შინაგანი ლოცვის წყალობით, ადამიანი დროის ახლებურ აღქმას იწყებს...
შინაგანი ლოცვის წყალობით, ადამიანი დროის ახლებურ აღქმას იწყებს...
დროის საიდუმლოს მცველი ქრისტეს ეკლესიაა. იგი ქრონოსის საწყისზე მიგვითითებს, რომელიც თვით სამყაროა.

ღვთისმსახურების რიტმში ჩართვისა და შინაგანი ლოცვის წყალობით, ადამიანი დროის ახლებურ აღქმას იწყებს - არა როგორც სწორი, მუდამ წინმსწრაფი, უწყვეტი ხაზისას, არამედ როგორც მარადისობის კარიბჭისა.

ეკლესიაში თვით დროის განწმენდა ხდება: ღვთისმსახურების პროცესში დრო წმინდა სიმბოლოთა და რიტუალთა შესრულებაში გადის. სადღეღამისო, საკვირაო, წლიურ და სხვა სახის ღვთისმსახურებას ციკლური ხასიათი აქვს. წრე - მარადისობის სიმბოლოა, ამიტომ საეკლესიო კალენდარს მკაცრი რიტმიკა, მკაფიო პერიოდები და ციკლურობა უნდა ახასიათებდეს.

საეკლესიო კალენდარი დროის უბრალო აღნუსხვა კი არა, ჟამთასვლის განწმენდილი ხატია, რომელიც მარადისობაში იმყოფება.

მართლმადიდებლური კალენდრის შესახებ გვესაუბრება არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი):

- მამა რაფაელ, რა მთავარი უპირატესობა აქვს მართლმადიდებლურ, იულიუსის კალენდარს?

- დროის ბიბლიური ორიენტირები, კალენდარი, დროის აღნუსხვაა გარკვეულ ციკლებსა და პერიოდებში, საამისოდ კი კოსმოსური ორიენტირებით: - მზით, მთვარით, ვარსკვლავებითა და პლანეტებით ხელმძღვანელობენ.

არსებობს კალენდრის რამდენიმე სახე: - მზისიერი, ვარსკვლავიერი, მთვარის და უფრო რთული სტრუქტურის მქონე კალენდრები, დროის სხვადასხვა ორიენტირის ერთ სისტემაში შეთავსებას რომ ცდილობენ.

ბიბლიამ დროის გაზომვის ერთეულად სამ ორიენტირზე მიგვითითა: - მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავებზე.

იულიუსის კალენდარი, რომელიც დროის ამ სამ ორიენტირს ეყრდნობა, მათი ჰარმონიზაციის დასკვნითი ეტაპია და ამ მხრივ ბადალი არც წარსულში აქვს და არც აწმყოში. იულიუსის კალენდარი - ვარსკვლავიერ-მზისიერი წლის კალენდარია, იგი კოსმოსშია ჩართული, რაც ქრისტიანობის საბოლოო მიზანს ესაბამება: - ადამიანის, როგორც კოსმოსის წარმომადგენლის და მასთან ერთად მთელი სამყაროს ფერისცვალებისა.

გრიგოლისეული კალენდარი გაუბრალოების გზას დაადგა: - კოსმოსური ორიენტირებიდან მხოლოდ მზე დატოვა და სამყაროსთან მიმართებით პრიმიტიულ გეოსეზონურ კალენდრად აქცია (აქვე შევნიშნავთ, რომ მაჰმადიანურ კალენდრებსაც ერთი ორიენტირი აქვთ - მთვარე).

ეკლესია და მისი ტაძრული ღვთისმსახურება - ბიბლიაა მოქმედებაში, სადაც წმინდა ისტორიაში გადმოცემული მოვლენები, წარსულიცა და მომავალიც, ლიტურგიკულ ციკლებში აწმყოდ აღიქმება: - ესაა დრო სამყაროს შექმნიდან ვიდრე საშინელ სამსჯავრომდე, რომელიც მართლმადიდებლური ღვთისმსახურების დღიურ და წლიურ ბრუნვაში უკიდურესადაა შემჭიდროვებული.

ბრჭყვიალა ჰიპოთეზებით მორთული ვერავითარი მეცნიერება ვერ შეედრება გამოცხადების მარადიულ ნათელს. ჩვენთვის კალენდრის სხეული - რიცხვია, სამშვინველი - რიტმი და ჰარმონია, სული კი - ბიბლიასთან შესატყვისობა.

- როგორ ახდენს იულიუსის კალენდარი ვარსკვლავიერი, მზისიერი და მთვარის წელთაღრიცხვის გათვალისწინებას და პროგნოზირებას?

- უპირველესად, უნდა გაირკვეს, რას წარმოადგენს ვარსკვლავიერი და მზისიერი წელიწადები. თუ მზის წარმოსახვით გზაზე ავიღებთ ვარსკვლავს, რომელსაც უძრავ ორიენტირად ჩავთვლით, მაშინ წრე, რომელსაც მზე ამ ვარსკვლავის მიმართ ასრულებს, ანუ, ხელახალი გავლა ვარსკვლავის მიერ მითითებულ წერტილზე, შეადგენს სიდერულ, ანუ ვარსკვლავიერ წელიწადს. გეომეტრიულად ეს წრე შეიძლება 360 გრადუსიან სიმრგვალედაც გამოვსახოთ.

ტროპიკული, ანუ ვარსკვლავიერი წელიწადი - მზის ხელმეორე გავლაა გაზაფხულის ბუნიობის წერტილზე. ეს წერტილი ნიშნავს მზის დედამიწასთან თანაფარდობას, როდესაც დღე ღამის ტოლია.

დედამიწის ბზრიალასებური ბრუნვის გამო ღერძის გარშემო გაზაფხულის ბუნიობის წერტილი მზის მიმართულებით გადაადგილდება, რასაც პრეცესია ეწოდება.

მზის წარმოსახვითი მოძრაობა კოსმოსურ სივრცეში აღარ წარმოადგენს დასრულებულ სიმრგვალეს და ამიტომ ტროპიკული წელიწადი ვარსკვლავიერზე დაახლოებით 20 წუთით მოკლეა.

იულიუსის კალენდრის წელიწადს საშუალო ჰარმონიზებული სიდიდე აქვს, რომელიც ტროპიკული წლისგან 11 წუთით განსხვავდება, ვარსკვლავიერისგან კი - 9 წუთით. ასე რომ, იულიუსის კალენდარი - ვარსკვლავიერ-მზისიერი წელიწადია, ოდნავ მეტად მიახლოებული ვარსკვლავიერთან. ეს კალენდარი მთვარის ფაზებთანაა შეთანხმებული, კერძოდ, მის რიცხვებში ყოველი 19 წლის შემდეგ ფაზები მეორდება.

- კიდევ რა ციკლები აღინიშნება იულიუსის კალენდარში?

- ოთხწლიანი ციკლი, რომელიც სამ უბრალო და ერთ ნაკიან წელიწადს მოიცავს, 28-წლიანი ციკლი, როდესაც თვის რიცხვები და კვირის დღეები ერთმანეთს ემთხვევა, დიდი ინდიქტიონი - 532-წლიანი პერიოდი, რომელშიც ყველა წინა ციკლის სიდიდეები და მახასიათებლები მეორდება.

ერთ-ერთ სტატიაში იულიუსის კალენდრის რიცხვთა მისტიკასა და სიმბოლიკაზე მივუთითეთ. გრიგოლისეულ კალენდარში უბრალო და ნაკიან წელთა რიცხვი საუკუნეში არ ემთხვევა ერთმანეთს, სხვა ზემოთ ნახსენები ციკლები კი - მოშლილია. ბიბლიური კოსმოსური განზომილება უსახო და უტილიტარული, ტროპიკული წლით იცვლება, დროის გაზომვის კოსმოსური ორიენტირები ერთ ღერძამდე - დედამიწა-მზემდეა მიყვანილი. მთვარის კალენდართან (მთვარის ფაზებთან) მიმართებით იულიუსის კალენდრის მსგავსად შეთანხმებული კი არა, პარალელური (იზოლირებული) აღმოჩნდა.

- რა არის გრიგოლისეული კალენდრის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი?

- ხსენებულ კალენდარში 400-წლიანი პერიოდიდან სამი ნაკიანი წელიწადი ამოიღეს და მათ ნაცვლად უბრალო წლები შეიტანეს, რის შემდეგაც იულიუსის კალენდარში მოქმედი ყველა რიტმი მოიშალა, როგორც უზარმაზარი აგრეგატი დუმდება ხოლმე, თუ მისი მექანიზმიდან ერთ დეტალს მაინც ამოიღებენ.

გრიგოლისეული კალენდარი ტროპიკულთან მაქსიმალურად მიახლოებას ესწრაფვის, მაგრამ თვით ტროპიკული წელიწადი, ვარსკვლავიერისაგან განსხვავებით, მუდმივი სიდიდე არ არის და დედამიწის ქერქის ვიბრაციის გამო მნიშვნელოვან რყევებს განიცდის, კორექციის ინტერვალი 400 წლამდე განიგრძობა, ამიტომ, პაპ გრიგოლ XIII-ის განცხადება, რომ გაზაფხულის ბუნიობის წერტილის შეჩერება სურს, განუხორციელებელი დარჩა: - ეს წარმოსახვითი წერტილი სამდღიანი ამპლიტუდის ზიგზაგებს აკეთებს.

გრიგოლისეული კალენდარი მიწათმოქმედთა, ხელოსანთა და პოლიტიკოსთა ბიულეტენად უნდა ქცეულიყო, მაგრამ პირველ ორ შემთხვევაში, როგორც ქვემოთ დავრწმუნდებით, უტილიტარულ მიზნებსაც კი ვერ მიაღწიეს. მიწათმოქმედთა და ხელოსანთათვის უფრო ხელსაყრელი ძველი, არასტაბილური კალენდრებია ცვლადი დღეებითა და თვეებით, რადგან სეზონთა დრო და ხასიათი სხვადასხვა ადგილას სხვადასხვაა და არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთაც ვერც ერთი სტაბილური კალენდარი ვერ დაიტევს და შეითანხმებს.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ სეზონები მხოლოდ ასტრონომიული კი არა, მეტეოროლოგიური მოვლენებიცაა.

- არსებობს თუ არა იმის ფაქტობრივი დასაბუთება, რომ იულიუსის კალენდარს მიზნად მზისიერი და ვარსკვლავიერი წლების საშუალო სიდიდეთა შეთანხმება ჰქონდა დასახული. ნუთუ შეუძლებელია, რომ ეს სოზიგენეს მიერ დაშვებული შეცდომა და უზუსტობა, ან მისი თანამედროვე კალენდარული მეცნიერების ნაკლოვანების ბრალი იყო?

- შეუძლებელია, ასეთ შეცდომას შეექმნა ჰარმონიული სისტემა განმეორებადი რიტმებითა და პერიოდებით, რომლებიც მდგრადობით, სიზუსტითა და, შეიძლება ითქვას, მათემატიკური სილამაზით გამოირჩევიან.

მატერიალისტური აზროვნება ცდილობს, სამყარო შემთხვევითობის სერიამდე დაიყვანოს, რელიგიური აზროვნება კი მოვლენათა მიზეზებს სწვდება.

იულიუსის კალენდარი ქრისტეს შობამდე პირველ საუკუნეში ალექსანდრიელმა ასტრონომებმა სოზიგენეს ხელმძღვანელობით შექმნეს და იგი რომის იმპერიის სახელმწიფო კალენდრად 46 წელს გამოცხადდა.

ბერძენმა ასტრონომმა ჰიპარქოსმა, რომელიც სოზიგენემდე ერთი საუკუნით ადრე ცხოვრობდა, ასტრონომიული ტაბულები შეადგინა, სადაც ვარსკვლავიერი წელიწადი საოცარი სიზუსტით იყო გამოთვლილი და მხოლოდ 20 წამით განსხვავდება ჩვენს დროში მიღებული ვარსკვლავიერი წლის სიდიდისაგან. მზისიერი წელიწადი ჰიპარქოსმა მხოლოდ 6 წუთის სხვაობით განსაზღვრა, რაც მზისიერი კალენდრის არასტაბილობით აიხსნება. მთვარის თვე ხომ უკვე ბაბილონის ტაბულებში 2 წამის განსხვავების ფარგლებში იყო განსაზღვრული, ჰიპარქოსმა კი 0,5 წამის ფარგლებში განსაზღვრა.

დღემდე გაუგებარია, თუ როგორ აღწევდნენ ასეთ მაღალ შედეგებს ძველი ასტრონომები, რომელთაც ის აპარატურა არ გააჩნდათ, ჩვენი საუკუნე რომაა აღჭურვილი.

სოზიგენეს ხელთ ჰქონდა ჰიპარქოსის ტაბულები, მაგრამ იგი სხვა - "დროის ჰარმონიზაციის" გზით წავიდა და კალენდარს საფუძვლად რიტმი და ციკლურობა დაუდო.

ძველი დროის უდიდესმა ასტრონომმა, პტოლემეოსმა გამოიყენა ჰიპარქოსის ტაბულები, მაგრამ წელიწადის გაზომვისას მას კი არა, სოზიგენეს დაეყრდნო. აქედან კარგად ჩანს მათი მეცნიერული აზროვნების მაღალი კულტურა, მათ მიერ დროის, არა მხოლოდ გრძლივობის, არამედ მისი ჰარმონიულობისა და რიტმულობის აღქმა.

საყურადღებოა, რომ ძველი დროის მრავალმა კალენდარმა შეინარჩუნა წლის იგივე რიცხობრივი განზომილება - 365,25 დღე-ღამე, როგორც ჰარმონიული რიცხვი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იუდაისტური კალენდარი, რომელიც ძველი აღთქმის სატაძრო კალენდარს ეკუთვნის, მზისიერ - ვარსკვლავიერ წელიწადს ეყრდნობა. სტრუქტურული სირთულის მიუხედავად, მისი საშუალო წელიწადი იულიუსის კალენდართან ახლოსაა. აქ მარადისობის საიდუმლოა დამარხული, რომლის ამოხსნას ვერავითარი ზემძლავრი ელექტროტელესკოპი ვერ შეძლებს.

- რამ აიძულა რომის კურია, რომ კალენდარული რეფორმა განეხორციელებინა?

- რეფორმის გატარების მიზეზი მეცნიერული წინსვლა კი არ გახლდათ, როგორც ამას გრიგოლისეული კალენდრის მომხრენი წარმოგვიდგენენ, არამედ ე.წ. "ახალი ადამიანის" აზროვნების შეცვლა.

- გრიგოლისეული კალენდრის მომხრეთა განცხადებით, საეკლესიო კალენდარი წეს-ჩვეულებათა რიგს მიეკუთვნება და არა დოგმატებისას, ამიტომ მისი მოდერნიზება, შეცვლა ან სხვა კალენდრის შემოღება სავსებით შესაძლებელია...

- ვგონებ, ეს კითხვა კალენდარულ რეფორმაზე უფრო ფართო სფეროს მოიცავს. თუ კალენდარს შიშველი რაციონალიზმის პოზიციიდან მივუდგებით და თანამიმდევრობასა და ლოგიკურობაზე გვექნება პრეტენზია, მაშინ საიმისოდ, რომ ეკლესიის შემდგომი მოდერნიზება და თანამედროვეობის გამიწიერებულ სულისკვეთებასთან მისი დაახლოება განხორციელდეს, სხვა რეფორმებიც უნდა გავატაროთ.

წეს-ჩვეულება ეკლესიის სიმბოლური ენაა და ის არხია, რომლის მეშვეობითაც სული ღვთაებრივ ძალთა და ენერგიათა ველში, მარადიული ლოგოსის სამეფოში ერთვება. წეს-ჩვეულებების მეშვეობით ადამიანი ინფორმაციას სულიერი სამყაროდან იღებს - არა გარეგნული სიტყვის, არამედ სხვა, ზერეალურ და ზელოგიკურ მყოფობაში ჩართვის გზით.

ვთქვათ, რომელიმე ორგანიზაციას მსოფლიო ხალხებისთვის ისტორიულ, ეროვნულ ენებზე უარის თქმა და ერთი საერთო ენის, მაგალითად, ესპერანტოს მიღება შეეთავაზებინა, როგორ შეაფასებდით ასეთ წინადადებას?

- შესაძლოა, ჩვენთვის მეცნიერულად დაემტკიცებინათ, რომ ესპერანტოს ის ღირსებები აქვს, როგორიცაა გრამატიკულ ფორმათა სიმარტივე, სინტაქსის სიზუსტე, იდიომებისა და გრამატიკული წესებიდან გადახვევის არარსებობა... ისიც ვთქვათ, რომ საერთო ენა ხელს შეუწყობდა ერთა შორის ურთიერთგაგებასა და მეგობრობას, ერთობლივ სამეცნიერო გამოკვლევებს, პროგრესსა და ხალხთა შორის სიყვარულს... და მაინც, არ მგონია, რომელიმე ჩვენგანი ამგვარ ენობრივ უნიფიკაციას დასთანხმებოდა. ენის დაკარგვით ხალხი თვითმყოფადობასაც კარგავს და ქრება, როგორც ერი, რომელიც თავის ისტორიულ ღირებულებებს უფრთხილდება და თუ ენის დაკარგვასთან ერთად ჩვენს კულტურასთან დამაკავშირებელი ძაფიც გაწყდება, რაღაში ვაქნევთ ასეთ გაერთიანებას?

წეს-ჩვეულება ეკლესიის ენაა, რომლის მეშვეობითაც იგი არა მხოლოდ მიწას, ზეცასაც უკავშირდება და თუ კალენდრის საკითხი საწესჩვეულებო ხასიათისაა, მაშასადამე, ეს იგივეა, რაც ენის საკითხი.

იულიუსის კალენდარი ღვთისმსახურების ტიპიკონთანაა შერწყმული, იგი ეკლესიის ლიტურგიკულ გადმოცემაში შევიდა. თუ ჩვენთვის ჩვენი ენა ძვირფასია (ისტორია იცნობს მოწამეებს, რომელთაც თავი დადეს ენისათვის), მაშინ რატომ სურთ, რომ უნიფიკაციის სახელით წაგვართვან ეკლესიის მისტიკური ენა - კალენდარი?!

- იმის თქმა გსურთ, რომ იულიუსის კალენდარი არა მხოლოდ მისტიკური, ტრადიციულიცაა?

- ჩვეულებრივ, ეს ორი ცნება ურთიერთთანხმობაშია. ტრადიცია-კონსერვაციაა ყოველივე საუკეთესოსი, რაც ხალხს შეუქმნია, საეკლესიო ტრადიცია კი იმის შენახვაა, რაც ხალხს ღვთაებრივმა გამოცხადებამ მისცა. თუ ეკლესიას ოაზისს შევადარებთ, მაშინ ტრადიცია ის გალავანი იქნება, რომელიც მას უდაბნოს ქვიშისგან იცავს, ხოლო თუ ადამიანის ორგანიზმთან გავავლებთ პარალელს, ტრადიცია აქ იმუნოსისტემის როლს ასრულებს, რომელიც მყისვე ცნობს და ანადგურებს ორგანიზმში შეჭრილ უცხო სხეულებს. ტრადიცია - ეკლესიის დამცავი კედელია, მართლმადიდებლობის სულისკვეთება მხოლოდ მას შეუძლია იგრძნოს, ვინც მართლმადიდებლური ტრადიციებით ცხოვრობს.

იმუნოსისტემის დარღვევას ხშირად ავადმყოფობა და სიკვდილიც კი მოსდევს: თანამედროვეობის ერთ-ერთი საზარელი და უკურნებელი დაავადებაა შიდსი, რომელიც ადამიანის იმუნოსისტემას ანადგურებს. ამ დროს მიკრობი დაუბრკოლებლად აღწევს ორგანიზმში და სპობს მას.

ტრადიციათა მსხვრევა იგივე შიდსია, როდესაც მართლმადიდებლობა დაუცველი რჩება უცხო და ცრუ მოძღვრებათა წინაშე. სისხლში მოხვედრილი შხამი თვით სისხლსაც შხამად აქცევს - ტრადიციის გარეშე შეუძლებელია არა მხოლოდ რელიგიის, ხალხების კულტურისა და თვითშეგნების არსებობაც.

ანდაზად იქცა ინგლისელთა კონსერვატიზმი: - განსაკუთრებულად უფრთხილდებიან თავიანთ უძველეს კანონებსა და წეს-ჩვეულებებს, ჩინეთი და იაპონია ვერაფრით შელევიან იეროგლიფთა სისტემას, რადგან იციან, რომ რეფორმის შემდეგ საუკუნეთა მანძილზე ნაგროვები ტვირთი ზღვაში გადაიყრება, მეტიც, მათი აზროვნების სტილიც კი შეიცვლება და სულ სხვა ხალხად იქცევიან.

ისრაელი, რომელმაც მსოფლიოს უდიდესი მათემატიკოსები და ასტრონომები მისცა, თავად მკაცრად იცავს ტრადიციებს: აღადგინა ძველებრაული - ივრითი და ძველი აღთქმის რიტუალური კალენდარი სახელმწიფო კალენდრად გამოაცხადა.

საწესჩვეულებო მთვარის კალენდარს მაჰმადიანური რელიგიური თემებიც უფრთხილდებიან. რიტუალური კალენდრის საკითხი მათთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თვით ყურანიც კი მიუთითებს, თუ როგორი უნდა იყოს იგი. საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ იეზიდთა პატარა თემებსაც სურთ თავიანთი საკულტო კალენდრის (ზოროასტრულის) აღდგენა. მაშ, რატომ უნდა გავფლანგოთ ჩვენი საგანძური მართლმადიდებლებმა იმის შიშით, ვაითუ ობსკურანტებად და კონსერვატორებად გამოვჩნდებითო?!

საერო კულტურის თვალსაზრისითაც კი უნიფიკაცია - გაღარიბების ტოლფასია. ჩვენს დროში პარადოქსულ მოვლენას ვაწყდებით: ერთი მხრივ, ტექნოკრატია და მასმედია ადამიანთა გაუსახურებასა და ხალხის ბრბოდ ქცევას უწყობენ ხელს, მეორე მხრივ კი სულ უფრო ომახიანად ისმის მოწოდება, რომ უნდა გავუფრთხილდეთ და გავაღრმავოთ ტრადიციები, რომ წინ აღვუდგეთ ენტროპიას (დესტრუქციულ, ქაოსურ ენერგიას).

ცოტა ხნის წინ ტრადიცია რეაქციასთან იგივდებოდა, მაგრამ ახლო წარსულის მწარე გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ ვითომდა პროგრესის სახელით ტრადიციათა მსხვრევა კანიბალიზმის ნაირსახეობად და შთამომავალთა მიერ საკუთარ წინაპართა შთანთქმად იქცევა.

პანკრიტიციზმი, რომელიც ჩვენს მეცნიერებაში არცთუ დიდი ხნის წინ იყო გამეფებული, გვაიძულებდა, ნიჰილისტურად მოვკიდებოდით წარსულის ძეგლებს, ხაზგასმული სკეპტიციზმით უარგვეყო პირველწყაროები, როგორც გვიანდელი ფალსიფიკაციები, ან ჩვენივე ნებით დაგვემახინჯებინა ისინი. აზრის თავისუფლების სახელს ამოფარებული ასეთი რევოლუციური კრიტიციზმი სინამდვილეში თავად მეცნიერების წინააღმდეგ აღმოჩნდა მიმართული. იმისთვის, რომ რეფორმათა და რევოლუციათა (ზოგჯერ კი - რეზოლუციათა) გზით, თავდაჯერების გარდა არაფერია საჭირო, ტრადიციათა დასაცავად კი აუცილებელია კულტურის მემკვიდრეობითობა და ამ ტრადიციათა შესაბამისად ცხოვრება.

ტაძრებისა და საკურთხევლების დამსხვრეული და მიმოფანტული ქვები უსიტყვოდ ამხელენ და ღაღადებენ არა მხოლოდ მათზე, ვინც ჩაქუჩითა და წერაქვით მოსრა ისინი, არამედ მათზეც, ვინც ამ პროცესს, ხალხის სულს არღვევდა და საამისოდ ამზადებდა.

- არსებობს თუ არა რაიმე თანაფარდობა ერის ცხოვრების დრამატულ მოვლენებსა და კალენდარული სისტემის შეცვლას შორის?

- ვფიქრობ, შეიძლება, არსებობდეს, მით უფრო, მაშინ, როდესაც ახალ საზოგადოებრივ სტრუქტურას სურს, რომ ხალხმა თავისი ისტორია დაივიწყოს.

ერთ-ერთი უძველესი ეგვიპტური კალენდარი სოტესის (სირიუსის) ვარსკვლავიერი კალენდარი გახლდათ, რომელიც წელიწადში 365 დღეს ითვლიდა და 1461 წელს მოიცავდა, რომელიც 1460 წლის ტოლი იყო, რომლის სიდიდე 365, 25 დღე-ღამეს უდრიდა. ეს სიდიდე ძველეგვიპტელთათვისაც იყო ცნობილი, ძველჩინელთათვისაც და სხვა ხალხებისათვისაც. თავისი კალენდრისათვის იგივე სიდიდე შეინარჩუნა სოზიგენემაც.

პლატონის მოწმობით, ჰიქსოსების მომთაბარე ტომებმა, რომლებმაც ეგვიპტე დაიპყრეს, სხვა, სტაბილური კალენდარი შემოიღეს, - ცხადია, სურდათ, რომ ხალხის შემეცნებაში ისტორია სწორედ ჰიქსოსებიდან დაწყებულიყო. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ მათი ძალაუფლება დაემხო და ფარაონებმა, როგორც ძველ დინასტიათა შთამომავლებმა, ტრადიციული კალენდარი აღადგინეს.

ამ საკითხს იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ტახტის მემკვიდრე ფარაონი საზეიმო ფიცს დებდა, რომ კალენდარს არ შეცვლიდა.

მხოლოდ პტოლემეოსების ბერძნული დინასტიის გამეფების შემდგომ გამოსცა ბრძანება მეფე ევერგეტოს მესამემ ახალი კალენდრის შემოღების შესახებ სტაბილური წელიწადით და ეს ბრძანება ტაძრის კედელზეც ამოკვეთეს.

ქრისტეს შობამდე 30 წელს ეგვიპტე რომაელებმა დაიპყრეს და პროვინციად აქციეს. ეს ფაქტი ახალი კალენდრის შემოღებით აღინიშნა, რომელსაც სტაბილური ალექსანდრიული კალენდარი ეწოდა.

ანალოგიური შემთხვევები სხვა ხალხთა ისტორიაშიც გვხვდება. ნიშანდობლივია, რომ 1793 წლის საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ რობესპიერის მთავრობას თავისი მიზნები არ დაუმალავს: - ახალ კალენდარს უნდა დაესამარებინა ბიბლიის ქრისტიანული, შვიდდღიანი კვირის ხსოვნა. წელთაღრიცხვა მონარქიის დაცემის დღიდან იწყებოდა, კვირა კი - ათი დღისგან შედგებოდა. კალენდარს რევოლუციის საქმენი უნდა უკვდავეყო, რაც ხუთ ჩამატებულ დღეში აისახა.

საფრანგეთის რევოლუციური კალენდარი ცეცხლთაყვანისმცემელთა ძველსპარსული კალენდრის მიბაძვა აღმოჩნდა, მისმა ავტორმა, შარლ ჟილბერ რომმა მალე თავი მოიკლა, რომ გილიოტინას გადარჩენოდა...

ახალმა კალენდარმა 1808 წლამდე იარსება, შემდეგ კი ბონაპარტემ ძველი, გრიგოლისეული კალენდარი აღადგინა. 1871 წელს პარიზში ძალაუფლება ხელთ კომუნარებმა იგდეს, რომელნიც, მარქსის ხატოვანი თქმით, "ზეცის შტურმით აღებას ლამობდნენ". რევოლუციურმა კომუნამ თავისი მმართველობა ალყაშემორტყმულ ქალაქში ორი ღონისძიებით აღნიშნა: - პარიზის მთავარეპისკოპოსის დახვრეტითა და რომის კალენდრის აღდგენით, რომელმაც კომუნასთან ერთად ორთვენახევარი იარსება, შეემდეგ კი ბარიკადების ნამსხვრევებში სამუდამოდ ჩაიმარხა...

ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ საბჭოთა მთავრობის ერთ-ერთი პირველი დეკრეტი (ლენინისა და ჩიჩერინის ხელმოწერით) გრიგოლისეული კალენდრის შემოღება იყო, შემდგომ იგივე განმეორდა საქართველოშიც...

ცხადია, ხალხისთვის არავის უკითხავს, სურდა თუ არა კალენდრის შეცვლა. თუ რევოლიციას არა მხოლოდ სოციალურ-პოლიტიკურ, არამედ ოკულტურ მოვლენადაც აღვიქვამთ, კალენდრის საკითხი კიდევ უფრო ღრმად და მნიშვნელოვნად წარმოგვიდგება.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.02.2023
ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში დილისა და ძილის წინ ლოცვების შემდეგ იკითხება.
25.05.2022
მისი პირველი დამფუძნებლები იყვნენ ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ღირსი მამები: პავლე თებაიდელი და ანტონი დიდი.
04.04.2022
ტროპარი

დღეს ყოვლისა სოფლისა სიხარულისა დასაბამი წინადღესასწაულისა გალობად მოგვიწოდს,
22.03.2022
გვესაუბრება რუის-ურბნისი ეპარქიის მღვდელმსახური, სანებლის წმინდა ნიკოლოზის მამათა მონასტრის წინამძღვარი,
27.02.2022
გვესაუბრება საქართველო- აზერბაიჯანის საზღვარზე, წითელ ხიდზე მდებარე მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის
13.02.2022
ტროპარი: ზეცისა ანგელოზთა გუნდი მოიწივნის ქვეყნად და იხილეს ღმერთი, ვითარცა ჩვილი, ტვირთული მოხუცებულისა მკლავთა ზედა
27.01.2022

ოხითა წმიდისა ნინოსი, ხმა დ

სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო, ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
17.01.2022
ტროპარი, ხმა 4.

უკუნიქცა ოდესმე იორდანე მდინარე ხალენითა ელისესითა ამაღლებასა ილიასა და განყოფდა წყალსა იმიერ, და ექმნა მას მწყურნები გზად ხმელად სახედ ჭეშმარიტისა ნათლისღებისა,
02.12.2021
"შვილებო, მსურს, რომ ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს ნათელი ბრწყინავდეს თქვენს გულებში.
07.12.2020
პირველი საფეხური გულისხმობს გარეგნულ ლოცვას - კითხვით, დგომით და მუხლთადრეკით გამოხატულს. თუმცა ამ დროს ყურადღება იფანტება,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat