წმინდა იობი დაიბადა დაბა პოკუჩში დაახლოებით 1550 წელს. ის დიდგვაროვანი და ღვთისმოსავი ოჯახიდან იყო.
იობი ბავშვობიდანვე მიეჩვია მოწყალების საქმეს და მთელი გულით შეიყვარა უფალი. ცხრა წლისამ დატოვა მშობლიური სახლი და დამკვიდრდა კარპატებში, ერთ-ერთ მონასტერში. პატარა ბიჭი მონასტერში სიმშვიდით და მორჩილებით გამოირჩეოდა. იღუმენმა ის ბერად თორმეტი წლის ასაკში აღკვეცა. მთელ თავისუფალ დროს ლოცვასა და ღვთივსულიერი ლიტერატურის კითხვას უთმობდა. მალე მისი მკაცრი ასკეტური ცხოვრებისა და ძლიერი მადლიანი ლოცვის შესახებ მთელმა რუსეთმა შეიტყო.
იმ დროს მართლმადიდებლობის დამცველმა ოსტროჟსკის თავადმა კონსტანტინე კონსტანტინოვიჩმა იობი დუნებში ვიჯენსკის მონასტრის წინამძღვრად დანიშნა. წმინდა იობი ამ მონასტრის იღუმენი ოცდაორი წელი იყო.
იობს დიდი სურვილი ჰქონდა უბრალო ბერის ცხოვრებით ეცხოვრა, ამიტომ ერთ დღეს ფარულად დატოვა მონასტერი და დასახლდა პოჩაევოსთან ახლოს ერთ ნაკლებად ცნობილ ლავრაში. მისი ღვთისმოსაობა და უფლისგან მინიჭებული განსაკუთრებული მადლი არც ამ სავანეში დაიმალა და ძმებმა სთხოვეს მონასტრის იღუმენი გამხდარიყო. რაღას იზამდა ღირსი იობი, დათანხმდა სავანის საძმოს. მან ააგო ქვის ეკლესია. მონასტერი სულიერადაც და მატერიალურადაც გააძლიერა. სიცოცხლის ბოლოს ღირსმა იობმა დიდი სქემა შეიმოსა იოანეს სახელით. შემდეგ მონასტერთან ახლოს, მიწისქვეშა მღვიმეში დაეყუდა. წმინდა იობმა ას წელს მიღწეულმა უფალს სული შეჰვედრა 1651 წლის (28 ოქტომბერს ძველი სტილით). რვა წლის შემდეგ მისი წმინდა ნაწილები პოჩაევოს მონასტერში დააბრძანეს, სადაც დღემდე განისვენებს და უამრავ სასწაულს აღასრულებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი