შეჰღაღადებ: "უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე!", მაგრამ კარი დახშულია
შეჰღაღადებ: "უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე!", მაგრამ კარი დახშულია
როცა ლოცვას წარმოთქვამ, მტკიცედ გწამდეს, რომ ღმერთი შენს გვერდითაა
2000 წელს ათონზე ოთხმოცდაათი წლის ასაკში გარდაიცვალა დიონისეს მონასტრის იღუმენი ხარლამპე, სულიერი შვილი მამა იოსებ ისიქასტისა (ათონელისა). მამა ხარლამპე ღირსეული და ავტორიტეტული წარმომადგენელი იყო თანამედროვე ბერ-მონაზვნობისა. მან ძალზე საინტერესო ცხოვრებით იცხოვრა, მაგრამ მკითხველისთვის არანაკლებ საინტერესო იქნება წმინდა მამის ერისკაცებთან საუბრის მოსმენა, რომელიც გონიერ ლოცვას ეხება:

- მამა ხარლამპე, თქვენ გონიერ ლოცვას ასწავლით. როგორ თვლით, ის მხოლოდ ბერებისთვის არის აუცილებელი თუ ყველა ქრისტიანისთვის სასარგებლოა?

- წმინდა მამათა სწავლებიდან ვიცით და საკუთარი გამოცდილებითაც შემიძლია ვთქვა, რომ, ერეტიკოსებისა და სხვანაირად მადიდებელთა გარდა, გონიერი ლოცვა ყველასთვის მისაღებია.

- როცა ამბობთ, გონიერი ლოცვა ერისკაცთათვისაც შესაძლებელიაო, ამან იმედი მოგვცა, მაგრამ თქვენი დახმარება გვჭირდება. უკვე ვცადეთ, ისე მოვქცეულიყავით, როგორც წიგნებში წაგვიკითხავს ლოცვაზე, მაგრამ ძალზე ძნელ საქმედ გვეჩვენა.

- ცხადია, იოლი არ არის, ეს ღვაწლი მარტო გმირობას კი არა, გამოცდილებასაც მოითხოვს. მოძღვარი თუ გყავთ?

- მყავს, მამაო, მაგრამ როცა გონიერი ლოცვის სწავლებაზე ჩამოვუგდებ სიტყვას, მპასუხობს, რომ ამ საქმისა თვითონაც ბევრი არაფერი იცის.

- ეს კარგია. ზოგჯერ საქმე უარესადაა. თუ არ იცი, აღიარე, სხვას კი ნუ დაუშლი იესოს ლოცვას. მოძღვარი გყოლიათ და საჭირო არ არის, აღსარება გათქმევინოთ. მაშ, ახლა გასწავლით, როგორ ილოცოთ.

ნათლისღებისას ქრისტიანი მადლს იღებს და მასში ქრისტე დაემკვიდრება. მაგრამ შესცოდავს და ამით ღვთის მადლს განაგდებს. ცოდვა კედელივით აღმართულა ჩვენსა და ქრისტეს შორის. შეჰღაღადებ: "უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე!", მაგრამ კარი დახშულია. ცოდვას სინანული და აღსარება შეარყევს და კედელიც ინგრევა - ადამიანი კვლავ ურიგდება ღმერთს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მეგობარი ძალიან დიდი კაცია. და აი, თქვენი მიზეზით უსიამოვნება მოგივიდათ, მაგრამ ეს ადამიანი რომ ძალზე გჭირდებათ? სხვა გზა არა გაქვთ, თავს იმდაბლებთ და შენდობას სთხოვთ. რომ შეგირიგდებათ, მოიკრებთ გამბედაობას და ეტყვით: "მეგობარო, გევედრები, დამეხმარე". ნუთუ არ შეისმენს თქვენი მეგობრობის გამო? და რამდენად უფრო მალე შეისმენს ღმერთი ადამიანის თხოვნას, როცა მას შეურიგდება.

- დიახ, მამაო, აღსარება კარგია, მაგრამ სოფელი ცხონების საშუალებას არ გაძლევს. გამოდიხარ სააღმსარებლოდან და იგივე გესმის და იმავეს ხედავ. ისევ შესცოდავ, გაბრაზდები, მრისხანებ, განიკითხავ...

- არ განსჯი სწორად. ქრისტემ ბრძანა, უკეთუ თვალი შენი გაცთუნებდეს, აღმოიღე იგიო. არ უთქვამს, თვალი სხვას ამოსთხარეო. თუ ქალს გამომწვევად აცვია, ეს მისი საქმეა; შენ კი შენს საქმეს მიხედე. "აღმოიღე თვალი შენი" იმას ნიშნავს, რომ თვალები დახარო და ქალი არ შეათვალიერო. თუ ისეთი უძლური ხარ, რომ ამის გაკეთებაც არ შეგიძლია, ნურავის დაადანაშაულებ. თქვი: ვაი შენ, საცოდავო ჩემო თავო, მრუშო და გემოთმოყვარევ, ცოდვა რომ მოგწონებიაო.

ეს ერთგვარი სკოლაა - საკუთარ სულში ცქერას სწავლობ, ამოწმებ, რამდენად უმწიკვლო ხარ. სრულყოფილი ადამიანი უყურებს, მაგრამ არ ცდუნდება; მოსაგრე, რამდენადაც ძალუძს, ცოდვის მიზეზს გაექცევა; ზარმაცი კი ცოდვისკენ ისწრაფვის, მერე კი... ბრალს თავისი თავის გარდა ყველას სდებს. ეს თავის მართლებაა. ასე მოიქცა ევაც.

- მამაო, ღვთის შეწევნით, ვცდილობთ, შეძლებისამებრ მოვერიდოთ ცოდვას, გავექცეთ, მაგრამ საზოგადოებაში რომ ტრიალებ, შეუძლებელია, სიწმინდე შეინარჩუნო...

KARIBCHE- როცა საცთურების გარემოცვაში ცხოვრობ, აბა, სხვას რას უნდა მოელოდე? სწორედ ამიტომაც მოვშორდი სოფელს. ქრისტეს მადლით, სულიერად ერშიც მყარად ვიდექი, მაგრამ მყუდროებას უამრავი უპირატესობა აქვს. ლოცვისას თავს იყრის და გონებაში ფილმივით გიტრიალებს ყველაფერი, რაც დღისით გინახავს თუ შეგმთხვევია - ბილწსიტყვაობა, მკრეხელობა... ბრუნდება და ლოცვისას გეწინააღმდეგება. მაგრამ სწორედ ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც ერში განუწყვეტელი ლოცვისთვის აღგძრავს.

მახსოვს, ერში მრავალი განსაცდელი მხვდებოდა. ერთხელ ბოროტად განწყობილმა ქალებმა ჩემი ცდუნებაც კი მოინდომეს. როგორ ფიქრობთ, რამ მიშველა? ამ პატარა ლოცვამ: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". მოუწოდებ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელს, სიღრმით გულისათ შეჰღაღადებ: "ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, მაცხოვნე მე", ზოგჯერ კი გრძნობ, შენი სიტყვებით უნდა ითხოვო: "დედაო ღვთისა და მაცხოვრისაო, ისწრაფე და შემეწიე განსაცდელში..."

ერისკაცული ცხოვრების გამოცდილებამ მასწავლა, რომ ეს პატარა იარაღი - ლოცვა დამიფარავს ბოროტისაგან. ბოროტი ადამიანები გამოცდებს გვიწყობენ და ამით სულ უფრო და უფრო მეტად გვიბიძგებენ ქრისტესკენ.

- მე, მამაო, სხვა პრობლემა მაქვს. ოჯახის კაცი ვარ, პატიოსნად ვცხოვრობ ჩემს მეუღლესთან, მისთვის არასოდეს მიღალატია. მაგრამ ზოგჯერ შეხვდები ზოგიერთს და მყის პრობლემების გროვა დაგატყდება თავს: უმიზეზოდ გლანძღავს, გემუქრება, გვნებს... აწყნარებ, ამშვიდებ, ის კი უფრო მეტად მძვინვარებს. როგორ ვიცხოვრო ასეთი ადამიანის გვერდით? როგორ უნდა მიყვარდეს, უფრო სწორად, როგორ არ უნდა მძულდეს? როგორ არ ვილოცო, რომ ღვთის რისხვა ეწიოს?

- შვილო ჩემო, ის ხომ ეშმაკეულია. წმინდა მამები ამბობენ, ცუდი ადამიანის გვერდით სატანა დგასო. ეშმაკია მასში, რომელიც აქეზებს, რომ გაგლანძღოს, დაგწყევლოს, დაგარტყას...

ჩემი მოძღვარი ამბობდა: "ბოროტებას ბოროტებით ვერ გამოასწორებო". ეს დიდი განსაცდელია და მის გადასალახად ღვაწლია საჭირო. მოდით, ისე მოვიქცეთ, როგორც ქრისტე გვასწავლის: "აკურთხეთ მაწყევარნი თქვენნი... და ილოცეთ მათთვის, რომელნი გმძლავრობენ თქვენ". ასე გიბიძგებს ბოროტება ღმერთისკენ. თქვი: "მაცხოვარო ჩემო, აპატიე, რადგან არ უწყის, რასა იქმს, გონს მოიყვანე, განაშორე ბოროტი სული, რომ მიხვდეს თავის შეცდომას". შემდეგ კი მოიკრიბე ძალა, განაგრძე ლოცვა და თქვი მოუკლებლად: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე".

- მამაო, თუ ნებას მომცემთ, ყველას წინაშე ვაღიარებ: ხშირად გავიფიქრებ ხოლმე: მოდი, ამას თავში ჩავცხებ და ძირს დავაგდებ და მერე თუნდაც დამიჭირონ-მეთქი.

- ხედავ, საით გიბიძგებს სატანა? რომ ციხეში გამოგამწყვდიონ და ცოლ-შვილი ბედის ანაბარა დატოვო. ნუ დაუჯერებ, შვილო, შენი დაღუპვა უნდა. ყური უგდე ქრისტეს და ყველაფერი კარგად იქნება. შენი სწორი მოქცევით ან ის ადამიანი გამოსწორდება, ან ქრისტე გამოსავალს გიჩვენებს. ოღონდ შენ და შენი მეუღლე მთელი გულით, განუწვეტლივ ევედრეთ ღმერთს. და კიდევ ერთი: სულით რომ გაძლიერდეთ, ხშირად უნდა ეზიაროთ წმინდა საიდუმლოს.

- რომელ ლოცვაზე, რომელ ზიარებაზეა საუბარი, როცა ყველაფერი ასე წაბილწულია?

- ყველაზე მეტად, სწორედ მაშინ გვჭირდება ლოცვა და საღმრთო ზიარება, როცა საქმე ცუდადაა, ოღონდ, როგორც დაგარიგე, ჯერ შენი მტრისთვის ილოცე, მერე კი საკუთარი თავისთვის.

- მაგრამ როგორ ვეზიარო, როცა ყველამ, მით უფრო კი მოძღვარმა, კარგად იცის, რომ ერთმანეთს ხმას არ ვცემთ?

- თუ ამაში შენ ხარ დამნაშავე, ცხადია, წმინდა საიდუმლოსთან მიკარების ნება არ გაქვს; მაგრამ თუ ბრალი სხვას მიუძღვის, შენ თავისუფალი ხარ. შეეცადე დაელაპარაკო და შეურიგდე. თუ სატანამ ისე გააბოროტა, რომ სიკვდილამდე ხმას არ გაგცემს, უზიარებელი ხომ არ მოკვდები? რაც შეგიძლია, იღონე. თუ მოახერხებ და იმ ადამიანს შეურიგდები, ამით მის სულს სატანის ბრჭყალებისგან იხსნი, ამისთვის კი ღვთისგან უდიდესი ჯილდო გერგება. თუკი არაფერი გამოგივა, ილოცე, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა გონს მოიყვანოს.

- ეჰ, მამაო, თქვენი რჩევისაებრ მოქცევა იოლი არ არის, მაგრამ მაინც ვეცდები, თქვენი კურთხევა აღვასრულო.

- ღმერთმა დაგაჯილდოოს ამისთვის, შვილო. რასაც შეძლებ, გააკეთე, მეც დაგეხმარები... ჩამომიწერე შენი ოჯახის წევრთა სახელები და იმ კაცისაც. ერთად ვილოცოთ, დანარჩენი კი ღმერთს მივანდოთ.


წერილი ნათესავს

უფლის მიერ შვილო ჩემო ლ.

მივიღე შენი წერილი, რომლიდანაც შევიტყვე, რომ ჯარში გაუწვევიხარ. ვევედრები ყოვლადსახიერ ღმერთს და მის ყოვლადწმინდა დედას, დაგიფარონ ეშმაკისა და ბოროტ კაცთა საფრთხისაგან. ვისაც სურს, კარგი ქრისტიანი იყოს, ჯარში სამსახური გაუჭირდება. ამიტომ ამ ამბავს სერიოზულად და ძალზე ყურადღებით უნდა მიუდგე. ყველა გიყვარდეს, მაგრამ იოლად ნურავის დაუმეგობრდები, მხოლოდ იმას დაუახლოვდი, ვინც ნამდვილად ღვთისმოშიშია, ოღონდ - განსჯის შემდეგ.

ჰოი, როგორი გახდა სოფელი! შიში და შეძრწუნება გიპყრობს. მხოლოდ ღვთის იმედი გქონდეს და მას სთხოვე მფარველობა.

შეძლებისდაგვარად აიძულე გონება, წარმოთქვას ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". არაა რთული. განუწყვეტლივ აღვლენილი ეს მცირე ლოცვა ყველაფერში დაგვეხმარება - უფალი მოგვხედავს და ყველა განსაცდელს შეგვიმსუბუქებს. როცა ლოცვას წარმოთქვამ, მტკიცედ გწამდეს, რომ ღმერთი შენს გვერდითაა. ნუთუ არ შეგიძლია, კარგი ქრისტიანი გახდე - სისტემატურად თქვა აღსარება, ღვთისმსახურებაზე იარო, დღესასწაულებზე წმინდა ზიარება მიიღო... უკიდურეს შემთხვევაში, ორ კვირაში ერთხელ მაინც ეზიარო?

მარხვის შენახვის საშუალება თუ გაქვს? ოთხშაბათ-პარასკევს უზეთო საჭმელი მიიღე, გაექეცი აზარტულ თამაშს, ცეკვას, ტელევიზორს... მე მთელი გულით ვილოცებ შენთვის.

მწუხარებს ჩემი სული და ტირის თქვენი ბილწი ცხოვრების გამო, თქვენი დაუდევრობის გამო! მიჰყვებით მოდას, ცდილობთ სათნოეყოთ სოფელს, მაგრამ მცირედითაც არ ზრუნავთ, სასურველნი იყოთ ღვთის თვალთა წინაშე.

იმ მცირეოდენითაც კი, რაც მოგწერე, ბევრის გაკეთება შეგიძლია. შეეცადე, სათნოეყო ღმერთს და არა ადამიანებს.

გამიხარდება, თუ შევიტყობ, რომ უკეთესისკენ ისწრაფვი.

მამობრივად, საუკეთესო სურვილებით გეამბორები.
მღვდელმონაზონი ხარლამპე
კარიესი, 3/16.10.1978
ბეჭდვაელფოსტა
12.07. 2016
Natali Gia
ai ra bedniereba ikneba tu amas gaviziarebt.UPALO IESO KRISTE SHEMIBRALE ME CODVILI.
სხვა სიახლეები
28.02.2023
ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში დილისა და ძილის წინ ლოცვების შემდეგ იკითხება.
25.05.2022
მისი პირველი დამფუძნებლები იყვნენ ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ღირსი მამები: პავლე თებაიდელი და ანტონი დიდი.
04.04.2022
ტროპარი

დღეს ყოვლისა სოფლისა სიხარულისა დასაბამი წინადღესასწაულისა გალობად მოგვიწოდს,
22.03.2022
გვესაუბრება რუის-ურბნისი ეპარქიის მღვდელმსახური, სანებლის წმინდა ნიკოლოზის მამათა მონასტრის წინამძღვარი,
27.02.2022
გვესაუბრება საქართველო- აზერბაიჯანის საზღვარზე, წითელ ხიდზე მდებარე მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის
13.02.2022
ტროპარი: ზეცისა ანგელოზთა გუნდი მოიწივნის ქვეყნად და იხილეს ღმერთი, ვითარცა ჩვილი, ტვირთული მოხუცებულისა მკლავთა ზედა
27.01.2022

ოხითა წმიდისა ნინოსი, ხმა დ

სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო, ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
17.01.2022
ტროპარი, ხმა 4.

უკუნიქცა ოდესმე იორდანე მდინარე ხალენითა ელისესითა ამაღლებასა ილიასა და განყოფდა წყალსა იმიერ, და ექმნა მას მწყურნები გზად ხმელად სახედ ჭეშმარიტისა ნათლისღებისა,
02.12.2021
"შვილებო, მსურს, რომ ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს ნათელი ბრწყინავდეს თქვენს გულებში.
07.12.2020
პირველი საფეხური გულისხმობს გარეგნულ ლოცვას - კითხვით, დგომით და მუხლთადრეკით გამოხატულს. თუმცა ამ დროს ყურადღება იფანტება,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat