიღე ხელში, მეგონა, რაღაც ამოუცნობ იეროგლიფებთან მქონდა საქმე
მთელი სამყარო ადიდებს უფალს. ყოველ ცისკრის მსახურებაზე გვესმის: "აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა! შენ გშვენის გალობა, ღმერთო!.." ცაში ღმერთს ქებას ასხამენ "ანგელოზნი და ძალნი მისნი", ღირსთა და მართალთა სულები, მზე - "მფლობელი დღისა", რომელმაც იცის "ჟამი დასვლისა თვისისა", მთვარე - "ღამის ხელმწიფე", ვარსკვლავები, რომელთაც პოეტმა "მარადისობის ჭუჭრუტანები" უწოდა, ფრინველები, რომლებიც არ ზრუნავენ ხვალინდელ დღეზე; მიწაზე უფალს უგალობენ პირუტყვნი, ქვეწარმავალნი, მთანი და ბორცვნი, ნისლი - "ფიქრი მთებისა", მიწაზე მარგალიტივით მიმობნეული ცვარი, "ცელქი სიო" და "სული ნიავქარისა", ცეცხლი, სეტყვა, თოვლი... ყველა ქმნილებაში სითბოს, წესრიგის და სიყვარულის ძალა მეფობს.

მთელი სამყარო მშვიდი სიხარულით აღსავსე სიმფონიაა. მისი ზეციური ბგერები ადამიანის სმენას კეთილ ფიქრს აწვეთებს: "საცნაურ არს ღმერთი ზრახვასა შინა წრფელთასა", - უფლის დიდება კი ის სიმია, რომელიც სამყაროს ყველა ნაწილს აერთებს.

საეკლესიო ღვთისმსახურება ღვთისა და წმინდანთა სადიდებელი ჰიმნებისა და საგალობლებისაგან შედგება. მათ შესწევთ ძალა, რომ გაათბონ, შეძრან და მიიზიდონ ადამიანთა გულები, მაგრამ, როგორც წმინდა იოანე სინელი ამბობდა, "ლოცვის მშვენიერება სხვისი სიტყვით არ ისწავლება; მისი მასწავლებელი ღმერთია, "რომელმან ასწავის კაცთა მეცნიერება" და "მისცის ლოცვა მლოცველსა".

მედავითნეს, რომელიც ღვთისმსახურებაზე ლოცვებს კითხულობს, სასურველია, უწინარესად თვითონ ჰქონდეს გაცნობიერებული ლოცვის სიტყვების მნიშვნელობა. მას განსაკუთრებით მართებს გონების კონცენტრირება ლოცვის სიტყვებზე. მედავითნის სულიერი განწყობა ხშირად მრევლზეც აისახება ხოლმე. ბერი ამფილოქე წერდა: "მგალობლები ჰგვანან იმათ, რომლებიც მეფის სახლის გარეთ იმყოფებიან და ნაირ-ნაირი სიმღერით გამოხატავენ თავიანთ აღტაცებას. რა თქმა უნდა, მეუფე მათგანაც იღებს მადლობას, რადგანაც მისთვის მღერიან, მაგრამ მეტი ყურადღებით უსმენს სახლის მესაიდუმლეთ ანუ მათ, ვინც ყურში ჩასჩურჩულებს მას". უფალი ისმენს იმ ადამიანების ლოცვას, რომელნიც არა მარტო სიტყვით, არამედ, პირველ რიგში, გულით ლოცულობენ და რომელთაც თბილი ლმობიერება და თავმდაბლობა აქვთ მოპოვებული.

გვესაუბრება საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის მედავითნე დავით კვერნაძე.

- როგორ გახდი მედავითნე, რა სირთულეებს წააწყდი თავიდან და როგორ გადალახე?

- 90-იანი წლების დასაწყისში დეკანოზ ტარიელთან (სიკინჭალაშვილი) მივედი. მან რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ლოცვა-კურთხევა მომცა, მედავითნე გავმხდარიყავი. "ჟამნი" პირველად რომ ავიღე ხელში, მეგონა, რაღაც ამოუცნობ იეროგლიფებთან მქონდა საქმე. გავიდა დრო და დავით მეტრეველმა, რომელიც მაშინ სასულიერო აკადემიის სტუდენტი გახლდათ, მედავითნეობის ანაბანა მასწავლა, მაგრამ მედავითნედ ჩამოსაყალიბებლად 2 წელიწადი მაინც დამჭირდა. ერთხელ მეუფე დანიელმა ხარების დღესასწაულზე ხარების სახელობის ეკლესიაში აღავლინა ღამისთევის ლოცვა (ამ დღესასწაულს საკმაოდ რთული ტიპიკონი აქვს). მაშინ პირველად დავდექი მარტო რამდენიმე გადაშლილ წიგნთან. ძალიან შემეშინდა, თუმცა მონაზვნები დამეხმარნენ და სირთულეები, მეტ-ნაკლებად დავძლიეთ. დავრწმუნდი, რომ ღვთის შეწევნით შეუძლებელი არაფერია. მას შემდეგ 16 წელი გავიდა...

- უმთავრესად რა მოეთხოვება მედავითნეს?

- უპირველეს ყოვლისა, მედავითნემ ძალიან კარგად უნდა იცოდეს ძველი ქართულით კითხვა (ძველი ქართული სიტყვების მნიშვნელობა). უყვარდეს ლოცვა და კარგად ესმოდეს ის, რასაც კითხულობს. ერთი ბერი ამბობდა: "თუ თავად არ გესმის ის, რასაც ამბობ, როგორ გინდა, რომ ღმერთმა გაგიგონოს?" გამოდის, ასეთი ლოცვა ფუჭი და უნაყოფოა. არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, გონების გაუბნევლობას.Eეს მხოლოდ წმინდანებს ძალუძთ. ერთი წმინდა მამა ამბობს: "ღმერთმა რომ მოჰკითხოს ადამიანს ლოცვის დროს გონების განბნევა, ვერავინ ცხონდებოდაო".

მედავითნე შედარებით ნელა უნდა კითხულობდეს, რათა ეკლესიაში მყოფმა მრევლმა შეძლოს ლოცვის ტექსტის გააზრება. მედავითნის მიერ წარმოთქმული სიტყვები მკაფიოდ და ნათლად უნდა აღიქმებოდეს. წირვა-ლოცვაზე დასწრება ეკლესიური ცხოვრების ქვაკუთხედია, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა გაიგოს, რას კითხულობს მედავითნე. იმისათვის, რომ ადამიანი აქტიურად ჩაერთოს ღვთისმსახურების მსვლელობაში და გონება ნაკლებად გაეფანტოს, საჭიროა, გულისყური მიადევნოს ლოცვის სიტყვებს.

- რა ვიღონოთ, როცა ლოცვისას გონება ხშირად გვეფანტება?

- ამისთვის იოანე სინელი ოქროს წესს გვთავაზობს: "გაგებნევა გონება? - ეცადე, ისევ შემოიკრიბო ლოცვის სიტყვებში, ისევ გაგებნევა? - ისევ შემოკრიბე... იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს... გონების წარუტყვევნელობა ანუ გონებაგანუბნევლობა მხოლოდ ანგელოზებისთვის არის დამახასიათებელი".

- წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობდა: "ლოცვის ღირსება მხოლოდ ხარისხშია და არა რაოდენობაში". რას გულისხმობს ჭეშმარიტი ლოცვა?

- ლოცვა ღმერთთან საუბარია. უფალს კი ჩვენგან სურს "გული შემუსვრილი, სული შემუსვრილი და დამდაბლებული". წმინდა ისააკ ასური ამბობს: "თუ ადამიანი არ ლოცულობს ისე, როგორც ცოდვილი, სათნოების როგორ სიმაღლეზეც არ უნდა იმყოფებოდეს იგი, ღმერთი მის ლოცვას არ შეისმენსო".

ერთხელ ერთ ბერს ხილვა ჰქონდა. ანგელოზმა იგი ზეცაში აიყვანა და აჩვენა ეკლესია, საიდანაც მხოლოდ ბავშვის ცრემლიანი ღაღადისი აღწევდა ზეცას - ყრმა ღმერთს დედის განკურნებას ევედრებოდა. სხვა იქ მყოფთაგან ზოგი მოყვასს განიკითხავდა, ზოგიც ყოფით საზრუნავზე ფიქრობდა. ეშმაკი ყველაზე მეტად ლოცვასა და სიმდაბლეს ებრძვის, იმიტომ რომ ეს ორი სათნოება ყველაზე მეტად აახლოებს ადამიანს ღმერთთან.

- ხდება ხოლმე, რომ ადამიანი, რომელიც წარმატებას მიაღწევს რაიმე სათნოებაში, თუნდაც ლოცვით ღვაწლში, იწყებს საკუთარი თავის განდიდებას, ფიქრს საკუთარ ღირსებებსა და წარმატებებზე. Eემუქრება თუ არა ხიბლისა და სიამაყის საფრთხე მედავითნეს?

- ამასთან დაკავშირებით წმინდა იოანე სინელი წერს: "როდესაც ვლაპარაკობ, ვამაყობ, როდესაც ვდუმვარ - მაინც ვამაყობ; როდესაც ძვირფასი სამოსი მაცვია - ვცუდმედიდობ, თუმცა მაშინაც ვცუდმედიდობ, როცა გლახაკის ტანსაცმელი მაცვიაო". ხიბლი ჩვენს დაცემულ ბუნებაშია ჩანერგილი.Aმისკენ მიდრეკილება არავისთვის არის უცხო. როდესაც ადამიანი თავის ცოდვებს ვერ ხედავს და ჰგონია, რომ რაღაც სიმაღლეს მიაღწია და ღმერთს მიუახლოვდა, უფალი მას აუცილებლად დაამდაბლებს, რადგან სხვაგვარად იგი დაიღუპება. სიამაყის ეშმაკი ადამიანს აშფოთებს, თავს ახვევს აზრს, რომ მან წარმატებას თავისით მიაღწია, რომ მშვენიერი ხმა აქვს, გამართულად კითხულობს, რომ სხვებს სჯობია, მაგრამ გამოცდილებამ დამარწმუნა, როცა კი ვინმეზე მაღლა დამიყენებია თავი და მიფიქრია, კარგი მედავითნე ვარ-მეთქი, მაშინვე სერიოზული შეცდომა დამიშვია კითხვაში. ასეა, ღმერთი გვამდაბლებს, რათა თავი დავიმდაბლოთ.

- მედავითნე სასულიერო პირი არ არის, მაგრამ მისმა საქციელმა მაინც შეიძლება დააბრკოლოს ეკლესიაში მყოფი...

- არსებობს საეკლესიო სამართლის კანონები, მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებები, სადაც მითითებულია, რა ცოდვა არ უნდა ჩაიდინოს მედავითნემ. მან არ უნდა დააბრკოლოს მრევლი ისეთი მომაკვდინებელი ცოდვების ჩადენით, როგორიცაა ლოთობა, მრისხანება და ა.შ. როცა ადამიანი თავს იდებს საეკლესიო მსახურების წარმართვას, ასეთ ცოდვებში არ უნდა ჩავარდეს. მედავითნე მაგალითს უნდა აძლევდეს მრევლს. რა დაღლილი ან გაღიზიანებულიც არ უნდა იყო, სიყვარულისა და გულისხმიერების გამოჩენა მაინც გმართებს, ვინაიდან სიყვარული და გულისხმიერებაა თავიდათავი ქრისტიანობისა.

როგორც წმინდა მამები ამბობენ, მოყვასისგან არის ჩვენი აღშენებაც და დაცემაც. თუ ჩვენი საქციელითა და სიტყვით შევიძენთ მოყვასს, მაშინ მოვიპოვებთ ცხონებას, ხოლო თუ დავაბრკოლებთ მოყვასს, ცხონებასაც დავკარგავთ.

- შენს ცხოვრებაზე, შენი პიროვნების ჩამოყალიბებაზე თუ მოახდინა გავლენა მედავითნეობამ?

- მედავითნეობამ ძირფესვიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მედავითნეობის შესწავლის შემდეგ ჩემთვის ქრისტიანობამ სულ სხვა სიმაღლე და ხარისხი შეიძინა. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელსაც მედავითნეობა არ შეუსწავლია, არ შეუძლია ღვთისმსახურებაში ჩართვა და ღმერთთან საუბარი. შეიძლება, მრევლის რიგითი წევრი ბევრად უფრო წინ წავიდეს თავისი სიმდაბლითა და სიყვარულით და მისი ლოცვა უფრო შეიწიროს უფალმა. წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: "ყველამ, ვისაც სურს, რომ მისი ლოცვა ღმერთმა შეიწიროს, უნდა შესწიროს იგი საკუთარი ცოდვილობისა და ქველმოქმედების მიმართ უკიდურესი უკმარისობის შეგნებით; უნდა შესწიროს ლოცვა საკუთარი ღირსებების უარყოფით, რომელნიც სწორედ რომ არარაობაა ღმერთის უსაზღვრო ღირსების წინაშე; უნდა შესწიროს ყველა მოყვასის წინაშე დამდაბლებული გულით, ყველა მოყვასის შემყვარებელი გულით, მოყვასისთვის ყველა შეურაცხყოფისა და წყენისმიმტევებელი გულით".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.02.2023
ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში დილისა და ძილის წინ ლოცვების შემდეგ იკითხება.
25.05.2022
მისი პირველი დამფუძნებლები იყვნენ ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ღირსი მამები: პავლე თებაიდელი და ანტონი დიდი.
04.04.2022
ტროპარი

დღეს ყოვლისა სოფლისა სიხარულისა დასაბამი წინადღესასწაულისა გალობად მოგვიწოდს,
22.03.2022
გვესაუბრება რუის-ურბნისი ეპარქიის მღვდელმსახური, სანებლის წმინდა ნიკოლოზის მამათა მონასტრის წინამძღვარი,
27.02.2022
გვესაუბრება საქართველო- აზერბაიჯანის საზღვარზე, წითელ ხიდზე მდებარე მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის
13.02.2022
ტროპარი: ზეცისა ანგელოზთა გუნდი მოიწივნის ქვეყნად და იხილეს ღმერთი, ვითარცა ჩვილი, ტვირთული მოხუცებულისა მკლავთა ზედა
27.01.2022

ოხითა წმიდისა ნინოსი, ხმა დ

სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო, ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
17.01.2022
ტროპარი, ხმა 4.

უკუნიქცა ოდესმე იორდანე მდინარე ხალენითა ელისესითა ამაღლებასა ილიასა და განყოფდა წყალსა იმიერ, და ექმნა მას მწყურნები გზად ხმელად სახედ ჭეშმარიტისა ნათლისღებისა,
02.12.2021
"შვილებო, მსურს, რომ ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს ნათელი ბრწყინავდეს თქვენს გულებში.
07.12.2020
პირველი საფეხური გულისხმობს გარეგნულ ლოცვას - კითხვით, დგომით და მუხლთადრეკით გამოხატულს. თუმცა ამ დროს ყურადღება იფანტება,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat