მოიტანეს მონაზვნის შესამოსელი და შემოსეს ირინე. ქერა, ლამაზი თმები დაფარა შავმა თავსაფარმა
მოიტანეს მონაზვნის შესამოსელი და შემოსეს ირინე. ქერა, ლამაზი თმები დაფარა შავმა თავსაფარმა
ათენში ყოფნისას როცა წმინდა ირინეს სახელობის დედათა მონასტერი მოვილოცე, სურვილი გამიჩნდა უფრო ძირფესვიანად გამეცნო წმინდა ირინეს ცხოვრება და მოღვაწეობა. თავად წმინდა ირინეს სახელობის დედათა მონასტერი ათენთან ახლოს მდებარეობს. მრავალი მომლოცველი სტუმრობს მონასტერს, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვისაც უშვილობის პრობლემა აწუხებთ. მონასტერში, სადაც მესანთლე ზის, იქვე უსასყიდლოდ აძლევს მომლოცველებს ვაშლის ნაყოფის მცირე ნაჭრებს. თუკი ამ ვაშლის ნაყოფს უშვილო წყვილი რწმენით მიირთმეს, წმინდა ირინე მათ შვილს ჩუქნის. ამის მრავალი მაგალითი არსებობს. წმინდა ირინეს კანდლის ზეთის ცხების დროსაც მრავალი სასწაული აღესრულება.

ღირსი ირინე წარმოშობით რომაელი არისტოკრატის პატრიკ (წოდება) ფილარეტოს ქალიშვილი იყო. ღირსი ირინე კესარიაში საკმაოდ მდიდარ ოჯახში იზრდებოდა. მის მამას ფილარეტოს კაპადოკიაში საკმაოდ დიდი თანამდებობა ეკავა. ნაადრევად დაკარგა სათნოებით სავსე მეუღლე პატრიკია ზოი. მისგან დარჩა ორი ქალიშვილი კალინიკა და ირინე. ობლების აღზრდა უფროსმა დამ სოფიამ ითავა. სოფია თავმდაბლობით და მოკრძალებული თვისებებით გამოირჩეოდა. რომ არა ობოლი ძმისშვილები, ის მონასტერში დიდი ხნის წასული იქნებოდა. კალინიკას და მასზე სამი წლით უმცროს დას ირინეს ობლობა არ უგრძვნიათ, რადგან არანაკლები სიყვარულით ზრუნავდა მათზე მამიდა. ფილარეტოს სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ხშირად უხდებოდა მოგზაურობა, ამიტომ ობლების მფარველი ანგელოზი მამიდა სოფია იყო. მამიდას შრომას უქმად არ ჩაუვლია და გოგონები სანაქებო ქალიშვილები დაიზარდნენ. დებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, მაგრამ ძალიან განსხვავებული ხასიათები ჰქონდათ. კალინიკი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ლამაზ ჩაცმულობას, უყვარდა მდიდრული კაბები და სამკაულები. ადამიანებთან ურთიერთობა. თვლიდა რომ ურთიერთობა უნდა ჰქონოდა მხოლოდ მათთან, ვინც სამეფო პალატიდან იყო. მომავალი საქმროც რა თქმა უნდა მაღალი საზოგადოების წრიდან უნდა ყოფილიყო. მართლაც ასე მოხდა. 839 წელს, გაზაფხულზე კაბადოკიის დედაქალაქს სახელმწიფო საქმეების მოსაგვარებლად ეწვია ახალგაზრდა კეისარი, სახელად ვარდა. საპატიო სტუმარს ფილარეტომ უმასპინძლა და მაშინ მოხდა კეისარ ვარდას და კალინიკის გაცნობა. რამდენიმე თვის შემდეგ მთელი სახელმწიფო ზეიმობდა მათ ლამაზ ქორწილს.

მამიდა სოფია გახლდათ ის ადამიანი, რომელსაც არ მოსწონდა მათი ქორწინება. მას თავიდანვე არ მოუვიდა თვალში ეგოისტი, ამბიციური და ფეთქებადი ხასიათის ახალგაზრდა კეისარი. როდესაც ბედნიერების ზღვაში მცურავი კალინიკი სამეფო პალატებისკენ მიემგზავრებოდა, იმ დროს მამიდა სამლოცველოში განმარტოვდა, რათა ლოცვებით მოეპოვებინა სიმშვიდე. ხედავდა, რომ ახალგაზრდა კეისარი ის ადამიანი არ იყო, რომელიც კალინიკს ბედნიერებას მოუტანდა.

მამიდასთან დარჩა ირინე, რომელსაც უფროსი დისგან განსხვავებული ხასიათი ჰქონდა. დიდი სიფრთხილით ცდილობდა, რომ უბრალოებით დაეფარა მდიდრული სული და ლამაზი გარეგნობა. სამკაულებს არასდროს ატარებდა, გარდა ოქროს ჯვრისა. იმოსებოდა თეთრი, უბრალო ტანსაცმლით. საუბარი და სიარულიც კი სერიოზული და გამოზომილი ჰქონდა. ირინე არ იყო ისეთი კონტაქტური, როგორც კალინიკი. ამჯობინებდა სიმშვიდეს და განმარტოვებულ ცხოვრებას. ადამიანებთან ურთიერთობა უყვარდა იმ დონეზე, რომ დახმარებოდა გაჭირვებულებს. მამიდასთან ერთად მას ხშირად ხედავდნენ საავადმყოფოებში, ობოლთა და მუხუცთა თავშესაფრებში, რათა სულიერი და მატერიალური დახმარება გაეწიათ. სამკაულები, რომლებიც დედისგან ერგო და მამას მოჰქონდა მოგზაურობებიდან, სულ ქვრივ-ობლებს დაურიგა. მამიდასთან ერთად ხშირად დადიოდა ტაძრების მოსალოცად. მამიდას იმედი ჰქონდა, რომ ირინე მონასტერულ ცხოვრებას აირჩევდა. მამას გაგონება არ უნდოდა იმისა, რომ მისი უსაყვარლესი ქალიშვილი შეიძლებოდა მონაზვნად აღკვეცილიყო. ცდილობდა სასიძო მოეძებნა და გაეთხოვებინა. კონსტანტინეპოლში ყოფნისას სოფიას მიწერა, რომ ირინე მასთან გაეგზავნა, რათა უფლისწულისთვის მიეთხოვებინათ. მამიდა შეშფოთდა, მას ირინე მხოლოდ მონაზვნის ხარისხში წარმოედგინა. ძმის მოწერილი ეპისტოლე რომ წაიკითხა გადაწყვიტა ირინეს აზრი გაეგო.

KARIBCHE

-წავალ, რომ საბო-შენ, ცათა სასუფეველში წარმომედგინე პატარძლად. ალბათ ბედნიერი ხარ ასეთი განსაკუთრებული ბედისა.
ირინემ მშიდად უპასუხა:
-მეგონა, შენს ძმისშვილს კარგად იცნობდი ჩემო კარგო მამიდა. მე მხოლოდ იმის პატარძალი ვიქნები, ვინც შენ გამაცანი.
-ესე იგი არ წახვალ სამეფო კარზე?
ლოოდ ვნახო ჩემი და. მამისგან კი დალოცვა აიღო, რათა მონაზვნად აღკვეცილიყო.
ირინე მონასტერში წასვლამდე მოძღვარს, მამა სინესიოსს ეწვია, რომელმაც დამშვიდობებისას თავისი ხილვა გაანდო: "შენი ხანგრძლივი მოგზაურობის დროს მოხვდები ოლიმპოს მთაზე. ამ დალოცვილი მთის ერთ მიყრუებულ გამოქვაბულშია ასკეტი დიდი იოანიკიო. ნახე და მისგან დალოცვა აიღე. ამბობენ ამ სასწაულებრივ ადამიანს ხედავენ მხოლოდ ღირსეულები. ცოდვილები და უპატიოები მას ვერ ხედავენ. თუკი გეჩვენა სთხოვე მის ლოცვებში მომიხსენიოს ცოდვილი სინესიო.
ირინემ გადაწყვიდა როგორმე შეხვედროდა იოანიკიოს, თან ფიქრობდა, შეძლებდა კი რომ დაენახა, იყო კი ამის ღირსი?
ირინეს მოგზაურობის დროს თან ახლდა ბიძა, დედის ძმა ნიკიფორე და მეგობრები-არეტი და ფილიკიტატი. ორი კვირის შემდეგ მიაღწიეს ოლიმპოს მთას. იქ ოთხი დღე დაჰყვეს. ბერებმა, შეძლებისდაგვარად უმასპინძლეს. ირინეს მიზანი იყო ენახა ასკეტი, რომლის შესახებაც მოძღვარმა უთხრა.

ღირსი იოანიკიო, რომლის ხსენების დღეს ეკლესია 4 ნოემბერს აღნიშნავს, ბერულ ცხოვრებას 798 წელს, ქრისტეს შობის შემდეგ შეუდგა. მანამადე იყო ბიზანტიის არმიის ოფიცერი, რომელიც მონაწილეობდა რამდენიმე ბრძოლაში. გულის სიღრმეში უფლისკენ ჰქონდა გეზი აღებული. მიატოვა ერული ცხოვრება და ოლიმპოს მთას, აგაერონის მონასტრის საძმოს მიაშურა. ცოტა ხნის შემდეგ განმარტოვებული ცხოვრებისათვის აირჩია მთის ყველაზე შორეული მღვიმე. ასეთი ცხოვრებით გაიწმინდა სული და გული. ასეთი მოღვაწეობა უფალმა დაუფასა და დააჯილდოვა სხვადასხვა მადლით. მისი ამბები ოლიმპოს საზღვრებს გასცდა. იმპერეტორმა თეოდორამ შესთავაზა პატრიარქის ტახტი, მაგრამ უარი განაცხადა და ურჩია ეს საპატიო ადგილი დაეაკავებინა მეთოდო აღმსარებელს. თეოდორამ თხოვნა შეუსრულა.
ირინეს და მისი მოხუცი ბიძის მეგზურობა იღუმენმა ითავა. წინ მიუძღოდათ და ბუჩქებში გზას უკვალავდათ. ირინეს შავი სამოსი ეცვა, სახეზე შავი პირბადე ებურა და არ ჩანდა მისი ახალგაზრდული სილამაზე. ის ყურადღებას არ აქცევდა არც ძნელად გასავლელ ბილიკებს, არც ეკლის ნაჩხვლეტებს, მისი ფიქრები იყო მხოლოდ იქით, რომ ენახა ეს წმინდა ადამიანი. როგორც იქნა მიაღწიეს და დაინახეს ქვაზე მჯდარი იოანიკიო. იგი წამოდგა ფეხზე და მიეგებათ. თითქოს ელოდათ. მისმა სიტყვებმა ყველა გაოცებული დატოვა. მან ირინეს მიმართა. -მშვიდობა შენს მოსვლას უფლის მხევალო ირინე. იცოდე ხრისოლავანდის მონასტერი შენ გელოდება, რათა მწყემსო მისი ქალწულები.
ირინე მიხვდა, რომ ეს იყო მისთვის გამხნევება. ანუ უარს იტყოდა ტახტზე და მამას გამოუცხადებდა გადაწყვეტილებას. იმპერატრიცა თეოდორამ მოისურვა ირინესთან მარტო შეხვედრა და საუბარი. შეხვედრისას ირინემ საჭიროდ ჩათვალა და გაუმხილა, რომ მონაზვნად აღკვეცას აპირებდა. თეოდორამ მოიხსნა მარგალიტის ჯვარი, რომელშიც იდო ჯვარი პატიოსნის ნაწილი და ირინეს გადასცა. აგრეთვე ის უძვირფასესი სამკაულები, რომლებიც მისთვის ჰქონდა გამზადებული, როგორც პატარძლისთვის. ეს შეუფასებელი ძვირფასეულობა ირინემ ჰუმანიტარული მიზნით გამოიყენა, როდესაც მონასტერში წავიდა.
ირინე მალე დაუმეგობრდა თეოდორას ასულს თეკლას, რომელიც ოჯახის წევრებისგან განმარტოვებულ ცხოვრებას ეწეოდა. მას ვერავინ ვერ უგებდა და ეგოისტად თვლიდნენ. თეკლამ ირინე გულითად მეგობრად მიიღო, მასზე პატარა დებთან საერთოს ვერ ნახულობდა. ირინეს გააცნო კონსტანტინეპოლი, აჩვენა აია სოფიას ტაძარი.
ორივე მეგობარი მიეჩვია ვლახერნონის ტაძარში სიარულს. ირინე გრძნობდა, რომ რაღაც ძალა იზიდავდა ამ ტაძრისკენ. თეკლას უხაროდა, რომ მის მეგობარს მოსწონდა იქაურობა.
-სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ, ერთ პატარა წყნარ სახლში,-უთხრა ერთხელ ირინემ.
-როგორც მეუდაბნოე არა,-გაეცინა თეკლას. შენი სურვილი სხვანაირადაც შეიძლება შესრულდეს, რამდენიმე კვირაში აქ მოვემგზავრებით ზაფხულის გასატარებლად და შენც იქნები ჩვენთან ერთად.
-მე ამ დროს აქ აღარ ვიქნები. არსებობს ვიღაც რომელიც მელოდება. თეკლამ ზრდილობის გამო ვერ ჰკითხა ვინ იყო, ჩათვალა რომ სასიძო იქნებოდა. მელანქოლიამ შეიპყრო, რომ ასე მალე მეგობარს დაშორდებოდა.
-რა შენობებია იქით, რომ მოსჩანს?-შეცვალა სასაუბრო თემა ირინემ.
-მონასტრებია, მამათა მონასტერია. აგრეთვე არის პატარა ტაძარი წმინდა პანტელეიმონის სახელობის. ოდნავ მოშორებით არის ხრისოვალადის დედათა მონასტერი, რომელიც მთავარანგელოზ მიქაელის და გაბერიელის სახელობის გახლავთ. ირინემ გაიკვირვა როცა მონასტრის სახელწოდება რომ გაიგო. გაახსენდა დიდი იოანიკიეს წინასწარმეტყველება. შემდეგ აღარ დაუმალა და ყველაფერი თეკლას მოუყვა. თეკლა მაშინ კი მიხვდა ვისი სიყვარული აშორებდა მეგობარს და გულდაწყვეტით უთხრა. მე ისე არ მიყვარს როგორც შენ, მაგრამ ირინემ დაამშვიდა და უთხრა, რომ მასაც შეეძლო იესო ქრისტეს სიყვარული. რამდენიმე წლის შემდეგ როდესაც თეკლა მძიმე ავადმყოფობით გატანჯული საწოლს მიეჯაჭვა, სიცოცხლის ბოლო წუთებში შეხედა თავის საწოლთან ჩამოკიდებულ ჯვარცმის ხატს და ჩურჩულით თქვა: "გმადლობთ, ჩემო სიძეო იესო, რომ შემაძლებინე შენი სიყვარული". ამ სიტყვებით მიაბარა სული უფალს.

KARIBCHE

***
მეგობრები თეოდორას ნებართვით ეწვივნენ მონასტერს და გაიცვნეს შინა განაწესი. იმ საღამოს, ირინემ სთხოვა იღუმენს შეხვედროდა განცალკევებით. როდესაც შევიდა მის კელიაში, დაემხო მუხლებზე და შესთხოვა, რათა მიეცა უფლება მისთვის დარჩენილიყო მონასტერში და ემსახურა სიცოცხლის ბოლომდე.
ღირსმა ანამ ირინეს სიყვარულით, ტკბილი, ნაზი ხმით უთხრა:- უფლის ნებაა შვილო ჩემო. უფალმა გასულ ღამეს მამცნო შენი მოსვლა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა სიზმარში მუხლებზე დამისვა ერთი პატარა, თეთრი, ლამაზი ბატკანი, რომელსაც ჰქონდა ცელქი თვალები და მბზინავი ბეწვი. სიხარულით მივიღე საჩუქარი და წავიყვანე დაბლა, მონასტრის ჭასთან და წყალი დავალევინე. ისეთი ცოცხალი თვალებით მიყურებდა, თითქოს მადლობის თქმა სურდა. ასე, რომ შენ ხარ ბატკანი და როგორ არ მიგიღო. შენები რას ამბობენ შენს გადაწყვეტილებაზე?
-მამასთან ჯერ არ მისაუბრია. თეოდორამ იცის და იმედი მაქვს დამეხმარება მამა რომ დავითანხმო.
ირინემ მონასტერი დატოვა იმ სურვილით რომ მალე დაბრუნდებოდა. რამდენიმე დღეში ოფიცერი ფილარეტო ადრიანეპოლიდან დაბრუნდა. კმაყოფილი იყო, რადგან უსაყვარლეს ქალიშვილს ირინეს კარგი, არისტოკრატი საქმრო მოუძებნა. შედგა მათი გაცნობაც, მაგარამ ირინე უკვე სულით უფალთან იყო.
-მამა თუ შენს ქალიშვილს უკვე შერჩეული ჰყავს საქმრო, შენს არჩეულზე უკეთესი, მაინც შენს რჩეულს ისურვებ?
მამა ვერ მიხვდა რას გულისხმობდა და გაბრაზებულმა ხმამაღლა უთხრა: -კარგად აღზრდილი ქალიშვილი თვითონ არასდროს ირჩევს საქმროს, ჩემს ოჯახში ასეთი წესია და მე არ დავარღვევ. ასეთ დაცინვას ვერ ავიტან.
-ჩემი არჩევანი შენ ვერაფერს დაგაკლებს, პირიქით იამაყებ. მე ბავშვობიდან მსურს მონაზვნობა. ეს მინდოდა მეთქვა შენთვის, რომ დამლოცო.
ფილარეტო ამის გაგონებაზე დადუმდა. მერე განრისხებულმა მარმარილოს მაგიდას მუშტი დასცხო და უყვირა:-გაძლევ 24 საათს მოფიქრებისთვის, ხვალ დილიდან თუ არ დათანხმდები რომ ორ კვირაში ქორწილი შედგება, გაგიშვებ კესარიაში და მთელი შენი სიცოცხლე სახლში გამოგკეტავ. გამოვაცხადებ რომ ერთი შვილი არ მყავს. ამ სიტყვებით გაიჯახუნა კარი და დატოვა ქანდაკებასავით გახევებული ირინე, რომელმაც პირველად ნახა მისი ზრდილობიანი და თავდაჭერილი მამა ასე განრისხებული. ამ საუბარში ირინე გულწასული დაეცა. როცა გონს მოვიდა მხოლოდ ღირს იოანიკიოს და ხრისოვალადის იღუმენს უხმობდა. საწოლთან ღამეს უთევდა შეშფოთებული ფილარეტო. დილის სიბრაზე უკვე გადავლილი ჰქონდა, ღრმა მწუხარებით ადევნებდა თვალს მის შვილს როგორ ებძოდა სიკვდილს.
შეწუხებულმა მამამ, რომელმაც ადამიანებისგან ვერ მიიღო დახმარება, იმედგაცრუებულმა დაიჩოქა ავადმყოფი შვილის საწოლთან და ილოცა.
-უფალო, მაპატიე ჩემი უპატივცემულობა, რადგან ჩემი შვილი აირჩიე. მთელი გულით გიძღვნი უფალო, აჩუქე სიცოცხლე და გპირდები თავად მოვიყვან იმ წმინდა ადგილას, სადაც შენი ნებაა. უფალო, არ მიატოვო შეწუხებული მამა.
სამი დღე ებრძოდა ირინე სიკვდილს. საუკეთესო ექიმები ვერ იგებდნენ ამ უცნაური ავადმყოფობის მიზეზს. მესამე დღეს მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდა. სიცხემ დაიწია და თანდათან გონს მოვიდა. ირინეს და მონასტერში წავიდა და ქმრის საქორწინო საჩუქარი ღვთისმშობელს შესწირა. ფილარეტო ეფერებოდა შვილს და ეუბნებოდა: -მოითმინე შვილო, მალე კარგად გახდები და მე თვითონ წაგიყვან ხრისოვალანდის მონასტერში, რათა ქრისტეს მიუძღვნა შენი თავი. ავადმყოფი ირინე მოინახულა ავტოკრატორმა თეოდორამ და აჩუქა ემალზე შესრულებული ღვთისმშობლის ხატი. ეს ხატი ირინემ შეინახა როგორც წმინდა ნაწილი. თეოდორამ ფილარეტოს მოუყვა რაც ირინესგან იცოდა და აუხსნა, რომ ეს იყო უფლის ნება. გამოჯანმრთელების შემდეგ ირინე მამამ წაიყვანა მონასტერში. მანამადე ირინემ მთელი თავისი ქონება დაურიგა ობოლთა თავშესაფრებს და გაჭირვებულებს. იღუმენმა ანამ დედობრივი სიყვარულით მიიღო სულიერი შვილი. მონასტრის კანონების თანახმად, ორმა მონაზონმა მამა-შვილი მიაცილა დიდმოწამე თეოდორეს სამლოცველომდე და ღვთისმშობლის ხატის წინ უძღვნა გენერალმა ფილარეტომ ძვირფასი განძი-შვილი უფალს. მოიტანეს მონაზვნის შესამოსელი და შემოსეს ირინე. ქერა, ლამაზი თმები დაფარა შავმა თავსაფარმა. შესაძლოა ვინმეს ეგონოს, რომ შავმა შესამოსელმა დაჩრდილა ირინეს სილამაზე, მაგრამ მოხდა პირიქით, იმაზე ლამაზი არასდროს ყოფილა. უცნაურმა შუქმა გააბრწყინა და გაანათა, მაშინ მიხვდნენ რომ მათ გვერდით ნამდვილი წმინდანი იდგა. ამ პროცესს მოჰყვა ლოცვა, შემდეგ კი მამა-შვილის გზა გაიყარა. ერთხელ შეხვდა ფილარეტო ქალიშვილს, როდესაც წმინდა სქემით შემოსეს. შემდეგ გადადგა თანამდებობიდან, დაბრუნდა კესარიაში და სიცოცხლის ბოლომდე მარტომ იცხოვრა აგარაკზე. კითხულობდა რელიგიურ ლიტერატურას და დაკავებული იყო მებაღეობით. გარდაიცვალა როგორც კარგი ქრისტაინი. სიკვდილის წინ ქონება დაუტოვა ობლებს და გაჭირვებულებს.

KARIBCHE
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat