როდის იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა
როდის იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა
ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში დილისა და ძილის წინ ლოცვების შემდეგ იკითხება. ამ ლოცვას ვკითხულობთ ყველიერის კვირის სამშაბათს საღამოს, ოთხშაბათს დილას, ხუთშაბათს საღამოს და პარასკევს დილას, შემდეგ კი შენოდბის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათს დილის ჩათვლით ,დიდმარხვის განმავლობაში ამ ლოცვას არ ვასრულებთ ყოველ პარასკევს საღამოს, შაბათ დილა-საღამოს და კვირა დილას, ხოლო კვირა საღამოდან კვლავ განავაახლებთ ხოლმე.   

წმინდა ეფრემ ასური IV საუკუნეში, ქალაქ ნიზიბიაში დაიბადა. მშობლების შეგონების მიუხედავად იგი ძალიან ფიცხი ბუნების იყო. ხშრად ჩხუბობდა და ღვთის არსებობაშიც ეჭვი ეპარებოდა. ამიტომ უფალმა მისი გამოსწორება გადაწყვიტა: ერთხელ მას ცხვრების მოპარვა დასწამეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს. ეს პერიოდი მის ცხოვრებაში  საოცარი სინანულის და საოცარი სულიერი ნაყოფიერების ხანა აღმოჩნდა. წმინდა მამა განთავისუფლების შემდეგ გააცნობიერებს თავისი წარსული ცხოვრების მძიმე შემთხვევებს და  ძალიან დიდ სინანულში აღმოჩნდება.   ნიზიბიის მთებს მიაშურებს და ცნობილ ასკეტს, იაკობს დაემოწაფება, რომელმაც ქრისტიანულ სათნოებებში განსწავლა. მასთან უამრავი ადამიანი მიდიოდა და ღებულობდა სულიერ საზრდოს. წმინდა ეფრემი ქადაგებას ყოველთვის საკუთარი თავის მხილებით იწყებდა.
მან ძალიან მდიდარი სულიერი მემკვიდრეობა დაგვიტოვა, რომლებიც გვეხმარებიან  სულიერი ცხოვრების სწორად წარმართვაში. მის მიერ შექმნილი ლოცვებიდან გამორჩეულია ერთი ლოცვა, რომელიც მის სახელს ატარებს-ლოცვა „ეფრემ ასურისა“. ეს ლოცვა იკითხება მხოლოდ დიდ მარხვაში და იწყება ყველიერის კვირის ოთხშაბათიდან. ძნელი არ არის ამ ლოცვის შინაარსის გაგება, ამ ლოცვით მორწმუნეები გამოხატავენ პირვეყოვლისა უფლისადმი ვედრებას, რომ არა ადამიანს შეუძლია თავის თავის განკურნება და სწორ გზაზე დაყენება, არამედ უფალს.
ადამიანი, რომელიც მხოლოდ მისი თავის იმედად არის, ის ცოდვის მიერ ძლეული  იქნება.   პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ  საკუთარი შეცდომების აღიარება, როგორც ამას თვითონ წმინდანი გვასწავლის.

ჩვენ ამ ლოცვით უფალს ვთხოვთ, რათა მან არ დაუშვას ჩვენს ცხოვრებაში მიდრეკა სხადასხვა ცოდვებისკენ, როგორებიც ამ ლოცვაშია მოყვანილი: უქმობა, მიმომწვლილველობა, მთავრობის მოყვარეობა და ცუდად მეტყველობა. და ამათ წილ მოგვცეს: სიწმინდე, სიმდაბლე, მოთმინება და სიყვარული, რომელთა აღსრულებაც არის  ცხონებისაკენ მიმავალი გზა.

დიდი მარხვის დასაწყისში მორწმუნეები ცდილობენ მიუტევონ ერთმანეთს შეცოდება და განთავისუფლდნენ ცოდვებისაგან, რათა მარხვა მათი იყოს სიწმიდით და სიმდაბლით აღსრულებული. თანმიმდევრულად მივყვეთ ამ ლოცვაში ჩამოთვლის მანკიერ მხარეს, რომლებზეც თითოეული ჩვენთაგანი უნდა ფიქრობდეს. უფალს ვთხოვთ, რომ სულსა უქმობისასა განგვაშოროს, უქმად ყოფნა ადამიანისათვის არის დამღუპველი, ადამიანი ყოველთვის უნდა ცდილობდეს,  რაიმე აკეთოს და თავის სულს შეჰმატოს. უქმად ყოფნა იწვევს მიმომწვლილველობას ანუ მოწყენილობას, რაც ხშირად  ადამიანს სასოწარკვეთაში აგდებს. სასოწარკვეთილი ადამიანი კი, რომელიც ვერაფერს აკეთებს, იწყებს ოცნებას და მთავრობისმოყვარეობას ანუ იგივე დიდებისმოყვარებას ცოდვაში, როდესაც ამ ფიქრებიდან გამოფხიზლდება და ხვდება რომ ეს მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო, იწყება ცუდად მეტყველება, ბილწსიტყვაობა. აი, ადამიანის უქმად ყოფნა რამდენი ცოდვის შემცველია. „ეფრემ ასურის“  ლოცვით ადამიანი ითხოვს, რომ ეს მანკიერი მხარე უფლის დახმარებით გამოასწოროს და შეიძინოს ის სათნოებები, რომლებიც მას უფლამდე მიიყვანს.  ამ ლოცვის გვირგვინი არის თხოვნდა უფლისადმი, რომელიც თითოეული ჩენთაგანისთვის ქვაკუთხედად უნდა იქცეს: „განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა“.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.05.2022
მისი პირველი დამფუძნებლები იყვნენ ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ღირსი მამები: პავლე თებაიდელი და ანტონი დიდი.
04.04.2022
ტროპარი

დღეს ყოვლისა სოფლისა სიხარულისა დასაბამი წინადღესასწაულისა გალობად მოგვიწოდს,
22.03.2022
გვესაუბრება რუის-ურბნისი ეპარქიის მღვდელმსახური, სანებლის წმინდა ნიკოლოზის მამათა მონასტრის წინამძღვარი,
27.02.2022
გვესაუბრება საქართველო- აზერბაიჯანის საზღვარზე, წითელ ხიდზე მდებარე მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის
13.02.2022
ტროპარი: ზეცისა ანგელოზთა გუნდი მოიწივნის ქვეყნად და იხილეს ღმერთი, ვითარცა ჩვილი, ტვირთული მოხუცებულისა მკლავთა ზედა
27.01.2022

ოხითა წმიდისა ნინოსი, ხმა დ

სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო, ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
17.01.2022
ტროპარი, ხმა 4.

უკუნიქცა ოდესმე იორდანე მდინარე ხალენითა ელისესითა ამაღლებასა ილიასა და განყოფდა წყალსა იმიერ, და ექმნა მას მწყურნები გზად ხმელად სახედ ჭეშმარიტისა ნათლისღებისა,
02.12.2021
"შვილებო, მსურს, რომ ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს ნათელი ბრწყინავდეს თქვენს გულებში.
07.12.2020
პირველი საფეხური გულისხმობს გარეგნულ ლოცვას - კითხვით, დგომით და მუხლთადრეკით გამოხატულს. თუმცა ამ დროს ყურადღება იფანტება,
30.04.2020
1. თომას კვირიდან ამაღლებამდე "მეუფეო ზეცათაოს" არ ვამბობთ. დასაწყის ლოცვებს ვიწყებთ ტროპრით:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat