ღირსი მალო ბრიტანელი (+586) - 15 (28) ნოემბერი
ღირსი მალო ბრიტანელი (+586) - 15 (28) ნოემბერი
წმინდა მალო დაიბადა V საუკუნის ბოლოს, ბრეტანში, ან სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში. მისმა ღვთისმოსავმა მშობლებმა შვილი წმინდა სამსონს მიაბარეს აღსაზრდელად, რომელიც ინგლისში იღუმენი გახდა, მაგრამ მოგვიანებით დაბრუნდა ბრეტანში და ეპისკოპოსი გახდა თავისი დოლის მონასტერში, რომელიც დღევანდელი სენ მალოს სამხრეთით მდებარეობს. მისი დიდებული ხელმძღვანელობით ჭაბუკმა მალომ დიდ წარმატებებს მიაღწია სხვადასხვა მეცნერებების შესწავლაში და ღვთისმოსაობაშიც წარემატა.

მღვდლად კურთხევის შემდეგ წმინდა მალო ლანმიურის იღუმენად დაადგინეს და მას ორმოცდათორმეტი წელი მართავდა. როცა წმინდა სამსონი გარდაიცვალა, წმინდა მალო დოლის მონასტრის იღუმენად აირჩიეს. თუმცა იქ მხოლოდ ორი-სამი წელი დარჩა. უკვე სამოცდაათ წელს იყო გადაცილებული, როცა ძმების თანხმობით უდაბნოში განმარტოვდა, სადაც თავისთვის კელია აიშენა. თუმცა მარტოობა ვინ აცალა, უამრავი ადამიანი მიდიოდა მასთან სულისა და სხეულის განკურნების მსურველნი. წმინდანის ლოცვით ერთი მდიდარი კაცი კეთრისაგან განიკურნა, რომელიც მას შვიდი წელი ტანჯავდა. მადლიერმა კაცმა წმინდანს ჯერსის კუნძული აჩუქა. იქ წმინდა მალომ ახალი მონასტერი აიშენა და 62 მონაზონთან ერთად ემსახურებოდა უფალს და მათ ხელში დალია კიდეც სული რამდენიმე წლის შემდეგ. უფლის ანგელოზის ხელით ის ტაძარში უფლის სისხლსა და ხორცს ეზიარა.

სიკვდილის შემდეგ ამავე ტაძარში დაკრძალეს. წმინდა მალოს საფლავზე უამრავი დიდებული სასწაული აღესრულა.
.....................................

ამავე დღეს ეკლესიაში იხსენიება:

წმინდა კინტიანე, სელევკიის ეპისკოპოსი (IV)

წმინდა კინტიანე სხვა 318 მამასთან ერთად მართლმადიდებლურ რწმენას იცავდა ეკლესიის პირველ მსოფლიო კრებაზე, 325 წელს. მას მოიხსენიებს ბიზანტიური სვინაქსარი.

.......................................

წმინდა არნულფ ტულელი ეპისკოპოსი (+871)

მას მოიხსენიებს დასავლეთის ეკლესია.
................................

წმინდა სეკუნდი, ფიდენტიანე და ვარიკუსი

ეს აფრიკელი მოწამენი ქრისტესთვის ეწამნენ იპონში (დღევანდელი ბონი). მათ იხსენიებს იერონიმეს მარტიროლოგია.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat