პეტრე გახლდათ ვაჟი ბულგარეთის მეფე სვიმეონის, რომელიცგარდაიცვალა 927 წელს.
ბულგარეთის სამეფო ტახტი პეტრემ დაიკავა. პეტრეს მმართველობის ხანა ძალიან განსხვავდებოდა მისი მამის, სვიმეონის მმართველობის ხანისაგან.
სვიმეონი გამუდმებულ ომებს აწარმოებდა. პეტრემ კი ბულგარეთში მშვიდობა დაამყარა. პეტრემ ცოლად ბიზანტიის იმპერატორ რომანის ქალიშვილი შეირთო. კეთილმსახურმა მეფემ შეძლო ბიზანტიასთან ზავი დაედო ბულგარეთისათვის ხელსაყრელი პირობებით და იმასაც მიაღწია, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქს ეცნო ბულგარეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა და ბულგარეთში საპატრიარქო საყდარი დაემტკიცებინა.
კეთილმსახური პეტრე, ბულგარეთის მეფე, ღვთისმოშიში ქრისტიანი იყო. ის ხშირად აკითხავდა ღირს იოანე რილელს) სთხოვდა მას ლოცვას და სულიერ რჩევა-დარიგებას.
პეტრემ ხელი შეუწყო ქვეყნიდან ბოგომილების ერესის ამოძირკვას, გარდაიცვალა 967 წელს, 56 წლის ასაკში. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე დატოვა სამეფო ტახტი და ბერის მანტიით შეიმოსა.
.........................
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი