სკვნილი სულიერ მახვილსა და ხსნის კიბეს ნიშნავს
სკვნილი სულიერ მახვილსა და ხსნის კიბეს ნიშნავს
ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ღირს მამას, ანტონი დიდს ეკუთვნის საბერმონაზვნო კანონის, ტიპიკონის შედგენა და დამკვიდრება. დროთა განმავლობაში ბერმონაზვნური ცხოვრების წესის სხვადასხვა ტრადიცია ჩამოყალიბდა, გაჩნდა საძმოები და მონასტრები. შეიქმნა მონაზვნად შედგომის განსაკუთრებული წესიც, რომლის თანახმად სამონაზვნედ მოწოდებაზე იერარქი კითხულობს "სქემის კურთხევის" ლოცვას და სამონაზვნეს, წესისამებრ, შემოსავს კაბით, სარტყლით, საბეჭდურით, ანაფორით, მანტიით, კუნკულ-ბარტყულითა და სანდლებით (თითოეულს თავისი სიმბოლური დანიშნულება აქვს). ასევე გადასცემენ ხელის ჯვარს, სანთელსა და სკვნილს. სკვნილის ისტორია უკავშირდება მონასტრული ცხოვრების ფუძემდებელს პახუმი დიდს. საძმოს, რომელშიც ზეპირად ამბობდნენ იესოს ლოცვას, პახუმი დიდმა კანონად დაუდო, ყოველდღიურად რამდენჯერ აღესრულებინათ იესოს ლოცვა, ეს კი საჭიროებდა თვლას. ამის გამო მან ბერებს მისცა ნასკვებიანი თოკი. სწორედ ეს არის თანამედროვე სკვნილის წინასახე. იგი საზოგადოდ სულიერ მახვილსა და ხსნის კიბეს ნიშნავს. როგორც მხედარი მტრისგან იცავს თავს მახვილით, ასევე მონაზონიც სკვნილზე ლოცვით უკუაგდებს მტერს. სკვნილის სიმრგვალე ლოცვისა და მარადიულობის სიმბოლოა. იგი შედგება ათი, ოცდაცამეტი, ორმოცდაათი, ასი ნასკვისაგან და დაბოლოებულია ჯვრით. სკვნილზე ითქმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, რომელიმე წმინდანის საგალობელი, უმთავრესად კი იესოს ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". საერო ადამიანები სულიერი მოძღვრის კურთხევით ატარებენ სკვნილს და მასზე ლოცულობენ.

***
წერილობითი წყაროები სკვნილის შესახებ მწირია. პირველად იგი "ლავსაიკონში" გვხვდება, სადაც მოთხრობილია, თუ როგორ ლოცულობდა კენჭებზე ბერი პავლე თერმიელი. დღის განმავლობაში მას 300-ჯერ უნდა ეთქვა ლოცვა. ამიტომ უბეში 300 კენჭი ჰქონდა და თითოეული ლოცვის შემდეგ თითო კენჭს იღებდა. რაც შეეხება მეტანიებით ლოცვას, რომელსაც IV საუკუნიდან მჭიდროდ დაუკავშირდა სკვნილი, იგი ქრისტიანობის სათავეებიდან მომდინარეობს. როგორც ცნობილია, ევსევი კესარიელის "ეკლესიის ისტორიაში" მოთხრობილია, თუ როგორ ლოცულობდა უფლის ძმა, წმინდა იაკობი, ტაძარში მუხლმოყრილი და ღმერთს ადამიანების შეწყალებას სთხოვდა. თურმე ხშირი ლოცვისგან წმინდანის მუხლები აქლემის მუხლებივით ყოფილა გაუხეშებული. ირლანდიელი მეცნიერები ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას (შესაძლოა სადავოს) გვაწვდიან. წმინდა იაკობი ლოცვისას დღის განმავლობაში 2000-ჯერ და ამდენჯერვე ღამის განმავლობაში იყრიდა მუხლს ტაძრის ქვის იატაკზე, რის გამოც აქლემივით გადიდებული მუხლები ჰქონია. ირლანდიური სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით, მას წმინდა იაკობ მუხლმომყრელსაც უწოდებდნენ. ასევე იყრიდა მუხლს თურმე წმინდა ბართლომეც. მომდევნო საუკუნეებში კი ეს წესი ბერული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ლოცვის შემდეგ მუხლის მოყრის წესი დასავლეთის ეკლესიაში აღმოსავლეთიდან შევიდა.

***
სულხან-საბა კრიალოსანს ამგვარად განმარტავს: "კრიალესვანი (კრიალესონი) სალოცავად ასხმული მარცვალნი", "ეს არის ასხმულნი მძივნი, ანუ ხეთა ნათალნი ძაფთა ზედა, ლოცვისა სათქმელად". დ. ჩუბინაშვილი ასე განმარტავს: "კრიალოსანი, კრიანესული - სავარდი ასხმული მძივები სათვალავად" და იქვე გვაძლევს რუსულ შესატყვისს: "ჩოტკი". სავარდზე იგი წერს: "150 მარცვალი კრიალოსანი ფსალმუნთ სათვალავზედ". სავარდს საბა ამგვარად განმარტავს: "ეს არს 150 მარცვალი კრიალოსანი ფსალმუნის სათვალავზე, საუფლო საიდუმლოთათვის ლოცვის სათქმელი". სკვნილი სხვადასხვა მასალისგან მზადდებოდა და მზადდება, კერძოდ: შალის ძაფისაგან, მინისაგან, ძვირფასი ქვებისაგან: ქარვისგან, გიშრისგან და სხვა. სარდიონის, მარგალიტის, ძოწის და მარჯნის სკვნილები ევროპაში ყოფილა გავრცელებული. ისინი ასევე მზადდებოდა ხის, ძვლის ან სხვადასხვა მცენარისაგან, როგორიცაა: ღვთისმშობლის ცრემლები, იობის ცრემლები, კრიალოსნის მოლი, ანუ კაკბის საკენკელა, რომელსაც რუსები ჩოტოჩნიკს უწოდებენ, ფინიკისა და ზეთისხილის კურკებისაგან და სხვ. ღვთისმშობლის ცრემლებს დღეს ჩვენში კარგად იცნობენ. მისი ქართული სახელწოდება რუსულის კალკი უნდა იყოს, ქართულად მას, მხედველობაში თუ არ მივიღებთ დიალექტურ ნაირსახეობებს, ძირითადად "ჩალამძივი" ჰქვია, აჭარაში "თესპეს მძივსაც" უწოდებენ, ჭანურად - "თესფიღს", ვინაიდან თურქულად კრიალოსანს თასბა-თასპა ეწოდება. "თესპეს მძივიც" და "თესფიღიც" სკვნილის დასამზადებლად სახმარ მცენარეს უნდა ნიშნავდეს. ალბათ ისიც ნიშანდობლივია, რომ ღვთისმშობლის ცრემლები აჭარასა და გურიაში უხვად მოდის, რაც კიდევაც აისახა მცენარის დიალექტურ სახელწოდებაში. კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ს ერთ-ერთ ფოტოზე ნიჟარების სკვნილი უმშვენებს ხელს. საბასთან ვხვდებით ე.წ. ჭიქის, ანუ თიხის კრიალოსანს, რაც გარკვეული მასალითა და ტექნოლოგიით დამუშავებულ სკვნილზე მიუთითებს.

***
იერუსალიმური სკვნილები, ძირითადად, სადაფისგან მზადდებოდა; ისინი დიდი რაოდენობით ჩამოჰქონდათ ევროპაში პილიგრიმებს. ათონელი ბერები განთქმულნი იყვნენ ხეზე კვეთით და ხის სკვნილების დამზადებით. აღმოსავლეთში სკვნილის დასამზადებლად უპირატესობას გიშერსა და ქარვას ანიჭებდნენ. მათი დამუშავება და გაპრიალება სხვა მასალაზე უკეთაა შესაძლებელი. ისინი შეიცავენ ზეთს, რის გამოც მათგან დამზადებული კრიალოსნების ხმარება სასიამოვნოა. ჩვენში პოპულარული ყოფილა გიშრის სკვნილები. გიშრის საბადოები უხვად იყო იმერეთში, განსაკუთრებით, ტყიბულსა და საგიშრეში. სკვნილს უფრო ახალსოფლელები, ძირულელები და ოკრიბელები აკეთებდნენ. ძველად სკვნილს თხილის ზეთით აპრიალებდნენ.

ქრისტიანული (მართლმადიდებლური) სკვნილი შედგება 10, 30, 33, 50, 100, 150 და 300 მარცვლისაგან. იგი ჯვრით უნდა ბოლოვდებოდეს. ზოგჯერ ჯვარს ფოჩებიც აქვს, რომლებიც გადმოცემის მიხედვით 12 უნდა იყოს. სკვნილის ფოჩების რაოდენობა მოციქულთა რიცხვს განასახიერებს. ფოჩებს უსუპადაც ხმარობდნენ თურმე. ისინი ცრემლების მოსაწმენდადაც იხმარებოდა. ბერძენი ბერები ხშირად მოძრავმარცვლიან სკვნილს ტყავის თასმებს "მარტირიას" უმაგრებდნენ, რათა ათასობით სათქმელი ლოცვა უკეთ დაეთვალათ. 10-მარცვლიან სკვნილს ბეჭედს უწოდებენ. 30-მარცვლიანი სიმბოლურად განასახიერებს ქრისტეს ასაკს, როდესაც მან ქადაგება დაიწყო. 33-მარცვლიანი კი ასაკს, როცა ის ჯვარს აცვეს, 50-იან სკვნილზე მთავარანგელოზ მიქაელს და წმინდანებს ევედრებიან, 150-იანზე - ფსალმუნებს ლოცულობენ.

***
წმინდა სერაფიმე საროველის სულიერი შვილის, მამა ზოსიმეს გადმოცემით, რომელმაც ჩვენამდე ალექსანდრე გუმანოვსკის მეშვეობით მოაღწია, ქრისტიანებისათვის VIII საუკუნეში თავად ღვთისმშობელს უსწავლებია "გიხაროდენის" 150-ჯერ წამოთქმა, რასაც მორწმუნე ხსნისაკენ მიჰყავს. მამა ზოსიმეს თქმით, დავიწყებული ლოცვა ქრისტიანებისათვის წმინდა სერაფიმეს შეუხსენებია. "ჩემს ხელთ მისი სენაკის წიგნია, რომელშიც მოთხრობილია მრავალი სასწაული, რომელიც ღვთისმშობლისადმი ლოცვამ მოახდინა, განსაკუთრებით 150-ჯერ "გიხაროდენის" წარმოთქმამ. თუ შენთვის რთულია ამგვარი ლოცვა, ჯერ თქვი 50-ჯერ. ყოველი ათის შემდეგ თქვი "მამაო ჩვენო". გადმოცემის მიხედვით, წმინდა სერაფიმე საროველი ყველა მსურველის ცოცხალი და გარდაცვლილი ნათესავისა და ნაცნობის სულისათვის ლოცულობდა. იგი დივეევოს გარშემო უვლიდა და 150 "მამაო ჩვენოს" და 150 "გიხაროდენს" ამბობდა.

სკვნილი ლოცვით უნდა მოიქსოვოს. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, თითოეული კვანძის მოქსოვისას მქსოველი ეკლის გვირგვინს წნავს. ამბობენ, რომ თუ ყველა კვანძი ზუსტად არ არის მოქსოვილი, მქსოველი თანმიმდევრულად, საკმარისი ყურადღებით არ ლოცულობდა.

სკვნილზე სხვადასხვა რაოდენობის ლოცვა და მეტანია სრულდება, რასაც კანონი ეწოდება. ასევე კარგადაა ცნობილი, რომ სკვნილზე ძირითადად იესოს ლოცვას ლოცულობენ. სკვნილზე ლოცვას ლიტურგიის გარდა ყველა ლოცვა შეუძლია შეცვალოს. თუ ბერი ან მონაზონი რაიმე მიზეზის გამო ვერ ესწრება წირვა-ლოცვას, მას შეუძლია სანაცვლოდ სკვნილზე ილოცოს. ეპიტიმიების დროს სხვადასხვა სახით ხდება სკვნილზე ლოცვა. XIX საუკუნის ათონის მთის იოანე ნათლისმცემლის სკიტში, სადაც რუმინელი ბერები მოღვაწეობდნენ, თურმე სატრაპეზოს კარს უკან ეკიდა სკვნილი. ტრაპეზის დროს თუ ვინმეს დანაშაული ჰქონდა ჩადენილი (მაგალითად, არ დაემორჩილა იღუმენს), იღებდა სკვნილს, დგებოდა სატრაპეზოს შუაში, სკვნილზე ლოცულობდა იესოს ლოცვას და ყოველ ჯერზე დიდ მეტანიას ასრულებდა. დანარჩენები ტრაპეზობდნენ. ერთ-ერთი ბერი კი რომელიმე სულისთვის სასარგებლო საკითხავს კითხულობდა. სკვნილი ტაძარშიც ეკიდა. თუ რომელიმე ბერი წუთით მაინც ჩათვლემდა, მის გვერდით მდგომი კანდელზე წვრილ სანთელს ანთებდა და ჩათვლემილი ბერის გვერდით ამაგრებდა. როდესაც ბერი ფხიზლდებოდა და ანთებულ სანთელს ხედავდა, ხვდებოდა საკუთარ დანაშაულს, კედლიდან სკვნილს ხსნიდა, დგებოდა ეკლესიის ცენტრში და ნახევარი საათის განმავლობაში კანონს ასრულებდა. ეს წესი დასტურდებოდა იქ, სადაც კინოვიტები იყვნენ...

***
ბერ იოსებ ვათოპედელის წიგნში, "მადლმოსილი მორჩილი ბერი ეფრემ კატუნაკელი", იესოს ლოცვის შესახებ გადმოგვცემს: ბერისადმი მორჩილებასთან ერთად ილოცეთ კიდეც: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". ლოცვა ყოველი მონაზვნის უპირველესი მოვალეობაა. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ახალგაზრდები, დამწყებნი, და ისინიც, ვინც მარტო საკუთარ ნებაზე ცხოვრობენ. აუცილებელია ბერისადმი მორჩილება და იესოს ლოცვა. ლოცვის სამჯერ თქმის შემდეგ ქრება ეშმაკი. დასაწყისში ლოცვის წყალობით ყველა კეთილად გეჩვენება, გესმის ყოველი ქმნილების ენა და უზარმაზარ სიხარულს განიცდი.

როცა გაძლიერებულად ლოცულობ, თითქოს შენში ნერგს რგავდე. ის ნელ-ნელა აყვავდება და ხე გახდება. სენაკიდან გამოსვლისას შენს თავს ადგილი მოუნიშნე: - აქედან, აი, იმ ადგილამდე ყოველდღე ვიტყვი ლოცვას. კიბიდან ეკლესიამდე ვიტყვი: "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, მაცხოვნე მე". ამგვარად ეს თანდათან კეთილ ჩვევად გექცევა. მორჩილების შერულების დროსაც ასევე იესოს ლოცვა იმეორე. საღამოს სულიერი საკითხავი მოიმარჯვე. დასაწყისში იესოს ლოცვის წარმოთქმისას გონებრივ გადაღლას იგრძნობ, მაგრამ მოგვიანებით ცრემლიც მოგივა. იზრუნე ცრემლზე, თუ ცრემლი არა გაქვს, იცოდეთ, რომ შენში რაღაც არ არის წესრიგში. პირველი ცრემლი განმწმენდელია, მას მოჰყვება სხვა - სიყვარულის ცრემლი. ისიც იცოდე, რომ ცრემლი ჩვევად იქცევა, როგორც სამრეცხაოში იწმინდება ტანსაცმელი, ასევე განწმენდს სულს ცრემლი. როდესაც თქვენი სული ლოცვით განიწმინდება, მაშინ იხილავთ ენით უთქმელი სიხარულით მოცულ ბუნებას. თუ ლოცვის წყალობით ამაღლდებით, ბუნებას შეიცნობთ უფრო აღმატებული სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე. ბუნება ილოცებს თქვენთან ერთად.

შემდგომ ძილში პოვებთ ნუგეშს სიზმრების სახით. თითქოს დაფრინავთ, ვერ გრძნობთ სხეულს და არც არაფერი გზღუდავთ. ეს ყოველივე მხოლოდ შესავალია, თავი აიძულე, აქედან მთავარს შეუდგე".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.02.2023
ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში დილისა და ძილის წინ ლოცვების შემდეგ იკითხება.
25.05.2022
მისი პირველი დამფუძნებლები იყვნენ ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ღირსი მამები: პავლე თებაიდელი და ანტონი დიდი.
04.04.2022
ტროპარი

დღეს ყოვლისა სოფლისა სიხარულისა დასაბამი წინადღესასწაულისა გალობად მოგვიწოდს,
22.03.2022
გვესაუბრება რუის-ურბნისი ეპარქიის მღვდელმსახური, სანებლის წმინდა ნიკოლოზის მამათა მონასტრის წინამძღვარი,
27.02.2022
გვესაუბრება საქართველო- აზერბაიჯანის საზღვარზე, წითელ ხიდზე მდებარე მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის
13.02.2022
ტროპარი: ზეცისა ანგელოზთა გუნდი მოიწივნის ქვეყნად და იხილეს ღმერთი, ვითარცა ჩვილი, ტვირთული მოხუცებულისა მკლავთა ზედა
27.01.2022

ოხითა წმიდისა ნინოსი, ხმა დ

სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო, ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
17.01.2022
ტროპარი, ხმა 4.

უკუნიქცა ოდესმე იორდანე მდინარე ხალენითა ელისესითა ამაღლებასა ილიასა და განყოფდა წყალსა იმიერ, და ექმნა მას მწყურნები გზად ხმელად სახედ ჭეშმარიტისა ნათლისღებისა,
02.12.2021
"შვილებო, მსურს, რომ ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს ნათელი ბრწყინავდეს თქვენს გულებში.
07.12.2020
პირველი საფეხური გულისხმობს გარეგნულ ლოცვას - კითხვით, დგომით და მუხლთადრეკით გამოხატულს. თუმცა ამ დროს ყურადღება იფანტება,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat