უფალი ყოველთვის და ყველგან, დილით თუ საღამოს, სახლში თუ გარეთ, მზად არის ჩვენთან ურთიერთობისათვის
უფალი ყოველთვის და ყველგან, დილით თუ საღამოს, სახლში თუ გარეთ, მზად არის ჩვენთან ურთიერთობისათვის
საუფლო ლოცვა "მამაო ჩვენო"
"ღმერთო, მიშველე" - ეს სიტყვები ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გვითქვამს. თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში დამდგარა ის წუთები, როდესაც უფლისათვის მიგვიმართავს ბაგეებით, ან უბრალოდ თვალების ზეცაში აპყრობით მაინც. განსაცდელის დროს ხშირად უმწეობის შეგრძნება ისეთი ძლიერია, რომ "უცხო" ძალის შეწევნის იმედიღა გვაქვს. გვავიწყდება ყველა სხვა ცხოვრებისეული ტკივილი, პრობლემა, ჩანაფიქრი და მთელი ძალებით ვცდილობთ, თავი გადავირჩინოთ. თუმცა უსუსურები ვართ ამ ბრძოლაში, ამავდროულად, იმდენად აშკარაა ჩვენი ეს სავალალო მდგომარეობა, რომ ერთი გზაღა დაგვრჩენია - დახმარება და იმედი უზენაესისა, რომელიც არც ჩანს, არც გვინახავს, მაგრამ მაინც გვეიმედება. ამას ვუწოდებთ მართლმადიდებლები ლოცვას, რომელსაც ამ შემთხვევაში წამიერი ხასიათი აქვს და განსაცდელითაა ნაკარნახევი.

ღმერთის მიერ შექმნილ ადამიანს მუდმივად სჭირდება უფალთან ურთიერთობა, რათა მიაღწიოს იმას, რისთვისაც შეიქმნა - მსგავსებას შემოქმედთან, სულიერ და ზნეობრივ სრულყოფას, სხვაგვარად ხომ ამქვეყნად მის არსებობას აზრი ეკარგება. ღმერთია წყარო სიცოცხლისა და ადამიანის ადამიანობისა. მასთან ურთიერთობა კი ლოცვაა. ლოცვა ამჟღავნებს იმას, თუ რამდენად ვენდობით შემოქმედს, როგორ ვიცნობთ მას. თუ ცუდად ვიცნობთ ღმერთს, ცუდად ან საერთოდ არ ვლოცულობთ, თუ არასწორად ვიცნობთ, არასწორად ვლოცულობთ. მაგრამ თუ კარგად ვიცნობთ უფალს, მაშინ ჩვენი ლოცვა გვაახლოებს მასთან, ის გვისმენს ჩვენ და ჩვენ გვესმის მისი.

როგორც ხედავთ, ლოცვა იმისთვის არსებობს, რომ ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილება გვქონდეს და შევიგრძნოთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე მთელი ჩვენი შინაგანი არსებით.

ღმერთთან ურთიერთობისას არ გვჭირდება მაღალფარდოვანი, დაზეპირებული, ჰაერში გაფანტული სიტყვები, არამედ უბრალო გულიდან ამოსულიც საკმარისია. ამის კარგი მაგალითია მონანული მეზვერის სიტყვები: "ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას", რომელიც ლოცვის მაგალითად იქცა. არც ჯვარზე გაკრული ავაზაკი გამოირჩეოდა ლოცვების სიმრავლით, მაგრამ რწმენით წარმოთქმულმა რამდენიმე სიტყვამ აცხოვნა იგი. სარწმუნოება არის განმსაზღვრელი ლოცვის ძალისა და არა სიტყვების სიმრავლე. ლოცვის ძალა რწმენის სიძლიერეზეა დამოკიდებული. "...თუ გექნებათ რწმენა მდოგვის მარცვლის ოდენა და ეტყვით ამ მთას: გადადექი აქედან იქით, - გადადგება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის" (მთ. 17,20).

ღმერთი სიყვარული და სიკეთეა. იგი ზრუნავს, რომ სიყვარული და სიკეთე ჩვენც შევიგრძნოთ ეს კი მხოლოდ მასთან ურთიერთობით არის შესაძლებელი. იგი ცდილობს ჩვენთან შემოღწევას, მაგრამ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული - შემოვუშვებთ კი მას ჩვენში? როცა მოვიცლით მისთვის, მაშინ ჩდება შანსი; რამდენადაც გავუღებთ გულის კარს, იმ ხარისხით დამკვიდრდება ჩვენში, ამიტომ გვეუბნება იგი: "ითხოვეთ და მოგეცემათო" (ლუკ. 11,9). უფალი ყოველთვის და ყველგან, დილით თუ საღამოს, სახლში თუ გარეთ, მზად არის ჩვენთან ურთიერთობისათვის, ჩვენს მოსასმენად, ჩვენს დასახმარებლად. ღმერთი ჩვენი - იესო ქრისტე ჩვენი ყველაზე დიდი მეგობარია.

საუფლო ლოცვა - "მამაო ჩვენო"
უფალმა იესო ქრისტემ ასწავლა მოციქულებს ლოცვა, რომელიც არის მაგალითი ყველა საქრისტიანო ლოცვისათვის. ეს ლოცვა "მამაო ჩვენოს" სახელითაა ცნობილი და იკითხება ასე:

"მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი,
იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.
პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს,
და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი,
ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა.
და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა,
არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება უკუნისამდე, ამინ."


1) მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა – ლოცვის დასაწყისში ვთხოვთ მამა ღმერთს, რომელიც არის ჩვენი ზეციური მამა, ისმინოს ჩვენი თხოვნა-ვედრება. რომელი წმინდა ადამიანი მისცემდა თავის თავს ან თავის ძმებს – ცოდვილ, განგდებულ, ეშმაკისა და მარადიული სიკვდილის ტყვეობაში მყოფ ადამიანებს – იმის უფლებას, რომ ასე მიემართათ ღმერთისთვის? რა თქმა უნდა, არც ერთი. ამ უფლების მოცემა მხოლოდ ღმერთს შეეძლო. და მან ეს უფლება მოგვცა. ხოლო თუკი უფლება მოგვცა, ეს იმას ნიშნავს, რომ გვიწყალობა. ძე ღმრთისამ, გახდა რა ადამიანი, ღმრთის ძეებად, თავის ძმებად აქცია ადამიანები. იგი მიმართავს მამა ღმერთს ბუნებისმიერი უფლებით: "მამაო ჩვენო"; და ჩვენც გვანიჭებს მადლისმიერ უფლებას, მივეახლოთ ღმერთს, როგორც მამას, დავიწყოთ მისდამი ლოცვა საუცხოო, განსაცვიფრებელი სიტყვებით, "მამაო ჩვენო!"

მოწოდებას – "მამაო ჩვენო" – მაშინვე მოსდევს იმ ადგილის ჩვენება, თუ სად იმყოფება მამა, რომელიც არავითარი ადგილით არ არის შემოსაზღვრული, რომელიც ყველგან სუფევს და ყველაფერს მოიცავს თავის თავში: "მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა". მამის ადგილსამყოფელის ზეცაში ჩვენებით მლოცველი ძეც ზეცაში ადის. როცა ზეცას ვახსენებთ, არ ვგულისხმობთ ხილულ ცისფერ ზეცას, რომელიც დედამიწას გარს აკრავს, არამედ უხილავ, სულიერ ზეცას. დაივიწყე ყველაფერი ამქვეყნიური, უყურადღებოდ დატოვე მიწა – ეს დროებითი თავშესაფარი, რომელიც უმოკლესი ვადით გაქვს მოცემული, უყურადღებოდ დატოვე ყველაფერი, რაც ამ თავშესაფარს ეკუთვნის და რაც უმოკლესი ვადის გასვლის შემდეგ უეჭველად წაგერთმევა. მთელი შენი ზრუნვა ზეციური სამშობლოსკენ მიმართე.

2) წმიდა იყავნ სახელი შენი – დაგვეხმარე, მოგვმადლე ძალა, რათა ვიცხოვროთ ისე მართლად და წმიდად, რომ შენი სახელი მარად წმიდად იყოს ჩვენში და არ შეიბღალოს ჩვენი უწმიდური საქმეებითა და უსჯულო ცხოვრებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს თხოვნა არის საკუთარი ცოდვილობის, საკუთარი დაცემულობის აღიარება, ეს არის თხოვნა გულწრფელი სინანულის მონიჭებისა. "წმიდა იყავნ სახელი შენი" ჩემი სულის ტაძარში! გთხოვ ამას იმიტომ, რომ ვერ ვპოულობ მას ჩემში. ვპოულობ საპირისპიროს: მწარედ ვემონები ცოდვას. მომანიჭე სინანული, რომელიც განწმენდს ჩემს შინაგან ტაძარს.

3) მოვედინ სუფევა შენი – გაგვხადე ღირსი, რათა აქ, დედამიწაზე ვიხილოთ შენი ზეციური მეუფება თვით ჩვენს გულებში და ჩვენს ირგვლივ – ეს არის სიმართლე, სიყვარული, მშვიდობა.

რა საოცარი თანამიმდევრობაა უფლის ლოცვაში! ეს არის სულიერი წინსვლის თანამიმდევრობა, ჭეშმარიტი ღვთისმცნობელობის ნიჭის - სინანულის თხოვნის შემდეგ უფალი ასწავლის ღმრთის ძედ გამხდარ ადამიანს, ითხოვოს ღმრთის სასუფევლის დამკვიდრება საკუთარ სულში: ითხოვოს ეს მდაბლად, მაგრამ ძლიერი ლოცვითი რწმენით.

ვინც თავის თავში ღმერთის სუფევას შეიგრძნობს, ის უცხო ხდება ღმერთის მტერობაში მყოფი ამა სოფლისათვის; ვინც თავის თავში ღმრთის სუფევას შეიგრძნობს, მას, მოყვასისადმი ჭეშმარიტი სიყვარულით ანთებულს, შეუძლია ისურვოს, რომ ყველა ადამიანში გაცხადდეს ღვთის სასუფეველი.

4) იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა – დაე, ყველაფერი იყოს ისე, როგორც ეს შენ გსურს და არა ისე, როგორც ჩვენ გვსურს. დაგვეხმარე, შეგვაძლებინე, დავემორჩილოთ შენს ნებას და ისევე უსიტყვოდ აღვასრულოთ, როგორც ამას აღასრულებენ ზეცაში (სულიერ სამყაროში) დიდი სიყვარულითა და სიხარულით წმიდა ანგელოზნი, რადგან მხოლოდ შენთვისაა ცნობილი, რა არის ჭეშმარიტად კარგი და სასურველი ჩვენთვის და რა - ცუდი. შენ ბევრად მეტი სიკეთე გსურს ჩვენთვის, ვიდრე ჩვენ - ჩვენი თავისთვის.

5) პური ჩვენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს – პურში აქ იგულისხმება არა მხოლოდ საჭმელი პური, არამედ ყოველივე ის, რაც აუცილებელია დედამიწაზე ჩვენი არსებობისათვის; ეს იქნება: საკვები, შესამოსელი, საცხოვრებელი და ყველაზე მთავარი – ყოვლადწმიდა ხორცი და პატიოსანი სისხლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსაც წმინდა ზიარების სადუმლოში ვღებულობთ და რომლის გარეშე შეუძლებელია გადარჩენა, არ არსებობს მარადიული სიცოცხლე. უფალმა გვიანდერძა ვითხოვოთ ჩვენთვის არა სიმდიდრე, არა ფუფუნება, არამედ მხოლოდ ის, რაც არსებობისათვის არის აუცილებელი და ყველაფერში მივენდოთ ღმერთს; გვახსოვდეს, რომ ის, როგორც მამა, მარადის ზრუნავს და განიცდის ჩვენს გამო.

6) და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა – ისევე შეგვინდე და გვაპატიე ჩვენი ცოდვები, როგორც ჩვენ ვპატიობთ მათ, ვინც ჩვენს წინაშე სცოდავს. ამ შემთხვევაში ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვები ჩვენს ვალებად იწოდება და აი, რატომ: ღმერთმა მოგვცა ადამიანებს ძალა, ნიჭი და შესაძლებლობა, რათა სიკეთე ვაკეთოთ; ჩვენ კი ხშირად ღმერთისაგან სასიკეთოდ მოცემულ ნიჭსა და უნარს ბოროტებისათვის, ცოდვების ჩასადენად ვიყენებთ და ამრიგად ღვთის წინაშე "ვალში" აღმოვჩნდებით ხოლმე. ასე რომ, თუ ჩვენ თვითონ გულწრფელად არ ვპატიობთ ჩვენს "მოვალეებს", არც ღმერთი გვაპატიებს ჩვენს მიერ ჩადენილ ცოდვებს.

თხოვნის პირობის ასახსნელად უფალი სახარებაში ბრძანებს: "უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი" (მათე 6,14-15)

7) და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა – განსაცდელი ჰქვია აქ ისეთ მდგომარეობას, როცა რაღაც ძალა გვეწევა ცოდვისაკენ, ან ვინმე გვაიძულებს ან გვაცდუნებს ცოდვის ჩასადენად, რომლის გადატანაც ჩვენ არ შეგვიძლია და რომლის წინაშეც ჩვენ უძლურნი ვართ.

არამედ მიხსენ ჩუენ ბოროტისაგან - ანუ გადაგვარჩინე ჩვენ ქვეყნიერებაზე არსებული ყოველგვარი ბოროტებისაგან, თვით ეშმაკისაგან, რომელიც ყოველჟამს მზად არის ჩვენს დასაღუპავად. დაგვიფარე და გადაგვარჩინე მისი მზაკვარი და ფლიდი სიცრუისაგან, რომელიც შენს წინაშე არარაობაა.

საუფლო ლოცვას ვასრულებთ ღვთის დიდებისმეტყველებით (თუმცა ამ სიტყვებს მხოლოდ სასულიერო პირები ამბობენ): "რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ". დიდებისმეტყველებით ქრისტიანები გამოვხატავთ იმედს, რომ მივიღებთ, რაც ვითხოვეთ, რამეთუ ღმერთს ეკუთვნის სუფევა და შეუძლია ყოველივე, რასაც ვთხოვთ; მას ეკუთვნის ძალა და შეუძლია მოგვცეს, რასაც ვთხოვთ; მას ეკუთვნის დიდება, ვინაიდან არის კეთილი და მრავალმოწყალე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.02.2023
ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში დილისა და ძილის წინ ლოცვების შემდეგ იკითხება.
25.05.2022
მისი პირველი დამფუძნებლები იყვნენ ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ღირსი მამები: პავლე თებაიდელი და ანტონი დიდი.
04.04.2022
ტროპარი

დღეს ყოვლისა სოფლისა სიხარულისა დასაბამი წინადღესასწაულისა გალობად მოგვიწოდს,
22.03.2022
გვესაუბრება რუის-ურბნისი ეპარქიის მღვდელმსახური, სანებლის წმინდა ნიკოლოზის მამათა მონასტრის წინამძღვარი,
27.02.2022
გვესაუბრება საქართველო- აზერბაიჯანის საზღვარზე, წითელ ხიდზე მდებარე მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის
13.02.2022
ტროპარი: ზეცისა ანგელოზთა გუნდი მოიწივნის ქვეყნად და იხილეს ღმერთი, ვითარცა ჩვილი, ტვირთული მოხუცებულისა მკლავთა ზედა
27.01.2022

ოხითა წმიდისა ნინოსი, ხმა დ

სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო, ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
17.01.2022
ტროპარი, ხმა 4.

უკუნიქცა ოდესმე იორდანე მდინარე ხალენითა ელისესითა ამაღლებასა ილიასა და განყოფდა წყალსა იმიერ, და ექმნა მას მწყურნები გზად ხმელად სახედ ჭეშმარიტისა ნათლისღებისა,
02.12.2021
"შვილებო, მსურს, რომ ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს ნათელი ბრწყინავდეს თქვენს გულებში.
07.12.2020
პირველი საფეხური გულისხმობს გარეგნულ ლოცვას - კითხვით, დგომით და მუხლთადრეკით გამოხატულს. თუმცა ამ დროს ყურადღება იფანტება,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat