წმინდა მღვდელმთავარი ნიკიტა, პეჩორელი დაყუდებული, ნოვგოროდელი (+1109) - 31 (13.02) იანვარი
წმინდა მღვდელმთავარი ნიკიტა, პეჩორელი დაყუდებული, ნოვგოროდელი (+1109) - 31 (13.02) იანვარი
XII საუკუნეში, ნიკონის წინამძღვრობის დროს კიევ-პეჩორის მღვიმეთა მონასტერში ერთი ახალგაზრდა მივიდა და ბერობა ითხოვა. წინამძღვარმა ბერად აღკვეცა ახალგაზრდა და ნიკიტა დაარქვა. ბერმა მალე დაყუდებული ცხოვრების სურვილიც გამოთქვა. იღუმენი აფრთხილებდა, ახალგაზრდა ბერისთვის ასეთი ღვაწლი ნაადრევიაო, მაგრამ ნიკიტა ყურად არ იღებდა რჩევას.

წინამძღვარი ეუბნებოდა:

- შვილო ჩემო! რა სიკეთეს მოგიტანს უქმად დაყუდება? ჯერ ახალგაზრდა ხარ, სჯობს ძმებთან დარჩე. მათი სამსახურით არ დაკარგავ შენს ჯილდოს. ეშმაკი გაცდუნებს, ჯერ გამოუცდელი ხარ.

ნიკიტა პასუხობდა:

- ვერასოდეს მაცდუნებს ბოროტი, უფალს ვთხოვ სასწაულმოქმედების ძალა მომცეს.

ამაზე ნიკონმა უთხრა ახალგაზრდა ბერს:

- მაგის თხოვნა შენს ძალებს აღემატება, გაფრთხილდი, ხიბლში ხარ და მიწას არ დაენარცხო. ჩვენი მორჩილება გავალებს მონასტრის საძმოს ემსახურო. ამის გამო ღმერთისგან მორჩილების გვირგვინს მიიღებ.

წინამძღვრის შეგონება უშედეგო აღმოჩნდა, ნიკიტა მაინც დაეყუდა მღვიმეში. ერთხელ ბერი გალობდა, უეცრად გამოუთქმელი კეთილსურნელება იგრძნო და გაიგონა, რომ მასთან ერთად სხვაც გალობდა. ნიკიტამ იფიქრა, ანგელოზიაო, ასე რომ არ იყოს, ჩემთან ერთად არ ილოცებდა და აქაურობას სულიწმიდის კეთილსურნელება არ მოიცავდაო.

გახარებულმა ბერმა უფრო ბეჯითად დაიწყო ლოცვა, გულში ამბობდა: "უფალო, გამომეცხადე, მსურს გიხილო".

უეცრად მოესმა ხმა:

- არ გამოგეცხადები, ჯერ ახალგაზრდა ხარ, ასე ამპარტავნობით დაეცემი.

ცრემლმორეულმა ნიკიტამ უპასუხა:

- არა, არ შევცდები, უფალო! წინამძღვარმა მასწავლა, ყური არ ვუგდო ეშმაკის ცდუნებას. რასაც მიბრძანებ, ყველაფერს შევასრულებ.

იმ წუთიდან გაბატონდა ნიკიტაზე ბოროტი, ისევ მოესმა დაყუდებულ ბერს ხმა:

- მოკვდავს არ შეუძლია ჩემი ხილვა, მაგრამ ჩემს ანგელოზს გიგზავნი, მუდამ შენთან იქნება, მას დაემორჩილე.

ეშმაკმა ანგელოზის სახე მიიღო და ბერს გამოეცხადა. ანგელოზის სახით გამოცხადებულ ეშმაკს თაყვანი სცა. ამის შემდეგ ბოროტმა მას, მისი თქმით, უკვე სრულყოფილებამდე ამაღლებულს, შეაგონა:

- არ გინდა ლოცვა, მხოლოდ იკითხე და სხვებს ასწავლე, შენ მაგივრად კი მე ვილოცებ!

ეს თქვა და დაყუდებულის მახლობლად დადგა, თან თავი ისე მოაჩვენა, თითქოს ლოცულობდა. მოხიბლული ბერი ნიკიტა მალე ყველას აღემატა ძველი აღთქმის წიგნების ცოდნაში, ახალ აღთქმაზე კი არა თუ საუბარი, სიტყვის გაგონებაც კი არ სურდა. ამის გამო ყველა მიხვდა, რომ ნიკიტა ეშმაკმა აცდუნა.

კიევ-პეჩორელი ძმები მივიდნენ ცდუნებულთან და ლოცვებით განაშორეს მას ბოროტი. ამის შემდეგ ნიკიტამ კურთხევით დატოვა დაყუდების ადგილი და მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცა, ყველაზე მეტად კი მორჩილებისა და თავმდაბლობის მოგებას ესწრაფოდა. ყოვლადსახიერმა უფალმა ნეტარი ბერების ლოცვით იგი დაცემის სიღრმიდან სრულყოფილების მწვერვალზე აღამაღლა. შემდგომში წმინდანი ნოვგოროდის ეპისკოპოსი გახდა და სასწაულქმედების ნიჭიც მიემადლა. ღირსმა ნიკიტამ მშვიდობით მიისვენა 1109 წელს.

.......................................

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat