მამაო ჩვენო, რომელიც ყოველთვის ზევით იმყოფები, დაიხარე ჩვენკენ და აგვიყვანე შენთან!..
მამაო ჩვენო, რომელიც ყოველთვის ზევით იმყოფები, დაიხარე ჩვენკენ და აგვიყვანე შენთან!..
წმინდა ნიკოლოზ სერბი - "მამაო ჩვენოს" განმარტება
მამაო ჩვენო... როცა ზეცა გრგვინავს და ოკეანეები ღმუიან, ისინი გიხმობენ შენ: უფალო ჩვენო საბაოთ, მეუფეო ზეციურ ძალთა!

როცა ვარსკვლავნი მოწყდებიან და დედამიწის წიაღიდან ცეცხლი ამოიფრქვევა, ისინი შენ გესიტყვებიან. როცა გაზაფხულზე ყვავილი კოკორს გაშლის და ტოროლა თივის ღეროებს აგროვებს ბარტყების ბუდის მოსაქსოვად, გიგალობენ შენ: უფალო ჩვენო. ხოლო როცა მე აღვაპყრობ თვალს შენი ტახტისკენ, გეჩურჩულები: მამაო ჩვენო! ოდესღაც, საშინელ დროში ადამიანები გეძახდნენ, - უფალო საბაოთ, ანდა შემოქმედო, ანდა ბატონო! დიახ, მაშინ ადამიანი გრძნობდა, რომ იგი იყო მხოლოდ ქმნილება ქმნილებათა შორის. მაგრამ ახლა, შენი მხოლოდშობილისა და უდიდებულესი ძის წყალობით, ჩვენ, ყველამ, ვისწავლეთ შენი ნამდვილი სახელი. ამიტომაც ვბედავ და იესო ქრისტესთან ერთად გეძახი: მამაო!

ხოლო თუ ვამბობ: მეუფეო, შიშით ვეცემი შენს წინაშე, ვითარცა მონა მონათა შორის. ხოლო თუ შემოგბედავ: შემოქმედო, განგეშორები ისე, როგორც ღამე განეშორება დღეს ანდა როგორც ფურცელი მოსწყდება ხეს. თუ შემოგხედავ და გეტყვი: უფალო, მაშინ ქვა ვარ ქვათა შორის და აქლემი აქლემთა შორის.

მაგრამ თუ განვაღებ ბაგეს და ჩურჩულით ვიტყვი: მამაო, მაშინ შიშის წილ სიყვარული დაისადგურებს, მიწა თითქოს მიუახლოვდება ზეცას, და მეც შენთან ერთად, როგორც მეგობართან, გავისეირნებ სინათლის ბაღში და გავიზიარებ შენს დიდებას, შენს ძლიერებას, შენს ტანჯვას.

მამაო ჩვენო! შენ მამა ხარ ჩვენ ყოველთათვის და დაგამცირებდი შენც და საკუთარ თავსაც, თუ დაგიძახებდი: მამაო ჩემო!

მამაო ჩვენო! შენ მარტო ჩემზე, ერთადერთ ბალახის ღეროზე კი ამ ზრუნავ, არამედ ყველაზე ამ ცისქვეშეთში. შენი საზრუნავი მთელი შენი სამეფოა და არა მხოლოდ ერთი ადამიანი. ჩემი პატივმოყვარეობა გეძახის: "მამაო ჩემო", მაგრამ სიყვარული მოგიხმობს: მამაო ჩვენო!.. ყველა ადამიანის, ჩემი ძმების სახელით მე ვლოცულობ: მამაო ჩვენო!.. ყველა ქმნილების სახელით, რომლებიც გარს მარტყია და რომელთანაც გადაწნულია ჩემი ცხოვრება, გევედრები შენ: მამაო ჩვენო!.. მამაო ყოვლადძლიერო, მე მხოლოდ ერთ რამეს გევედრები: დაე, მალე დადგეს იმ დღის განთიადი, როცა ყველა კაცი, ცოცხალი და გარდაცვლილი, ანგელოზებთან და ვარსკვლავებთან, მხეცებთან და ქვებთან ერთად დაგიძახებენ ჭეშმარიტ სახელს: მამაო ჩვენო! რომელი ხარ ცათა შინა. ყოველთვის ზეცას მივაპყრობთ მზერას, როცა შენ მოგიხმობთ, ხოლო როცა მოვიხსენებთ საკუთარ ცოდვებს, ქვე ვიცქირებით, ყოველთვის ქვემოთ ჩვენი უძლურებებისა და ცოდვების ფსკერზე. შენ ყოველთვის მაღლა ხარ, როგორც შეეფერება შენს სიწმინდესა და დიდებულებას. შენ ზეცაში იმყოფები, როცა ჩვენ ღირსნი არა ვარ შენი მიღებისა. მაგრამ შენ სიხარულით ეშვები ჩვენთან, ჩვენს მიწიერ სამყოფელში, როცა ჩვენ ხარბად ვისწრაფვით შენსკენ და განგიღებთ კარებს. თუმცა კი გარდამოხვალ ჩვენთან, მაგრამ ყოველთვის ზეცად იმყოფები.

ზეცა შორსაა, ძალზე შორსაა კაცისგან, რომელმაც შენ სულით და გულით უარგყო ანდა იცინოდა, როცა შენს სახელს ახსენებდა. ხოლო ზეცა ახლოსაა, ძალზე ახლოსაა კაცისგან, რომელსაც თავისი სულის კარები გაუღია და გელოდება შენ, ჩვენს ყველაზე ძვირფას სტუმარს.

რომ შეგადაროთ ყველაზე მართალ ადამიანს, მაშინ შენ მასზე ისე იქნები ამაღლებული, ვითარცა ზეცა მიწიერ ველზე, როგორც საუკუნო სიცოცხლე - სიკვდილის სამეფოზე, ჩვენ, ხრწნადი მასალისგან შექმნილებს, როგორ შეგვეძლო ვმდგარიყავით მწვერვალზე შენთან ერთად, ჰოი, უკვდავო სიჭაბუკევ და ძალო!

მამაო ჩვენო, რომელიც ყოველთვის ზევით იმყოფება, დაიხარე ჩვენსკენ და აგვიყვანე შენთან!..

წმინდა იყავნ სახელი შენი.
შენ წმინდა არ ხდები ჩვენი ქება-დიდებისგან, მაგრამ როცა განგადიდებთ, საკუთარ თავს გავაწმინდანებთ! საოცარია სახელი შენი. თუ ვისი სახელია უკეთესი, ადამიანები ამის გამო ერთმანეთს თელავენ. კარგია, თუ ამ კამათში შენს სახელსაც იხსენიებენ, ამ დროს ისინი ცხრებიან, რადგან ხვდებიან, რომ ადამიანთა ყველა დიდებული სახელი, მშვენიერ გვირგვინად მოწნული, ვერ გაუტოლდება შენს სახელს: წმინდაო ღმერთო, ყოვლადწმინდაო!

როცა ადამიანებს შენი სახელის განდიდება უნდათ, ისინი ბუნებას სთხოვენ შეწევნას - იღებენ ხეს, ქვას და ტაძრებს აგებენ. საკურთხევლებს მარგალიტებითა და ყვავილებით ამკობენ, ანთებენ ცეცხლს მათი დებით - მცენარეებით, იღებენ საკმეველს კედართაგან - მათი ძმებისგან, ზარების რეკვით საკუთარ ხმას შემატებენ ძალას და მოუხმობენ ყოველ სულიერს შენი სახელის განსადიდებლად. ბუნება უმანკოა, ვითარცა შენი ვარსკვლავი და ვითარცა შენი ანგელოზები, უფალო! მოწყალე იქმენ ჩვენზედა, წმინდა და უმანკო ბუნების გამო, ჩვენთან ერთად რომ ადიდებენ შენს წმინდა სახელს, ღმერთო წმინდაო, ყოვლადწმინდაო!

რითი განვადიდოთ სახელი შენი? იქნებ უმანკო სიხარულით? მაშინ შეგვიწყალე ჩვენი უმანკო ბავშვების გამო. იქნებ სატანჯველით? მაშინ მოხედე ჩვენს საფლავებს. იქნებ თავანწირვის გამო? მაშინ გაიხსენე შენი დედის ტანჯვა, უფალო!

სახელი შენი, უფალო, განაბრწყინებს და მოსწვავს, როგორც უზარმაზარი ცეცხლის ღრუბელი. წმინდაო ღმერთო, მეგობრად მომეცი ის ადამიანები, რომელთაც გულში შეეჭრათ შენი სახელი და მტრად ისინი, რომელთაც არ სურთ შენი ცნობა, რამეთუ ასეთი მეგობრები სიკვდილამდე მიერთგულებენ, ასეთი მტრები კი ჩემს წინ მუხლებზე დაემხობიან და დამნებდებიან, ოდეს დაემსხვრევა მათ მახვილები.

ღმერთო წმინდაო, ყოვლადწმინდაო! დაე, გვახსოვდეს სახელი შენი, ჩვენი ცხოვრების თითოეულ წამს, სიხარულის წუთებშიც და სისუსტეების ჟამსაც, მოვიხსენიოთ იგი, ოდეს სიკვდილის წამი ჩამოკრავს, ჰოი, მამაო ჩვენო ზეციურო, წმინდაო ღმერთო!

მოვედინ სუფევა შენი.
ჩვენ თავი მოგვაბეზრეს მეფეებმა, სხვა ადამიანებზე მეტად გარეგნულად რომ ჩანდნენ დიდები, ახლა კი ღატაკების და მონების გვერდით მიწაში წვანან. თავი მოგვაბეზრეს მეფეებმა, გუშინ ქვეყნებსა და ხალხებზე თავიანთი ხელმწიფება რომ გამოაცხადეს, დღეს კი კბილის ტკივილი ატირებთ. ისინი ზიზღს იწვევენ, ვითარცა ღრუბელნი, წვიმის ნაცვლად ფერფლს რომ გვამცვრევენ.

"ხედავთ, ბრძენი კაცია, დაადგით მას გვირგვინი", - ყვირის ბრბო. გვირგვინისთვის კი სულერთია, ვის თავზე იქნება, მაგრამ შენ, უფალო, იცი ფასი ბრძენთა სიბრძნისა და მოკვდავთა ხელმწიფებისა. "ხედავთ კაცი ძლიერი, მიეცით მას გვირგვინი", - კვლავ ყვირის ბრბო, ეს სხვა დროა და სხვა თაობა, გვირგვინი უჩუმრად გადადის კაცთა თავებზე. მაგრამ შენ, ყოვლისშემძლევ, იცი ფასი აღმაღლებულთა სულიერი ძალებისა და ძლიერთა ხელმწიფებისა. შენ უწყი ძლიერთა სისუსტეები და დამარცხებულთა ხელმწიფება. ჩვენ, საბოლოოდ, მრავალი სატანჯველის დათმენის შემდეგ მივხვდით, რომ არ არის სხვა მეფე, გარეშე შენსა. ხარბად სურს ჩვენს სულს შენი სამეფო და შენი ხელმწიფება... დაე, გამოჩნდეს ჰორიზონტზე შენი სამეფო, დაე, ეს მიწა, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში ბრძოლის ველი იყო, იქცეს შენს სახლად, სადაც შენ პატრონი იქნები და ჩვენ - სტუმრები. მოვედ, მეუფეო, გელოდება შენ ცარიელი ტახტი! შენთან ერთად მოვა ჰარმონია, ჰარმონიასთან ერთად - სილამაზე. ყველა სხვა სამეფო საძაგელია ჩვენთვის, ამიტომაც გელოდებით შენ და შენს სამეფოს, დიდებულო მეფეო!

იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.
ბრძნულია შენი ნება, ცხადია და ნათელია... გევედრებით შენ, წმინდაო მამაო ჩვენო: ჰქენი ისე, რომ მალე დადგეს დღე, როცა ყველა კაცის ნება იქნება ბრძნული და ნათელი, როგორც ნება შენი, და როცა დედამიწის ყველა ქმნილება, ცის ვარსკვლავებთან ერთად, თანხმობით იმოძრავებენ, მაშინ ჩვენი პლანეტაც, შენს საკვირველ ვარსკვლავებთან ერთად, იმღერებს: უფალო, გვასწავლე ჩვენ, ღმერთო, გაგვიძეხი, მამაო, გვაცხოვნე ჩვენ, ყველანი.

პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს
. ის, ვინც აძლევს სხეულს, აძლევს სულსაც, ის, ვინც ჰაერს აძლევს, პურსაც აძლევს. მე გევედრები არა ჩემი პურისთვის, არამედ ჩვენი პურისთვის. რაა სიკეთე, თუ მე პური მექნება და ჩემს გვერდით მყოფი ძმები იშიმშილებენ?.. მამაო ჩვენო, მომეც ჩვენ ჩვენი პური, რომ ხმაშეწყობით განვადიდოთ და სიხარულით მოვიხსენოთ ჩვენი ზეციური მამა. დღეს ჩვენ ვლოცულობთ დღევანდელ დღეზე.

დიდებულია დღეი ესე, დღეს მრავალი ახალი არსება დაიბადა. ათასი ახალი ქმნილება, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ არ იყო, ხვალ აღარ იქნება, დღეს იბადება იმავე მზის სხივით, და ჩვენთან ერთად შემოგღაღადებენ: პური ჩვენი.

ჰოი, დიდებულო პატრონო! დილიდან საღამომდე შენი სტუმრები ვართ, შენს ტრაპეზთან მიწვეულნი, შენს პურს ველოდებით. შენს გარდა არავის აქვს უფლება, თქვას: ჩემი პური. იგი შენია.

თუ შენი ნებით დასასრული დღევანდელი დღისა მიჯნა იქნება ჩემს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, მაშინ მუხლს მოვიდრეკ შენი ნების წინაშე. თუ შენი ნებით ხვალ მე დიდებული მზის თანამგზავრი და შენი ტრაპეზის სტუმარი ვიქნები, კვლავ მადლობას შემოგწირავ, კიდევ და კიდევ მოვიდრეკ მუხლს შენი ნების წინაშე, ისე, როგორც იქცევიან ზეციურნი ანგელოზნი, ჰოი, მომნიჭებელო ყოვლისა სიკეთისაო, სულიერისა და ხორციელისა!

და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. ადამიანისთვის ადვილია სცოდოს და დააღვიოს შენი სჯული, ვიდრე შენ მოიხსენო ისინი, მამაო. მაგრამ ადვილი არ არის შენთვის, გვაპატიო ცოდვები, თუ ჩვენ არ ვპატიობთ ჩვენს წინაშე შემცოდეებს, რამეთუ ეს სამყარო დააფუძნე ზომიერებით და წესრიგით. როგორ შეიძლება იყოს ამ სოფელში წონასწორობა, თუ შენ ჩვენთვის ერთი საწყაო გაქვს, ჩვენ კი მეორე გვაქვს მოყვასისთვის, ანდა, როცა შენ პურს გვაძლევ, ჩვენ კი ჩვენივე მოყვასისთვის ქვას ვიმეტებთ? თუ შენ ცოდვებს გვპატიობ და ჩვენ კი მოყვასს ვსჯით მისი ცოდვების გამო? აბა, მაშინ როგორ შენარჩუნდება საზომი და წესრიგი ამ სოფელში, ჰოი, სჯულისმდებელო?

და მაინც, შენ უფრო მეტს გვპატიობ, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია ვაპატიოთ ჩვენს ძმებს. დღედაღამ შეურაცხვყოფთ მიწას ჩვენი დანაშაულებით, შენ კი ყოველ დილით შენი მზის ნათელი თვალით მოგვესალმები და ყოველ ღამეს გვიგზავნი წყალობას შენს ვარსკვლავთა მიერ, რომლებიც წმინდა ებგურებად დგანან შენი სამეფოს კარიბჭის წინ, ჰოი, მამაო ჩვენო! შენ ყოველდღიურად შეგვარცხვენ ჩვენ, უწყალოებს, რამეთუ როცა სასჯელს ველით, წყალობას გვივლენ... შენ ყოველთვის ამაღლდები ჩვენს ცოდვებზე და ყოველთვის დიდებული ხარ შენი მდუმარე მოთმინებით...

და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა... ჩვენს წინ ბადესავით გაშლილა მრავალი გზა, მაგრამ მასზე შედგომის და ბოლომდე წასვლისა გვეშინია, რადგან ყოველ კუთხეში განსაცდელი გველოდება. ხოლო შენკენ მომავალი გზა გადაღობილია ხრამებით და განსაცდელებით. ვიდრე განსაცდელი შეგვემთხვევა, ასე გვგონია, შენ თან გვდევ, ვითარცა ნათლის ღრუბელი. მაგრამ როგორც კი განსაცდელი დაიწყება, ქრები. შეშფოთებულნი გარშემო ვიყურებით და მდუმარედ ვეკითხებით საკუთარ თავს: "რა შევცოდეთ, სადა ხარ, ან კი ხარ საერთოდ? ჩვენი მამა მართლა არის, თუ არა?" განსაცდელები გონებაში იმავე შეკითხვებს გვაყრიან, რასაც ყოველდღე გვეკითხება გარემომცველი სამყარო: "რას ფიქრობ უფალზე? ვინ არის და სად არის იგი? მასთან ხარ თუ მის გარეშე?" მამაო და შემოქმედო ჩემო, მომეცი ძალა, რათა ჩემი ცხოვრების ყოველ წუთს სწორად შევეპასუხო ყოველგვარ მოსალოდნელ განსაცდელს. უფალი უფალია, ის იქ არის, სადაც მე ვარ და სადაც არა ვარ. მე მას ვაძლევ ჩემს ვნებიან გულს, გავიპყრობ ხელებს მისი წმინდა სამოსისკენ, მე მივიწევ მისკენ, როგორც ბავშვი საყვარელი მამისკენ. როგორ ვიცოცხლო უმისოდ? როგორ აღვუდგე წინ? ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ვეურჩო. მართალი ძე თავის მამას პატივისცემით, მშვიდობით და სიყვარულით მიჰყვება. შთაბერე შენი სუნთქვა ჩვენს სულებს, მამაო ჩვენო, რათა გავხდეთ შენი მართალი ძენი.

არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან...
ვინ განგვათავისუფლებს ჩვენ ბოროტისგან, თუ არა შენ, ჩვენი მამა? ვინ გაუწვდის ხელს წყალში ჩავარდნილ შვილებს, თუ არა მისი მამა? ვინ იზრუნებს სახლის სილამაზესა და სისუფთავეზე, თუ არა მისი პატრონი?

შენ არაფრისგან რაღაცად შეგვქმენ, მაგრამ ბოროტებისკენ მივისწრაფვით და კვალავ არარაობად ვიქცევით. ჩვენ უბეში გავათბობთ გველს, რომლისაც ყველაზე მეტად გვეშინია ამ ქვეყანაზე. მთელი ძალით აღვუდგებით სიბნელეს, მაგრამ როგორც სიკვდილის მიკრობები, სიბნელე მაინც ცხოვრობს ჩვენს სულებში. ჩვენ ერთხმად ვეწინააღმდეგებით ბოროტებას, მაგრამ ბოროტება ნელ-ნელა აღწევს ჩვენს სახლში, ვყვირით და ვუარობთ, მაგრამ ბოროტება ერთმანეთის მიყოლებით იღებს პოზიციებს და უფრო და უფრო უახლოვდება ჩვენს გულს.

ჰოი, ზეციურო მამაო, ჩადექი ჩვენსა და ბოროტებას შორის, ჩვენ აღვამაღლებთ ჩვენს გულებს და ბოროტებაც დაშრება, ვითარცა მცხუნვარე მზეზე გზისპირა ნაკადული. ჰოი, უბრძენესო მამათა შორის! შენ მუდამ იღიმები შენი ღვთაებრივი სილამაზით და უკვდავებით, ნახე, შენი ღიმილისგან ვარსკვლავები ბრწყინავენ. შენი ღიმილით ჩვენს ბოროტებას სიკეთედ გადააქცევ, კეთილის ხეს ბოროტების ხეზე დაამყნობ, შენი უსაზღვრო მოთმინებით კეთილნაყოფიერ ჰყოფ ჩვენს უყ სამოთხის ბაღს. შენ მოთმინებით კურნავ და მოთმინებით აღაშენებ. შენ მოთმინებით აღაშენებ შენს სიკეთის სამეფოს, მეფეო ჩვენო და მამაო ჩვენო. გევედრებით: განგვათავისუფლე ბოროტისგან და სიკეთით აგვავსე, რამეთუ შენ განაქარვებ ბოროტებას და აღავსებ სიკეთეს.

რამეთუ შენი არს მეუფება...
მამაო ჩვენო, მზე და ვარსკვალვები შენი სამეფოს მოქალაქეები არიან. ჩაგვწერე ჩვენც შენს ბრწყინვალე კარისკაცებად. ჩვენი პლანეტა პატარაა და პირქუში, ის შენი ქმნილება, შენი შთაგონებაა. განა რა შეიძლება გამოვიდეს შენს ხელთაგან, თუ არა ოდენ დიდებული? მაგრამ ჩვენ ჩვენი არარაობით და სიბნელით ჩვენს სამყოფელს მცირედ და პირქუშად ვაქცევთ. დიახ, ჩვენი მიწა მცირეა და პირქუში, ყოველთვის, როცა მას ჩვენს სამეფოს ვეძახით და უგუნურებით ვამბობთ, რომ ვართ მეფენი. ხედავ, რამდენი არიან ჩვენს შორის ისეთნი, რომლებიც ახლა თავიანთი ტახტრევნის ნანგრევებზე სხედან და გაკვირვებულნი კითხულობენ: "სად არის ჩვენი სამეფო?" მრავალი სამეფო არსებობს, რომელთაც არ იციან, რა დაემართათ მათ მეფეებს. ნეტარი და ბედნიერია კაცი, რომელიც იცქირება ღრუბელთიმიერი სიმაღლეებისკენ და ჩურჩულებს: შენი არს მეუფება! რასაც ჩვენ მიწიერ სამეფოს ვეძახით, მატლით არის ავსებული და წარმავალია, როგორც მტვრის ღრუბლები ქარიშხლის ფრთებზე! მხოლოდ შენ გაქვს ჭეშმარიტი სამეფო და მხოლოდ შენს სამეფოს ჰყავს მეფე. ჰოი, მოწყალეო მეუფეო, ჩამოგვხსენ ქარიშხლის ფრთათაგან და აღგვიტაცე შენთან! გვიხსენ ქარიშხალთაგან. მამაო ჩვენო, გვაქციე შენი საუკუნო სამეფოს მოქალაქეებად, შენი ვარსკვლავებისა და მზის სიახლოვეს რომ მდებარეობს, მოგვეცი ნება, შენს გვერდით ვიყოთ შენს ანგელოზებსა და მთავარანგელოზებს შორის!

და ძალი. შენი არს ძალი, რამეთუ შენი არს მეუფება. ცრუ მეფეები უძლურნი არიან. მათი სამეფო ძალა იმალება მათ სამეფო ტიტულებში, რომლებიც ჭეშმარიტად შენი ტიტულებია. ისინი ჰაერში მოფარფატე მტვერია, რომელიც ქარს ნებისაებრ თვისისა მიაქვს. ჩვენ მხოლოდ აჩრდილები და მტვრის მოფარფატე ნაწილაკები ვართ...

მოგვხედე ჩვენ, ყოვლადძლიერო მამაო, მოგვხედე და ნუ იჩქარებ, მოგვცე შენი ძალა, ჩვენ, მიწის მტვერს, ვიდრე არ არის გამზადებული სასახლეები მათთვის, რომლებიც არიან: კეთილი ნება და თავმდაბლობა. კეთილი ნება, რათა სასიკეთოდ გამოვიყენოთ მიღებული საღმრთო ნიჭი და თავმდაბლობა - რათა მუდამ გვახსოვდეს, რომ სამყაროში ყველა ძალა შენ გეკუთვნის. შენი ძალა წმინდაა და ბრძნული; მაგრამ ჩვენს ხელებში შენი ძალა სახიფათოდ შებილწულია და შეიძლება ცოდვიანად და უგუნურებად იქცეს. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, შეგვეწიე, რომ ვიცოდეთ და აღვასრულოთ მხოლოდ ერთი რამ: ვიცოდეთ, რომ ყოველივე ძალა შენია და ყოველივე ძალა შენი ნებისაებრ გამოვიყენოთ.

და დიდება უკუნისამდე.
დიდება შენი საუკუნოა, ვითარცა შენ - მეფე და მამა ჩვენი. ის შენში არსებობს და ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ეს დიდება, მოკვდავთა დიდებისამებრ, სიტყვებისგან კი არ შედგება, არამედ ჭეშმარიტი გარდაუვალი არსისგან არის, ისეთი, როგორიც შენ ხარ. დიახ, ის განუყოფელია შენგან, როგორც სინათლე - მცხუნვარე მზისგან. ვინ იხილა ცენტრი და შარავანდი შენი დიდებისა? ვინ გახდა დიდებული შენს დიდებასთან შეუხებლად?

შენი ბრწყინვალე დიდება შემოგვერტყა გარშემო ყოველი მხრიდან და მდუმარედ გვიცქერს, ოდნავ იღიმება და ცოტა უკვირს კიდეც ჩვენი ადამიანური ზრუნვა. როცა დავცხრებით, ვიღაცა საიდუმლოდ გვეჩურჩულება: "თქვენ შვილები ხართ დიდებული მამისა". ჰოი, როგორ ტკბილია ეს საიდუმლო ჩურჩული... ბედნიერები ვართ, რომ ვიწოდებით შენს შვილებად. არ არის არც მიწაზე და არც ზეცაში ამაზე დიდი პატივი.

აიღე ჩვენგან ჩვენი სამეფო, ჩვენი ძალა და ჩვენი დიდება. ყოველივე, რასაც ჩვენსას ვეძახდით, ახლა ნანგრევებში ძევს. აიღე ჩვენგან ის, რაც თავიდანვე შენ გეკუთვნის. მთელი ჩვენი ისტორია იყო სულელური მცდელობა იმისა, რომ ჩვენი სამეფო, ჩვენი ძალა და ჩვენი დიდება შეგვექმნა. მალევე დაასრულე ჩვენი ძველი ისტორია, როცა შენს სახლში ვცდილობდით გაბატონებას, და დაიწყე ახალი, როდესაც ვეცდებით, ვიყოთ შენი სახლის მსახურნი. ჭეშმარიტად უკეთესია და დიდებული, ვიყო მსახური შენს სამეფოში, ვიდრე მთავარი მეფე - ჩვენს (მიწიერ) სამეფოში.

ამიტომაც, მამაო, გაგვხადენ მსახურნი შენი სამეფოსი, შენი ძალისა და შენი დიდებისა ყველა თაობაში და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მცირე შემოკლებით
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.02.2023
ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში დილისა და ძილის წინ ლოცვების შემდეგ იკითხება.
25.05.2022
მისი პირველი დამფუძნებლები იყვნენ ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ღირსი მამები: პავლე თებაიდელი და ანტონი დიდი.
04.04.2022
ტროპარი

დღეს ყოვლისა სოფლისა სიხარულისა დასაბამი წინადღესასწაულისა გალობად მოგვიწოდს,
22.03.2022
გვესაუბრება რუის-ურბნისი ეპარქიის მღვდელმსახური, სანებლის წმინდა ნიკოლოზის მამათა მონასტრის წინამძღვარი,
27.02.2022
გვესაუბრება საქართველო- აზერბაიჯანის საზღვარზე, წითელ ხიდზე მდებარე მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის
13.02.2022
ტროპარი: ზეცისა ანგელოზთა გუნდი მოიწივნის ქვეყნად და იხილეს ღმერთი, ვითარცა ჩვილი, ტვირთული მოხუცებულისა მკლავთა ზედა
27.01.2022

ოხითა წმიდისა ნინოსი, ხმა დ

სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო, ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
17.01.2022
ტროპარი, ხმა 4.

უკუნიქცა ოდესმე იორდანე მდინარე ხალენითა ელისესითა ამაღლებასა ილიასა და განყოფდა წყალსა იმიერ, და ექმნა მას მწყურნები გზად ხმელად სახედ ჭეშმარიტისა ნათლისღებისა,
02.12.2021
"შვილებო, მსურს, რომ ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს ნათელი ბრწყინავდეს თქვენს გულებში.
07.12.2020
პირველი საფეხური გულისხმობს გარეგნულ ლოცვას - კითხვით, დგომით და მუხლთადრეკით გამოხატულს. თუმცა ამ დროს ყურადღება იფანტება,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat