მოუკლებლივ ილოცვიდეთ
მოუკლებლივ ილოცვიდეთ
როცა ადამიანს უხარია, ლოცულობს, განსაცდელშია - ლოცულობს, თვით ლოცვაა პრობლემა? - ისევ ლოცვით სწავლობს
ღვთის შემწეობის გარეშე არც ერთი კეთილი საქმე არ აღესრულება, ამიტომ ღმერთთან საუბარი და მისი სახელის მოხმობა ქრისტიანის მთავარი დანიშნულებაა. "თუკი ღმერთის ტაძარი გინდა გახდე, მსხვერპლად სამარადისო ლოცვა მიართვი მას", - გვმოძღვრავს წმინდა ნილოს სინელი. "რაი მივაგო მე უფალსა ყოვლისათვის, რომელი ესე მომაგო მე?.. სასმელი ცხოვრებისა მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო" - ვკითხულობთ ფსალმუნებში. "რამეთუ მარადის ხსენებასა ეძიებს ჩვენგან უფალი" (წმინდა ნილოს სინელი). განუწყვეტლივ მლოცველი გონება თრგუნავს გულს, ხოლო შემუსვრილი და დამდაბლებული გული უფლისგან უგულებელყოფილი არ იქნება.

წმინდა მამების მოღვაწეობა შესანიშნავი მაგალითია იმისა, რომ ცხოვრება და ლოცვა განუყრელად არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი; რომ "როგორც ვცხოვრობთ, ისე ვლოცულობთ და პირიქით, როგორც ვლოცულობთ, ისე ვცხოვრობთ".

თბილისის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე (გიგნაძე) შეგვახსენებს, რომ ლოცვაც ლოცვით ისწავლება.

- სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენ ქრისტიანები ვართ, ჩვენი ლოცვა განსაკუთრებულია და არ ჰგავს სხვა სარწმუნოების მიმდევართა ლოცვებს. საქმე ის არის, რომ ნებისმიერ რელიგიას აქვს თავისი მსახურება, რომელსაც ლოცვას უწოდებენ, მაგრამ იქ, სადაც არ აღიარებენ პიროვნულ, ცოცხალ ღმერთს, ვერც ლოცვა იქნება, რადგანაც ლოცვა ღმერთთან საუბარია. თუ მლოცველი სულიერების გარკვეულ საფეხურზეა ასული, ეს საუბარი არის არა მონოლოგი, არამედ დიალოგი; მლოცველი ხანდახან მაინც უნდა გრძნობდეს ღვთისაგან პასუხს. თავისთავად ცხადია, პასუხს არა ჩვენს სამეტყველო ენაზე, არამედ გულისმიერს, მადლისმიერს. ამრიგად, ლოცვა საუბარია პიროვნულ ღმერთთან, ტრანსცენდენტურ, სამყაროს მიღმიერ, ყოვლისშემძლე, ყოვლადძლიერ არსებასთან. სწორედ ღმერთია, ჩვენ რომ უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს, ამიტომ თავიდან, როდესაც ადამიანი ქრისტიანული ცხოვრების ანბანს სწავლობს, ეკლესია ურჩევს, ლოცვად დადგომამდე გაიაზროს, თუ ვისთან სასაუბროდ ემზადება.

ლოცვა ყოველთვის პასუხისმგებლობაა და თუ მის სიტყვებს ჩავუკვირდებით, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც. თუნდაც "მამაო ჩვენო": უფალს ვთხოვთ, მოგვიტევოს თანანადებნი ჩვენნი, ანუ ვალები, შეცოდებანი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ თავად არ ძალგვიძს მიტევება, ამ სიტყვებით თავს ვიკრავთ და ვიწყევლით, რადგანაც ღმერთს არმოტევებას ვთხოვთ.

- ზოგიერთი რელიგიური დაჯგუფების წევრები უმეტესად საკუთარი სიტყვებით ლოცულობენ. რა მნიშვნელობა აქვს წმინდა მამათა მიერ დაწერილი ლოცვების აღვლენას?

- ქრისტიანობა გამოცხადებითი რელიგიაა და ამ გამოცხადებათა ნაწილია ეკლესიის წმინდა მამების მიერ აღვლენილი ლოცვები. ისინი სულიწმინდის ნაყოფია და მათი საშუალებით ჩვენ ღმერთის შემეცნებას შევძლებთ ანუ გავიგებთ, რას ითხოვს უფალი ჩვენგან, როგორ ვესაუბროთ მას და ამავე დროს როგორ შევიმეცნოთ საკუთარი თავი, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.

ქრისტიანობა გულისმიერი რელიგიაა, ეს ლოცვები წმინდა მამათა გულიდანაა ამოსული. იქ, სადაც გული გახსნილი არ არის, არ არსებობს ლოცვა. წმინდანსაც იმიტომ ჰქვია წმინდა მამა, რომ ის არა ოდენ ზნეობრივად ცხოვრობს, არამედ მის გულში ღვთის მადლია დამკვიდრებული და მისი ლოცვა, შეიძლება ითქვას, განწმენდილი გულიდან სისხლთან ერთად არის გადმოღვრილი. როგორც პავლე მოციქული გვასწავლის, თავად სულიწმინდა გვანიჭებს მადლს, გვაძლევს მაგალითს და თითქოსდა ჩვენი ბაგეებითაც კი მეტყველებს. უფალი ამბობს: ეძებდეთ სასუფეველსა და ყოველივე მოგეცემათო, ხოლო ის, თუ რას ნიშნავს სასუფევლის ძიება, სწორედ ლოცვებშია განცხადებული. ხშირად სულიერი შვილების შეკითხვას: "როგორები უნდა ვიყოთ?" - ვპასუხობთ: ილოცე, ჩაუფიქრდი, რას კითხულობ; რასაც კითხულობ, რასაც ხედავ, ისე უნდა იცხოვრო. ამრიგად, ეს ლოცვები ჩვენი ცხოვრების ერთგვარი სამოქმედო პროგრამაა.

- რა სახის ლოცვები არსებობს და უფრო ხშირად რომელს უნდა აღვავლენდეთ?

- ლოცვები შეიძლება დავყოთ იერარქიულ საფეხურებად. არსებობს სავედრებელი ლოცვა, როცა ამქვეყნიურს ითხოვს ადამიანი. ეს გარკვეულწილად "მამაო ჩვენოშიცაა" განცხადებული: "პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს", - ამით ჩვენ ვითხოვთ ზიარების მადლს, ჩვენს სულიერ პურს, რადგანაც კვება სულსაც სჭირდება, მაგრამ ამავე დროს ამ სიტყვებში ყოფითი სათხოვარიც იგულისხმება. სავედრებელია "მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო". ამ ლოცვით სულიერ ნუგეშს ვითხოვთ.

არსებობს სავედრებელი ლოცვა, როცა ვითხოვთ ცოდვათა მიტევებას და შენდობას და, რაც მთავარია, ვგრძნობთ ამის საჭიროებას. რა თქმა უნდა, ეს აღემატება ნებისმიერ ყოფით სათხოვარს, როგორც ხორციელს, ისე სულიერს.

აღსარებაც თავისი გარეგნული ნიშნით ლოცვაა. ადამიანი იჩოქებს მაცხოვრის წინაშე, რომლის სიმბოლოც არის ჯვარი და სახარება და აღიარებს თავის ცოდვებს. მოძღვარი დგას მოწმედ, რათა აღსრულდეს ღვთის კურთხევა. რასაც კაცს ეკლესია, ამ შემთხვევაში - მოძღვარი, მიუტევებს, ზეცადაც მიეტევება. იდეალურია აღსარება, როცა ადამიანი სიტყვით აღიარებს იმას, რასაც უფალი მის გულში ისედაც ხედავს, ანუ მისი გულისსიტყვა ბაგეებით გამოთქმულს ემთხვევა, ეს კი ძალიან რთულია. ეკლესიაში უამრავი ლოცვაა, თუნდაც ზიარების მეოთხე ლოცა, რომლებიც, ფაქტობრივად, აღსარებას წარმოადგენს.

არსებობს მადლიერების ლოცვაც, როცა ადამიანი მადლიერებას გამოხატავს შემოქმედის მიმართ. მაგრამ ყველას აღემატება დიდებისმეტყველება - ლოცვა, როცა არაფერს ვთხოვთ უფალს, თვით ცოდვების მიტევებასაც კი, მაგრამ გვაქვს მოთხოვნილება და სურვილი, იგი ვადიდოთ. მას გამოხატავს "ალილუია" - ვადიდებდეთ უფალს; "წმინდა არს, წმინდა არს, წმინდა არს უფალი საბაოთ...", "დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა" და სხვანი.

- "რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე?" (ფს. 113). უფალს ხომ არაფერს შესძენს ადამიანის მიერ აღვლენილი დიდება, რატომ არის ეს ლოცვა ყველაზე აღმატებული?

- არა იმიტომ, რომ ღმერთს სიამოვნებს დიდება. საქმე ის არის, რომ უფალთან ურთიერთობას სხვადასხვა გრადაცია აქვს. პირველი, დასაბამი სიბრძნისა, არის შიში ღვთისა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სულიერი ცხოვრება იწყება მაშინ, როცა ეს გრძნობა ჩნდება. მას თან ახლავს სულიერი თვალის ახელა, რაც კაცს საკუთარ თავს დაანახვებს. ადამიანს ეშინია ღმერთის დაკარგვის, ხედავს, რომ ღირსია ჯოჯოხეთის დამკვიდრებისა. ასე ხდება მისი მოქცევა.Eეს შიში უდიდესი სათნოებაა და საკმაოდ სერიოზული ნაბიჯია ადამიანის ცხონებისათვის.

არსებობს საპირისპირო მდგომარეობაც, როდესაც ადამიანი პირდაპირ სასუფეველზე ფიქრობს. მას მათ ურჩევენ, ვინც მიდრეკილია უიმედობისკენ.Mმაგრამ მამები გვასწავლიან, რომ არც ღვთის შიში და არც სასუფევლის ნეტარებაზე ფიქრი არ არის საკმარისი სრულყოფილი სულიერი ცხოვრებისათვის. ამისთვის აუცილებელია ღვთის სიყვარული. როცა ადამიანს აქვს ღვთის სიყვარული, იგი სრულ თავდავიწყებაში ვარდება. ღვთის მოშიში შეწყალებას, ცოდვათა მიტევებას, განსაცდელისგან ხსნას, ხელის მომართვას ან სასუფეველს ევედრება უფალს, ხოლო ის, ვისაც ღმერთი უყვარს, აღარაფერს ითხოვს. მას არც ჯოჯოხეთის ეშინია, არც სამოთხისკენ მიისწრაფვის, მხოლოდ ღმერთზე ფიქრობს. ეს კი სამოთხისეული მდგომარეობაა.

იოანე ოქროპირი ხანდახან მეტისმეტად მკაცრად მსჯელობს ჯოჯოხეთზე, შემაძრწუნებელ სურათებს ხატავს, ბოლოს კი ამბობს, ყველაზე დიდი სატანჯველი ის არის, ღმერთთან რომ არ იქნებიო.

ღვთისადმი ჩვენი სიყვარულის გამოვლინებაა მსხვერპლი ქებისა, რომელიც აღემატება სხვა მსხვერპლს. ლაპარაკია არა მექანიკურად წაკითხულ, არამედ ჭეშმარიტ ლოცვაზე, რომელიც მხოლოდ იქ არის, სადაც გული იხსნება ღვთის მიმართ. თუ ადამიანს მოთხოვნილება აქვს დიდებისა, იგი მუდამ ადიდებს უფალს. სხვათა შორის, ერთ სქემმონაზონს აღწერილი აქვს ფსიქოლოგიური დაკვირვება იესოს ლოცვაზე. ის წერს, რომ ამ ლოცვისას ადამიანები იმ სიტყვებზე აკეთებენ აქცენტს, რისი მოთხოვნილებაც მათ გულს აქვს: ვისაც განსაკუთრებულად უყვარს უფალი - "უფალო იესო ქრისტეზე", ვინც მის ღვთაებრივ დიდებას ჭვრეტს - "უფალოზე", ვინც ცოდვაზე ფიქრობს და საკუთარი არარაობის განცდა აქვს - "შემიწყალეზე"... ჩვენთვის მწვერვალი ის იქნება, გვიყვარდეს უფალი და ეს ლოცვაში გამოვლინდეს.

- რა ადგილი უნდა ეკავოს ლოცვას ჩვენს ცხოვრებაში, შეიძლება თუ არა, ნებისმიერ წუთს გონებით ვესაუბროთ უფალს? თუ ამისათვის აუცილებლად განსაზღვრული დრო და გარემოა აუცილებელი?

- ზოგს ჰგონია, ადამიანი მხოლოდ დილა-საღამოს ლოცულობს. სინამდვილეში მორწმუნის ლოცვა განუწყვეტელია, მხოლოდ მისი ფორმები იცვლება - ხატებთან, ხატების გარეშე, ტრანსპორტში...

ზოგი მეკითხება: "მამაო, შეიძლება, ლოგინში რომ ვწევარ, ვილოცო?" - შვილო, აბა, რომ დაწვები, რა უნდა ქნა, იოცნებო? - სწორედ უნდა ილოცო და ისე ჩაგეძინოს. თუ თვალებს გაახელ და პირველი აზრი, რომელიც მოგდის, უფალს არ შეეხება, მაშინ არ გყვარებია ღმერთი, რადგანაც შეყვარებული ადამიანი ყოველთვის სიყვარულის ობიექტზე ფიქრობს.

KARIBCHE

- რა უნდა ქნას ადამიანმა, როდესაც ვერ ლოცულობს, როცა გული არ მისდევს ბაგეებით გაცხადებულს?

- ქრისტიანობა ლოცვით ისწავლება. ლოცვაც ლოცვით ისწავლება. საზოგადოდ, ქრისტიანობაში ასეა: როცა ადამიანს უხარია, ლოცულობს, განსაცდელშია - ლოცულობს, რაიმე პრობლემა აქვს მოსაგვარებელი - ლოცულობს. თვით ლოცვაა პრობლემა? - ისევ ლოცვით სწავლობს.

ამბობენ ხოლმე, გული დახურული მაქვს და ვერ ვლოცულობო. რამ უნდა გაათბოს გული? ისევ ლოცვამ. განიცდი თუ არა გულით, მაინც უნდა ილოცო. უფალი დაინახავს, რომ დგახარ, იტანჯები, მაგრამ მაინც არ გეთმობა, გიყვარს შენი შემოქმედი და მოგანიჭებს მადლს, როგორც საჩუქარს, ისევე, როგორც თავიდან, როცა მოექეცი... შე დალოცვილო, ძნელი რომ არის ლოცვა, განა ღმერთმა არ იცის? უფალმა არ იცის, რომ თუ მადლი არ მოგეცა, სიყვარული არ გექნება? ამიტომ, როცა შენს წვალებას დაინახავს, იგი ლოცვით დაგასაჩუქრებს.

აბა, ჩვენს გულებში ჩავიხედოთ, რამდენჯერ დაგვიწყია და რამდენჯერ დაგვინებებია თავი ქრისტიანობისათვის! ტაძარში დავდივართ, ვეზიარებით, აღსარებებს ვამბობთ, დილა-საღამოს ლოცვებს ვკითხულობთ, მაგრამ ქრისტიანობისათვის თავი დანებებული გვაქვს. რა არის ქრისტიანობა? ის, რომ უფლის ანაფორას ხარ ჩაჭიდებული და სადაც მიდის, მიჰყვები. ერთხელ მოგვცა უფალმა საშუალება, მის ოლარს, ანაფორას, კაბის კალთასა თუ სახელოს ჩავჭიდებოდით, ჩვენ კი ხელი გავუშვით. ის ხომ ღუზაა, მაშველი რგოლია შუა ზღვაში! ანტონი დიდი გვაფრთხილებს, რომ ამ დროს ბოლომდე უნდა მივდიოთ უფალს. ძნელია, მაგრამ განა რამდენ ხანს იცხოვრებ ამ ქვეყანაზე? თუნდაც 100 წელი იცოცხლო, მართალია, 100 წელი იწვალებ, მაგრამ მარადისობასთან შედარებით ესეც არაფერია.

ჩვენ გვავიწყდება, რომ ნათლობის შემდეგ ქრისტეს მხედრებად ვიწოდებით. გვაქვს უფლება, მოვდუნდეთ? არავითარ შემთხვევაში! ჩვენ მეომარნი ვართ ქრისტესი და ჩვენი მთავარი იარაღი ლოცვაა. მას ისე უნდა ვიყოთ ჩაჭიდებული, როგორც ღუზას ან მაშველ რგოლს. როგორც კი მოვდუნდებით და ხელს გავუშვებთ, ღელვა წარგვიტაცებს. როცა განსაცდელი იმატებს, უფრო მაგრად უნდა ჩავჭიდოთ ხელი, ჩვენ კი ხელს ვუშვებთ... არადა, განსაცდელი იმიტომაც გვეგზავნება, რომ ლოცვა დავიწყოთ.

იესოს ლოცვას ადამიანი განუწყვეტლივ უნდა იმეორებდეს.

- არის თუ არა მიზანშეწონილი, ერისკაცი მუდმივად წარმოთქვამდეს იესოს ლოცვას?

- თუ ერისკაცისთვის გამუდმებით იესოს ლოცვის წარმოთქმა არ შეიძლება, მაშ, რა აკეთოს გამუდმებით? ნებისმიერმა ფსიქოლოგმა იცის, რომ ადამიანის ტვინს ფიქრის გარეშე სამ წამზე მეტ ხანს არ შეუძლია გაძლება. ის განუწყვეტლივ მუშაობს, ძილის დროსაც კი, და თუ ღმერთზე არ იფიქრა, რაზე იფიქროს?Aან პავლე მოციქულს რა ვუყოთ, რომელიც გვეუბნება, მოუკლებლად ილოცვიდეთო?!

თუ ლოცვა საშიშია, მაშინ სასუფეველი უფრო საშიში ყოფილა, იმიტომ რომ ლოცვის შედეგი სასუფეველია. მე ვლოცულობ, რომ უფალთან ვიყო, ხოლო სადაც უფალია, იქ არის სასუფეველიც.

სასუფეველი თქვენს გულებში ეძებეთო... ლოცვის მთელი ძალისხმევა იქით არის მიმართული, რომ გულში იპოვო სასუფეველი...

ლოცვა თუ საშიშია, ულოცველობა რაღაა?!

- ამ მოსაზრებას ხიბლში ჩავარდნის საშიშროებით ამართლებენ...

- წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: ვინც ამბობს, რომ ხიბლში არ არის, სწორედ ისაა ყველაზე დიდ ხიბლშიო. ხიბლში მეტ-ნაკლებად ყველანი ვართ, ხიბლის წამალი კი საკუთარი ცოდვების დანახვა და სიმდაბლის მოპოვებაა. როგორ უნდა დაინახო საკუთარი ცოდვები, რა უნდა გააკეთო ამისთვის? - მოძღვარს ეს რომ ჰკითხო, ხომ გეტყვის, ილოცეო? ლოცვა ხიბლის წამალია და არა ხიბლში ჩამგდები.

ხიბლი იწყება მაშინ, როცა ადამიანს არ აქვს მორჩილება ეკლესიისა და ვერ ხედავს თავის ცოდვებს. როდესაც ვამბობთ, "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე", - ეს ხომ ამას ნიშნავს: მაპატიე, შემინდე, შენთან ყოფნის საშუალება მომეცი, რადგან ცოდვილიცა ვარ, უვარგისიც და შენთან ყოფნის უნარიც არ გამაჩნია... როცა კაცი ხვდება, რომ ჯოჯოხეთის კანდიდატია, რომელ ხიბლში უნდა ჩავარდეს? ხიბლი მაშინ ჩნდება, როცა კაცი ლოცვას საკუთარი ფსიქიკის რიტმში მოსაყვანად იყენებს. ერთი ახალმოსული მრევლი მყავდა, მაინცდამაინც წმინდა ცხოვრებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ უყვარდა ლოცვა. რომ ჩავეძიე, აღმოჩნდა, რომ საათობით იკეტებოდა ოთახში და ლოცულობდა. ლოცვის სიტყვებს მაინცდამაინც არ აქცევდა ყურადღებას, მაგრამ საოცარ ნეტარებას განიცდიდა და თუ ამ დროს შვილი ან ცოლი შეუღებდა კარს, ისე ბრაზდებოდა, შეეძლო, საცემრადაც გაემეტებინა. როგორ შეიძლება, უფლისაგან წამოსულ ნეტარებას ეზიარებოდე, სიყვარულის წყაროსთან იყო და ვინმეს ეჩხუბო?! როცა ლოცვის პარალელურად მრისხანებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხიბლში ხარ და არასწორად ლოცულობ.

სხვათა შორის, ტიპიკონში ზოგჯერ 40 "უფალო, შეგვიწყალეა", მე კი თორმეტს ვათქმევინებ და ნელა, თორემ ზოგჯერ შეხვალ ტაძარში და ვერ გაიგებ, რას ამბობენ, მანტრას უფრო წააგავს, ვიდრე ლოცვას. ეს ღვთის შეურაცხყოფაა.

- კიდევ რა ნიშნებით იცნობა ხიბლი?

- ამას წინათ ერთ მონასტერში გახლდით. მოვიდა ერთი ქალი, რომელიც კეთილ საქმეებს აკეთებს, უამრავი ადამიანი გააქრისტიანა... მაგრამ რომ დაიწყო საუბარი, აღარ გაჩერდა. ადიდა და ლოცა იქაური მღვდელმონაზონი. მეც თან მიმაყოლა... ბევრსაც ლოცულობს, მონასტრებშიც დადის, მაგრამ ვერ ხვდება, რომ მოძღვრის თანდასწრებით არ შეიძლება, მასზე მეტი ილაპარაკო, მით უმეტეს, შეგონებები არიგო... ხიბლის ერთ-ერთი ნიშანი სწორედ ბევრი ლაპარაკია. ალბათ, მავანი მეტყვის, შენც ხომ ბევრს ლაპარაკობო, მაგრამ მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ. ძველი აღთქმა გვასწავლის, რომ წინასწარმეტყველი, რომელიც არ ქადაგებს, ჰგავს ძაღლს, რომელიც არ ყეფს. როცა ქადაგების საშუალება არ არის, ვცდილობ ჩუმად ვიყო, განსაკუთრებით - არაეკლესიურ საზოგადოებაში. რამდენიმე ხნის წინ ჩემს ნათესავებთან აღმოვჩნდი. ორი-სამი საათი ვიჯექი, ხმა ვერ ამომაღებინეს - ღვთის სიტყვა იმათ არ აინტერესებდათ და ფეხბურთზე ვერ ველაპარაკებოდი.

სიტყვა სულის ნაწილია, უფალი ამბობს, რომ ყოველი უქმი სიტყვისათვის პასუხს აგებ - სიტყვითა შენითა განმართლდები, სიტყვითა შენითა დაისჯები. ლოცვაც სულის ნაწილია, იქიდან ამოდის და ღვთისაკენ მიემართება.

- მამაო, როგორ სჯობს ლოცვა - ხმამაღლა თუ ჩუმად, მხოლოდ გონებით?

- ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ილოცეთ ისე, როგორც გსურთ, მაგრამ აქვე დავძენ: ტაძარში ერისკაცები ხმამაღლა არ უნდა ლოცულობდნენ, რათა სხვას ხელი არ შეუშალონ. ტაძარში, აჯობებს, ჩუმად, გულში ვილოცოთ. ისიქასტები მდუმარე ლოცვაში იყვნენ, მაგრამ ცეცხლივით ძლიერი იყო მათი ლოცვა.

- ზოგჯერ ლოცვა არათუ გულს, გონებასაც უჭირს. როგორ ვაიძულოთ თავი, რომ მთელი გულით, გონებაგანბნევის გარეშე ვილოცოთ?

- ადამიანმა ყოველი სიტყვისათვის უნდა იბრძოლოს. ყოველთვის, როცა შეამჩნევ, რომ არ გახსოვს, რა წაიკითხე, უნდა დაემხო, პატიება სთხოვო უფალს, რადგან ამაოდ მოიხსენე მისი სახელი (ჩვენ გვავიწყდება, რომ ღვთის ამაოდ მოხსენება მომაკვდინებელი ცოდვაა, ამისთვის ძველ აღთქმაში ადამიანი სიკვდილით ისჯებოდა). თუნდაც ბოლო აბზაცზე დაგვებნეს გონება, უნდა დავემხოთ, შენდობა ვითხოვოთ და ლოცვა თავიდან დავიწყოთ. გამოცდილებით ვიცი, ეს ადვილი გასაკეთებელი არ არის, მაგრამ ლოცვა ასე ისწავლება. მამები ტყუილად კი არ ადარებდნენ მას მოწამეობას.

მექანიკური ლოცვა მაშინ არის ცოდვა, როცა ეგუები.

ეცადე, გულით ილოცო.

მღვდელი ვარ და მთელი არსებით მიბრძოლია, მაგრამ მწუხრ-ცისკარზე გადაღლილობის გამო საიდუმლო ლოცვების წასაკითხად გონება ვერ მომიკრებია, თან მედავითნე კითხულობს ან გალობაა. აქ საღი გონება და ღვთის შემწეობა გჭირდება. ღვთის შეწევნა ყოველთვის თან გახლავს, მაგრამ გონება გადაღლილია; ვკითხულობ და გონება არ მომდევს, ვწვალობ და არ გამომდის... უბედურება იქ იწყება, როცა ეს არაფრად მიგაჩნია და თავს უფლებას აძლევ, ზერელედ თქვა ან არ წაიკითხო.

- წმინდა თეოფანე დაყუდებული გვირჩევს, როცა ლოცვა გვიჭირს, დავუტევოთ და მის ნაცვლად სხვა ვთქვათ.


- ესეც დასაშვებია. მქონია შემთხვევა, ჩემი სულიერი შვილებისთვის დროებით დილა-საღამოს ლოცვების დატევების კურთხევა მიმიცია, რადგანაც მიეჩვივნენ და მექანიკურად ლოცულობდნენ, და სხვა რამით შემიცვლია. მაგრამ ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება. აქ მეორე საშიშროებაა: აქაოდა მექანიკურ ლოცვას აზრი არა აქვსო, ადამიანი თავს ანებებს მას და თავისი სიტყვებით ლოცულობს. თუ ყოველთვის ასე იქცევა, ამით უარს ამბობს ღვაწლზე, რაც ძალიან ცუდია; თუ არ გექნება ღვაწლი, ვერ გათავისუფლდები ბოროტისაგან, რომელიც შენშია ვნებებისა და დემონების სახით. თუმცა იმის გაკეთება, რასაც წმინდა თეოფანე გვასწავლის, დროდადრო შეიძლება.

- ალბათ, უმჯობესია მოძღვრის ლოცვა-კურთხევით...

- რა თქმა უნდა, ლოცვა-კურთხევით სჯობია. მაგრამ მთავარი სხვა რამ არის: როგორც კი ეს სისტემატურ სახეს მიიღებს და შენს ხორციელ უძლურებას დაემორჩილები, ეშმაკიც იქ გაჩნდება და საკუთარი თავისადმი სიბრალულით განგაწყობს. ხშირად გვებრალება თავი და გვავიწყდება, რომ მეომარნი ვართ, მეომარი კი ფრთხილობს, მაგრამ საკუთარი თავი კი არ ებრალება. ქრისტიანული ღვაწლის დროსაც საკუთარი თავის ბოლომდე გამმეტებელნი უნდა ვიყოთ.

ღვაწლი შეიძლება სპორტულ ვარჯიშს შევადაროთ, როცა ადამიანი მუდმივად საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს, რაც შეუძლია, იმაზე ოდნავ მეტს აკეთებს. ეს ეხება მარხვას, ლოცვას, მის ხანგრძლივობას. უამისოდ კაცი ვერასოდეს წარემატება ლოცვაში.

რაკი ბოროტება ღვაწლით განიდევნება და სიყვარულიც ღვაწლით მტკიცდება, ამიტომ ძალიან ძლიერია ლოცვა ღამით.Aარა იმიტომ, რომ მზე არ ანათებს და ბნელა, არამედ იმიტომ, რომ ღვაწლია უფრო მეტი. ყველას სძინავს, ყველა, როგორც იოანე ოქროპირი ამბობს, მიცვალებულს ჰგავს, შენ კი უფალს წამოუდექი, მოიკელი ძილი, თავი არ გებრალება, მარხვა დაიწყე, მეომარივით ფხიზლობ. მით უფრო, როცა განსაცდელი გაქვს. ვთქვათ, შვილი გყავს ავად. რა გაძინებს ღამე, როგორ წევხარ! დააყენე მაღვიძარა, წამოხტი, იარაღით - ლოცვით შეერკინე ბოროტებას, რომელიც მოვიდა შენს ოჯახზე!

- ღამის რომელ მონაკვეთში აღესრულება ღამისთევის ლოცვა?

- მამები სხვადასხვა დროზე მიუთითებენ. ზოგი დილისკენ ადგება და აღარ დაიძინებს, ზოგი - შუაღამისას, ვთქვათ, ორ საათზე ადგება, ილოცებს და მერე დასვენებასაც მოასწრებს. იცით, რა ადვილია, თუ მიეჩვევი? ჯერ მაღვიძარა გაღვიძებს, მერე მაღვიძარა აღარც გჭირდება, თვითონვე გეღვიძება, ხანდახან კი ანგელოზი გაფხიზლებს, შემოვა ოთახში, ყურზე მოგქაჩავს ან ხმით გეტყვის: ადექი, დროაო... ამის გამოცდილება აქვს ყველა ქრისტიანს, ვინც ასე დაიწყო.

- მამაო, რა განცდა შეიძლება გაჩნდეს ჭეშმარიტი ლოცვისას?

- მაგ საკითხებში გამოუცდელი ვარ, თუმცა ერთი რამ ნამდვილად ვიცი: როცა ვლოცულობ, უნდა მქონდეს განცდა იმისა, თუ ვინ ვარ მე, ანუ სულიერი თვალი უნდა ამეხილოს. ზოგს სულიერი თვალის ახელა ანგელოზების დანახვა ჰგონია. სინამდვილეში ეს იმას ნიშნავს, რომ ვხედავ: მხოლოდ ცუდი კი არა ვარ, ან სხვებზე უარესი, არამედ მე ვარ არსება, რომელსაც ღმერთთან ყოფნის უნარი არ გააჩნია, ანუ გარდაცვალების შემთხვევაში მოვხვდები იქ, სადაც ღმერთი არ არის... თუ ლოცვის დროს სიხარული მოვიდა, იტყვი: უღირსი ვარ, უფალო, შენ კი მაინც სიხარული მაჩუქეო, დაემხობი და მადლიერებით იტირებ...

ლოცვაში ნეტარება კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ უფალი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნეტარება არ მოვა.Nნეტარებას უფალი გვპირდება. მამები იმასაც გვასწავლიან, რომ ვისაც საკუთარ გულში უფალი არ უგრძნია, ის ჯერ ქრისტიანი არ არის.

როგორ შეიძლება, სიხარულს გაურბოდე? მაშინ რიღასთვის ლოცულობ? ზიარებისწინა და სამადლობელ ლოცვებშიც, არათუ სიხარულს, მხიარულებასაც ვითხოვთ. დავით მეფსალმუნემ, კიდობანს რომ მოაბრძანებდნენ, სიხარულით ჯერ იგალობა, მერე წელს ზევით გაშიშვლდა და ცეკვა დაიწყო, ღვთის მადლი ვეღარ დაიტია, ამხელა კაცი ბავშვად გადაიქცა... ჩვენც ბავშვებივით უნდა ვიყოთ. ღვთისმშობლის დაუჯდომელს რომ ვკითხულობთ, თითქმის არაფერს ვითხოვთ, არამედ ვადიდებთ. მას რომ უხარია, ჩვენც გვიხარია. ვითხოვთ სიხარულს და არ მოვიდეს? პირიქით, სადაც მოწყენილობა, სასოწარკვეთილება, დეპრესია და უიმედობაა, იქ ღმერთი არ არის. მაგრამ სიხარული მადლისმიერი რომ იყოს და არა ხიბლისმიერი, ამისთვის დააწესა ეკლესიამ მორჩილება მოძღვრისადმი. მოძღვარს უნდა ჩასჭიდო ხელი. თუ ის ცხონების გზას ადგას, მასთან ერთად ცხონდები; თუ არა, გონება იმისთვის მოგეცა, რომ გაფრთხილდე.

- დაგვლოცეთ, მამაო...

- ღმერთმა დაგლოცოთ და გისურვებთ გულმხურვალე ლოცვას, რომლის დროსაც მოდის სიხარული, მხიარულება, ბედნიერება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.02.2023
ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში დილისა და ძილის წინ ლოცვების შემდეგ იკითხება.
25.05.2022
მისი პირველი დამფუძნებლები იყვნენ ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ღირსი მამები: პავლე თებაიდელი და ანტონი დიდი.
04.04.2022
ტროპარი

დღეს ყოვლისა სოფლისა სიხარულისა დასაბამი წინადღესასწაულისა გალობად მოგვიწოდს,
22.03.2022
გვესაუბრება რუის-ურბნისი ეპარქიის მღვდელმსახური, სანებლის წმინდა ნიკოლოზის მამათა მონასტრის წინამძღვარი,
27.02.2022
გვესაუბრება საქართველო- აზერბაიჯანის საზღვარზე, წითელ ხიდზე მდებარე მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის
13.02.2022
ტროპარი: ზეცისა ანგელოზთა გუნდი მოიწივნის ქვეყნად და იხილეს ღმერთი, ვითარცა ჩვილი, ტვირთული მოხუცებულისა მკლავთა ზედა
27.01.2022

ოხითა წმიდისა ნინოსი, ხმა დ

სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო, ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
17.01.2022
ტროპარი, ხმა 4.

უკუნიქცა ოდესმე იორდანე მდინარე ხალენითა ელისესითა ამაღლებასა ილიასა და განყოფდა წყალსა იმიერ, და ექმნა მას მწყურნები გზად ხმელად სახედ ჭეშმარიტისა ნათლისღებისა,
02.12.2021
"შვილებო, მსურს, რომ ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს ნათელი ბრწყინავდეს თქვენს გულებში.
07.12.2020
პირველი საფეხური გულისხმობს გარეგნულ ლოცვას - კითხვით, დგომით და მუხლთადრეკით გამოხატულს. თუმცა ამ დროს ყურადღება იფანტება,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat