ღირსი აფრაატი IV საუკუნის მოწამე გახლავთ. წარმოშობით სპარსი იყო და კეთილშობილ ოჯახში იზრდებოდა.
აფრაატმა ისე ირწმუნა და შეიყვარა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომ გადაწყვიტა, დაეტოვებინა მშობლიური სპარსეთი. უსჯულო თანამემამულეებს განშორებული აფრაატი ედესაში ჩავიდა, სადაც მოინათლა და ქალაქის შორიახლოს ერთ კელიაში განმარტოებით დაიწყო ახალი ცხოვრება. შემდეგ აფრაატი ანტიოქიაში წავიდა, სადაც იმ დროს არიანული ერესი მძვინვარებდა. აქაც ქალაქიდან მოშორებით უდაბნოში განმარტოვდა, იმპერატორი ვალენტინე და რამდენიმე ეპისკოპოსიც კი არიანელების ცრუ სწავლებას ემხრობოდნენ. წმინდა მამა იძულებული გახდა, თავისი კელია დაეტოვებინა და ქალაქში ჩასულიყო მართლმადიდებლობის დასაცავად.
ერთხელ ქალაქის მთავარ მოედანზე მას იმპერატორი შეხვდა და ჰკითხა:
- ბერო, რატომ დატოვე უდაბნო და მოხვედი ქალაქში?
აფრაატმა უპასუხა:
- განა, შემეძლო სხვაგვარად მოქცევა. წარმოიდგინეთ თქვენს სახლში ხართ მარტო მშვიდად და ხედავთ, როგორ იწვის თქვენი მამის სახლი. განა გაჩერდებით შინ? განა მაშინვე არ გაიქცევით მამის სახლის გადასარჩენათ?! მეც ასე მოვიქეცი, უფალი ჩემი მამაა, ეკლესია კი მისი სახლია, რომელიც არიანელებისგან უნდა დავიცვა.
იმპერატორის მსახური ამ სიტყვების გაგონებაზე სიკვდილით დასჯით დაემუქრა აფრაატს, თუმცა ვალენტინემ ვერ გაბედა ბერის დასჯა. ხელისუფალმა იცოდა, რომ ნიკეის კრების გადაწყვეტილებას ბევრი სასულიერო პირი იცავდა და აფრაატსაც ბევრი ქომაგი გამოუჩნდებოდა. გარკვეული დროის შემდეგ აფრაატმა დატოვა ქალაქი და თავის კელიას დაუბრუნდა. ღირსი მამა წმინდა ცხოვრებით მრავალ ადამიანს იზიდავდა და ღვთის სიტყვას უქადაგებდა. წმინდანი 370 წელს მიიცვალა.
....................
ნახატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი