წმინდა კვიპრიანე დაიბადა დაახლოებით 1331 წელს ბულგარეთში, ტირნოვოს გარეუბანში და შემდგომში მოსაგრეობდა ათონზე.
თავისი ღვთისმოსაობით კონსტანტინოპოლის პატრიარქის თეოფილეს ყურადღება მიიპყრო, რომელმაც წმინდა კვიპრიანე კიევის და ლიტვის მიტროპოლიტად აკურთხა. კონსტანტინოპოლის კრებაზე დაადგინეს: იმისთვის, რომ რუსეთის მიტროპოლია არ გაყოფილიყო, ის მთელი რუსეთის მიტროპოლიტი უნდა გამხდარიყო მოქმედი და ხანში შესული მღვდელმთავრის ალექსის გარდაცალების შემდეგ. მოსკოვში წმინდა კვიპრიანემ ბევრი განსაცდელი დაითმინა დიდი მთავრის დიმიტრი დონელის მხრიდან, და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ, 1390 წელს დიდი თავადის ვასილი დიმიტრის ძის დროს მიიღეს ის მოსკოვში მიტროპოლიტად. წმინდა კვიპრიანე ბევრს იღვწოდა საღვთისმსახურო წიგნების გასწორებისთვის, წმინდა მამათა ნაწერების და ლიტურგიკული წიგნების ბერძნულიდან საეკლესიო სლავურ ენაზე თარგმნისთვის. შემორჩენილია მისი ავტოგრაფები, რაც ღირსი მამის დიდ სამეცნიერო შრომაზე მეტყველებს.
წმინდა კვიპრიანე 1406 წლის 16 სექტემბერს გარდაიცვალა. მისი სასწაულმოქმედი წმინდა ნაწილები 1472 წელს მოიპოვეს და კრემლის მიძინების ტაძარში დაასვენეს. სწორედ იმ პერიოდში მოხდა მისი კანონიზაცია.
....................................................
მღვდელმოწამე გრიგოლი რაევსკი, მღვდელი (+1937); მღვდელმოწამე სერგი ლოსევი, მღვდელი (+1942); წმინდა მართალი ალექსანდრე მეჩევის (+1923) წმინდა ნაწილთა აღმოყვანება (+2001)
ამ ახალმოწამეებს მოიხსენიებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი