წმინდა ასია სასწაულმოქმედი (V) - 15 ივლისი (28 ივლისი)
წმინდა ასია სასწაულმოქმედი (V) - 15 ივლისი (28 ივლისი)
ამ წმინდანის შესახებ არ მოგვითხრობს ბიზანტიური სვინაქსარი, მაგრამ მისი ხსენება შეტანილია რაბანა სლიბას (XVIII) "სირიულ მარტიროლოგიაში", ასევე სხვადასხვა არაბულ სვინაქსარში. არაბულ ტექსტებში, რომლიდანაც აქ მოგითხრობთ, წმინდა ასია წარმოგვიდგება მოსაგრედ, ხოლო სირიული ტრადიციის მიხედვით, მას პატივს მიაგებენ, როგორც მოწამეს.

წმინდა ასია სირიაში დაიბადა, სავარაუდოდ IV საუკუნის II ნახევარში. იგი დიდებულ ქრისტიანთა ოჯახიდან წარმოსდგებოდა. მრავალი წლის უშვილობის შემდეგ დედამისი დალოცვისთვის წმინდა ულიანე სპარსთან წავიდა (18 ოქტ.) და მან უწინასწარმეტყველა, რომ მალე ვაჟი შეეძინებოდა. გახარებულმა ქალმა თავისი ქონების დიდი ნაწილი მოწყალებაში უხვად მისცა გლახაკებს. ბავშვის დაბადებიდან მალევე დედას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და ღვთის ნება გაუმხილა, რომ ვაჟისთვის სახელად ასია დაერქმია, რაც ასურულად "ექიმს" ნიშნავს, და რომ უფალი მის მიერ მრავალ ადამიანს განკურნებდა. ასიას კარგად შეასწავლეს საღმრთო წერილი. თხუთმეტი წლისა მშობლების დაჟინებული მოთხოვნით დაქორწინდა ქალიშვილზე, რომელსაც სახელად ურანია ერქვა. მაგრამ მალე ჭაბუკმა თავისი ტანსაცმელი ერთ გლახაკს გაუცვალა და ღვთის საძიებლად შინიდან გაიქცა. შვიდი წელი წმინდა მონაზონ თომას სულიერი მორჩილების ქვეშ იყო, შემდეგ სინაზე ჩავიდა, მოსაგრე დომეტიანეს დაემოწაფა. ასია განდეგილურ ცხოვრებას ეწეოდა და მას გარეული მხეცნი ემსახურებოდნენ. ბერდიდის სიკვდილიდან სამი წლის შემდეგ მან უფლის ანგელოზისგან ბრძანება მიიღო, რომ კელია დაეტოვებინა, რამეთუ უფალს სურდა, მის მიერ წყალობა მოეღო გატანჯულ ადამიანებზე. ღვთის განგებულებით ის ანტიოქიის სიახლოვეს დაბა ტანისში მივიდა, და მისმა სიწმინდემ მრავალი განსაცდელით აღსავსე ადამიანი მიიზიდა. წმინდანის ლოცვით ბრმებს თვალები ეხილებოდათ და განრღვეულები ფეხზე დგებოდნენ, უშვილო ქალები ბავშვებს აჩენდნენ, ეშმაკეულები განიკურნებოდნენ და მან უფლის შეწევნით ერთი კაცი მკვდრეთითაც კი აღადგინა. სპარსეთის მეფემ თავისი ავადმყოფი ვაჟი წმინდანს გაუგზავნა და მისი ლოცვით ყმაწვილი განიკურნა. სიკვდილის წინ წმინდანმა ბევრი ილოცა მთელ სამყაროზე, ეკლესიაზე, ყველა შეჭირვებულზე. წმინდა ასია 15 ივლისს (V ს) გარდაიცვალა. მისი წმინდა ნაწილები ტანისში დარჩა, სადაც მრავალი კურნება აღასრულა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler