ძველი სტილით 28 სექტემბერს, (ახალი სტილით 11 ოქტომბერს) არის ჩეხეთის მთავრის-წმინდა ვიაჩესლავის ხსენების დღე.
კეთილმსახური მთავარი ვიაჩესლავ ჩეხი, წმინდა ლუდმილას (ხს. 16 სექტემბერს) შვილიშვილი გახლდათ. პატარა ვიაჩესლავი ბებიამ აღზარდა. კეთილმსახური მთავარი ვიაჩესლავ ჩეხი თვრამეტი წლისა იყო, როცა ქვეყნის განმგებლობა დაეკისრა.
მიუხედავად სიჭაბუკისა, იგი ბრძნულად და სამართლიანად აღასრულებდა მძიმე მოვალეობას და გულმოდგინედ იღვწოდა ხალხის ქრისტიანული განათლებისათვის. ნეტარი ვიაჩესლავი ღრმა განსწავლულობით გამოირჩეოდა, ფლობდა ლათინურ და ბერძნულ ენებს. აშენებდა და ამკობდა ეკლესიებს, მოწიწებით ეპყრობოდა სასულიერო პირებს. მოღალატე დიდებულებმა, სხვა ვარაუდით კი გერმანულ-კათოლიკურმა პარტიამ წმინდა მთავრის წინააღმდეგ მისი ძმა, ბოლესლავი აღძრა. ბოლესლავმა ტაძრის კურთხევაზე მიიწვია ვიაჩესლავი. მეორე დღეს კი, საცისკრო ლოცვაზე დასასწრებად მიმავალი, ეკლესიის ზღურბლზე მოღალატურად მოაკვლევინა.
წმინდანის უხრწნელი ნაწილები პრაღაში, მის მიერვე აგებულ წმინდა ვიტეს ტაძარში განისვენებს.
წმინდა ვიაჩესლავი თავისი ხალხის დიდი სიყვარულით სარგებლობდა და სიკვდილის შემდეგ წმინდანად შერაცხული, ჩეხეთის მფარველად ითვლება. პრაღის წმინდა ვიტეს ტაძარი მუდამ სავსეა მომლოცველებით. თვით მისი მუზარადი, სატევარი და ჯავშანი სიწმინდეებად არის აღიარებული. ვაცლავის სახელს ატარებს მოედანი პრაღაში, სადაც 1912 წელს დაიდგა მთავრის ქანდაკება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი